საერთაშორისო დასახელება:
CEFTRIAXONE
მწარმოებელი: BIOTON SP z. o. o. ,პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბიოტიკი III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფიდან.
გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
ფლაკონში
1 ფლ.
ცეფტრიაქსონ ნატრიუმი .......... 1 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფტრიაქსონი თრგუნავს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზს და აქტიურია β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკრობების წინააღმდეგ.
ცეფტრიაქსონი მოქმედებს შემდეგ მიკრობებზე: გრამდადებითი აერობული მიკრობები Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Str. piogenes, Str. agalactiae, Streptococcus viridans, Streptococcus bovis.
ცეფტრიაქსონი არ მოქმედებს მეტიცილინისადმი რეზისტენტულ სტაფილოკოკებზე და ენტეროკოკებზე.
გრამუარყოფითი აერობული მიკრობები:
Branhamella catarrhalis, Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigeloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia, Salmonella, Serraita, Sigella, Vibrio, Yersinia, Aeromonas, Alkaligenes, Citrobacter, Enterobacteria, Klebsiela, Moraxella სახეები.
ცეფტრიაქსონი მოქმედებს Treponema pallidum-ზე in vitro ექსპერიმენტში პირველადი და მეორადი ათაშანგის დროსაც პრეპარატი იჩენს ეფექტურობას.
ანაეროული მიკრობები: Clostridium-ის სახეობები (Cl. difficile-ს გარდა), fusobacterium-ის სახეობები (f. mortiferum-ის გარდა), Peptococcus-ის და Peptostreptococcus-ის სახეობები.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია: პრეპარატს ახასიათებს სრული აბსორბცია.
განაწილება: ინტრავენური გადასხმის დროს იგი სწრაფად გადადის ინტერსტიციულ სითხეში და ინარჩუნებს ბაქტერიოციდულ მოქმედებას 24 საათის განმავლობაში.
ცეფტრიაქსონი სისხლში შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. იგი ხასიათდება მენინგეალურ გარსში შეღწევადობით.
50-100 მგ/კგ-ზე ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინექციის შემდეგ 24 საათში მენინგეალურ სითხეში აღინიშნება 1.4 მგ ლიტრზე წამლის კონცენტრაცია. მოზრდილებში 50 მგ/კგ-ზე ინექციის შემდეგ 2-24 საათში წამლის კონცენტრაცია უფრო მეტია იმ კონცენტრაციაზე, რომელიც საჭიროა პათოგენური მიკრობის დათრგუნვისათვის. ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტაში და მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში. იგი არ განიცდის მეტაბოლიზმს ორგანიზმში.
ელიმინაცია: წამლის 50-60% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო 40-50% - ნაღვლის საშუალებით.
მოზრდილებში წამლის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 8 საათს.
ჩვილებში თირკმელებით გამოიყოფა წამლის 70%. ჩვილებში და 75 წელზე მეტი ასაკის პირებში ელიმინაციის და ნახევარდაშლის პერიოდი 2-ჯერ მეტია ვიდრე მოზრდილებში.
თირკმელების და ღვიძლის დაზიანებისას ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვნელოდ იცვლება, ისევე როგორც ელიმინაციის ხანგრძლივობა.
ჩვენებები:
გამოიყენება ცეფტრიაქსონისადმი მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული ინფექციების დროს:
- სეფსისი;
- მენინგიტი;
- მუცლის ღრუს ინფექციები;
- ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების ინფექციები;
- პრეოპერაციული ინფექციის პროფილაქტივა;
- იმუნოდეფიციტიან პაციენტებში ინფექციის დროს;
- თირკმელების და საშარდე გზების ინფექციის დროს;
- პნევმონიის, ოტიტის, ფარინგიტის დროს;
- ლაიმას დაავადების მეორე სტადიაში.
მიღების წესები და დოზირება:
ცეფტრიაქსონის ინტრავენური გამოყენების დროს 250 და 500 მგ-იან ფლაკონს შეერევა 5 მლ გამხსნელი. 1 გ-იანს - 10 მლ, 2 გ-იანს - 19 მლ, ხოლო 2 გრამის ინფუზიისას - 40 მლ ხსნარი.
ინტრამუსკულური გამოყენებისას ცეფტრიაქსონი იხსნება 250 და 500 მგ-იანი 2 მლ ლიდოკაინში, ხოლო 1 გ იხსნება 3.5 მლ ლიდოკაინში. ინტრავენური ინფუზია უნდა მიმდინარეობდეს ნელა, მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
დოზირება მოზრდილებში: რეკომენდებულია 1-2 გრამი ცეფტრიაქსონი დღეში. მძიმე ინფექციის დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გრამამდე დღეში.
2 კვირამდე ასაკის ჩვილებში რეკომენდებულია 20-50 მგ/კგ-ზე ცეფტრიაქსონი. 3 კვირის ასაკიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის რეკომენდებული დოზაა 20-80 მგ/კგ-ზე.
ხანდაზმულებში რეკომენდებული დოზა არ იცვლება.
პრეპარატის მკურნალობა წყდება სიცხის ნორმალიზაციიდან 48-72 საათის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი.
ჰემატოლოგიური ცვლილებები: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.
კანის მხრივ: ეგზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება, ერითემა.
სხვადასხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ოლიგურია, კრისტალურია, კრეატინინის კონცენტრაციის მომატება შრატში, ანაფილაქსიური რეაქცია.
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰემოკოაგულაციის ცვლილებები.
ლაბორატორიული მონაცემები:
იშვიათად კუბსის დადებითი რეაქცია და შარდში შაქრის ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს.
უკუჩვენებები:
ცეფალოსპორინებისადმი და პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობა (ჯვარედინი ალერგია); ცეფტრიაქსონი სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად ბილირუბინს ალბუმინისაგან ათავისუფლებს, რის გამოც ჩვილებში საშიშია მისი გამოყენება შესაძლო ენცეფალოპათიის განვითარების გამო.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პირველი მესამედში ცეფტრიაქსონით მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
რადგან პრეპარატი დედის რძეში გადადის მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
მენინგიტის დროს ცეფტრიაქსონის რეკომენდებული დოზა ჩვილებში და ბავშვებში შეადგენს 100 მგ/კგ-ზე დღეში. დადებითი შედეგი მიღწეულ იქნა neiserias-ს დროს 4 დღეში, Haemophilus influenzaes -ს დროს 6 დღეში, Streptococcus pneumoniaes -ს დროს 7 დღეში, ენტერობაქტერიის დროს კი 10-14 დღეში.
გონორეის დროს რეკომენდებულია წამლის ერთჯერადი დოზა 250 მგ.
პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცეფტრიაქსონი 1-2 გრამი (ერთჯერადი დოზა).
ლაიმას დაავადების დროს რეკომენდებულია 1-2 გ დღეში ან ყოველ 12 საათში (4 გ-მდე დღეში) 10 დღიდან 4 კვირამდე დროის განმავლობაში.
თირკმელების მძიმე დაზიანებისას (კრეატინინის კლირენსი
ღვიძლის დაზიანების დროს დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
სიფრთხილეა საჭირო:
არ არის რეკომენდებული ცეფტრიაქსონის სხვა წამლებთან ერთად ინფუზია.
ანაფილაქსის შემთხვევაში საჭიროა ადრენალინის და გლუკოკორტიკოიდების შეყვანა.
მკურნალობის დროს ნაღვლის ბუშტში ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგენილი ჩრდილები ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილებზე მეტყველებს, რაც კონსერვატულ მკურნალობას საჭიროებს.
საჭიროა მკურნალობის დროს სისხლის რეგულარული ანალიზი.
მძიმე დიარეა ფსევდომემბრანული კოლიტის მიზეზი შეიძლება იყოს, რაც მკურნალობის შეწყვეტას და ვანკომიცინის დანიშვნას მოითხოვს. პაციენტები ვიტამინ K-ს ნაკლებობით საჭიროებენ მკურნალობისას ამ ვიტამინის დამატებას.
ჭარბი დოზირება:
ჰემოდიალიზი და პერიტონული დიალიზი არ ამცირებს სისხლში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციას, ამიტომ ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სიფრთხილეა საჭირო ცეფტრიაქსონის ამინოგლიკოზიდებთან და შარდმდენებთან ერთად დანიშვნის დროს.
ცეფტრიაქსონს ნ-მეთილთიოტეტრაზოლის ჯგუფი არ გააჩნია და იგი არ იწვევს ეთანოლის აუტანლობას და სისხლდენას სხვა ცეფალოსპორინებისაგან განსხვავებით.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.