ბისაკოდილი
Bisacodyl

ნაწლავში ხსნადი შემოგარსული 5 მგ ტაბლეტები
სავაჭრო სახელწოდება:
ბისაკოდილი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
ბისაკოდილი (Bisacodylum)

სამკურნალო ფორმა. ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 5 მგ ტაბლეტები.

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისაკოდილს.
დამხმარე ნივთიერებები
ბირთვი: საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, პოლისორბატი 80 (თვინ-80).
გარსი: მეთაკრილის მჟავას თანაპოლიმერი-ეთილაკრილატი (Eudragit L 30D-55), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიეთილციტრატი, საღებავი Sanset Yellow Lake (E 110).

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ნარინჯისფერი გარსით, განატეხზე- თეთრი ბირთვი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საფაღარათო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება.
 ბისაკოდილი – საფაღარათო  საშუალება, რომელიც ნაწლავის ლორწოვან გარსზე უშუალო ზემოქმედებით აძლიერებს მის პერისტალტიკას და ახდენს საფაღარათო მოქმედებას. წამლის მიღებისას დღისით მისი მოქმედება იწყება მიღებიდან დაახლოებით 6 სთ-ის შემდეგ, ხოლო ძილის წინ მიღებისას – 8-12 სთ-ის შემდეგ.

ჩვენება
სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა.

გამოყენების წესი და დოზირება
აუცილებელია ტაბლეტის მთლიანად, დაუღეჭავად გადაყლაპვა.
ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით, კუჭის მოქმედების მოწესრიგებისთვის ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნახეთქების დროს მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით პრეპარატი ენიშნებათ 1-3 ტაბლეტის ოდენობით ერთ მიღებაზე. არასაკმარისი ეფექტის დროს პრეპარატს დამატებით მეორე დილით იღებენ – 1-2 ტაბლეტს.
6-12 წლის ასაკის ბავშვებს აძლევენ 1 ტაბლეტს. მიღების სიხშირე ერთხელ ღამით ან დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე. არ არის რეკომენდებული ბისაკოდილის მიღება ტაბლეტების სახით 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის.
ქირურგიული ოპერაციებისთვის, ინსტრუმენტალურ და რენტგენოლოგიურ მომზადებისას ნიშნავენ 2 ტაბლეტს ძილის წინ გამოკვლევამდე ერთი-დღე ღამით ადრე და 2 ტაბლეტს ოპერაციის ან გამოკვლევის წინა ღამით.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან შესაძლებელია სპასტიური ტკივილები მუცელში, ფაღარათი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც ხშირად იღებენ პრეპარატს, შესაძლებელია დაეწყოთ სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა და ჰიპოტენზია.
თუ დაგეწყოთ მსგავსი ან სხვა, ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ!

უკუჩვენებები
ნაწლავური გაუვალობა, თიაქარის ჩაჭედვა, “მწვავე მუცლის” სინდრომი, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლდენა საშვილოსნოდან, სპასტიური კოლიტი, მწვავე პროქტიტი, მწვავე ბუასილი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
თუ მითითებული შემთხვევებიდან გაგაჩნიათ რომელიმე, მედიკამენტის მიღებამდე მიიღეთ რჩევა ექიმისგან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბისაკოდილის ერთდროული გამოყენება ანტაციდებთან, H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებთან (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი), ტუტე მინერალურ წყლებთან, რძესთან ერთად ხელს უწყობს ტაბლეტის გარსის სწრაფ დაშლას და აქტიური ნივთიერების გამონთავისუფლებას, რომელიც იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გაღიზიანებას. უნდა დაცული იქნას 1-2 საათიანი შუალედი ბისაკოდილის და ტუტე პროდუქტების მიღებას შორის.

გაფრთხილება მიღების დროს
ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 1 კვირაზე მეტი ხნით.
მიიღეთ  რჩევა ექიმისგან, თუ აუცილებელია პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადების დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში.
ბისაკოდილის 1 ტაბლეტი შეიცავს 19,3 მგ. საქაროზას და 81 მგ ლაქტოზას.

ჭარბი დოზირება
თუ ბისაკოდილის მიღება ხდება ხანგრძლივად ან აჭარბებენ დოზას, იწყება ფაღარათი, ორგანიზმის მძიმე დეჰიტრატაცია ელექტოლიტების დაკარგვით, განსაკუთრებით კალიუმის იონების, შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის ატონია.
წამლის დოზის გადაჭარბების დროს სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში. 4 ბლისტერი მუყაოს შეკვრაში.

შენახვის პირობები.
არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთავზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი. ურეცეპტოდ.

მწარმოებელი
სს “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ.53, რიგა, LV-1057 ლატვია.
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: grindeks@grindeks.lv 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია