Capricorn Life Sciences b.v, ნიდერლანდები-სთვის

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატია რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედება, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: Saccharomyces boulardii 250მგ , matrikaria recutita (სააფთიაქო გვირილა) 100მგ;

თვისებები:

Saccharomyces boulardii -გააჩნია ანტიდიარეული, ანტიმიკრობული , ანტიტოქსიური მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

სააფთიაქო გვირილას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ეფექტურია ნაწლავის სპაზმის დროს, მეტეორიზმის და კუჭის აშლილობის დროს.

ბიონორმი®250 გამოიყენება შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის

•    მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა;

•    დიარეა, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიღებით;

•    ნაწლავის დისბიოზი;

•    გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

•    ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი;

•    მოგზაურის დიარეა.

გამოყენების მეთოდი:

პროფილაქტიკური დოზა:1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;

დიარეის მკურნალობა: 1-2 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;

საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდის 6 კაფსულამდე დღეში;

მწვავე დიარეის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს  3-5 დღე-ღამე;

დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე-ღამე.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს არასასურველი შეგრძნება კუჭის არეში, რაც არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.

უკუჩვენება:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია:

არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები პრეპარატ ბიონორმი® 250 –ის გამოყენებაზე ორსულობის და ლაქტაციის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

გაიცემა ურეცეპტოდ

ვარგისიანობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე

შენიშვნა:

თუ პრეპარატის მიღებიდან ორი დღის განმავლობაში კლინიკური სიმპტომები არ გაუმჯობესდა საჭიროა მიმართოთ ექიმს.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია