საერთაშორისო დასახელება: GINKO BILOBA®
მწარმოებელი: KRKA,სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პერიფერიული ვაზოდილატატორი
გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტრზე 10 კაფს., შეფუთვაში 2 და 6 ბლისტერი.
1 კაფს.
გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი ..............80 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდი სახამებელი, ტალკი, სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი(E218) , პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი(E216), ჟელატინი, შავი საღებავი PN (E151) , წითელი საღებავი 4R (E124), სტაფილოკოკური საღებავი FCF (E110), ტიტანის ორჟანგი(E171).ფარმაკოკინეტიკა:
ბილობილ ფორტეს კაფსულები შეიცავენ გინკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფლავონური გლიკოზიდები და ტერპონულ ლაქტონები), რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვების კედლის გამაგრებას და ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და ამის ხარჯზე მიკროცირკულაციას, ტვინის და პერიფერიული ქსოვილების ჟანგაბადით და გლუკოზით მომარაგებას. პრეპარატი ახდენს უჯრედში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, ხელს უშლის ერთროციტების აგრეგაციას, ამუხრუჭებს თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორს. ავლენს დოზადამოკიდებულ მარეგულირებელ ზემოქმედებას სისხლძარღვოვან სისტემაზე, აფართოებს წვრილ არტერიებს, აძლიერებს ვენების ტონუსს, არეგულირებს სისხლძარღვების სისხლით შევსებას.
ჩვენებები:
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულარული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმული ასაკი), რასაც თან ახლავს: ყურადღების მოდუნება, მეხსიერების შესუსტება, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიში, განგაში, ძილის დარღვევა;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია), ყვითელი ლაქის მოხუცებულობითი დეგენერაცია:
- დიაბეტური რეტინოპათია.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება დღეში 2-ჯერ 1 კაფსულა (დილას და საღამოს). კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით. მკურნალობის კურსი არანაკლებ 3 თვე.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ვლინდება ერთი თვის შემდეგ. განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი);
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (დისპეფსია);
თავის ტკივილი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე, დაქვეითებული სისხლის შედედება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები, მიოკარდის მწვავე ინფარქტი, არტერიული ჰიპოტენზია, ბავშვთა ასაკი, ორსულობა, ლაქტაციის პეროიდი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ბილობილ ფორტე არ ინიშნება.
განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
პრეპარატ ბილობილ ფორტეს მიღება შეიძლება საკვებთან და წვენებთან ერთად.
არ არის რეკომენდებული პრეპარატ ბილობილ ფორტეს მიღება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
ცნობები არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატ ბილობილ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისათვის რომლებიც მუდმივად ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავას ან ანტიკოაგულანტებს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი