საერთაშორისო დასახელება:

Co - TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტოპრიმი + სულფამეტოქსაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.

5 მლ

ტრიმეტოპრიმი .............       80 მგ

სულფამეტოქსაზოლი ....        400მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორი აქტიური ნივთიერების ტრიმეტოპრიმისა და სუფლამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავის სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის დათრგუნვას.

პრეპარატი თრგუნავს შემდეგი გრამდადებით და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და გამრავლებას, როგორიცაა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი - დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსის ჩხირი.

ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატის 60-80%-ი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით.

ჩვენებები:

 

  • სასუნთქი გზების ინფექციები -  ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება;
  • საშარდე გზების ინფექციები - ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, ნაწლავის ჩხირი;
  • სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის (მათ შორის ჭრილობით განპირობებული) ინფექციები.

 

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 2 ამპულა (10 მლ), მძიმე შემთხვევებში 3 ამპულა (15 მლ), ყოველ 12 საათში.

ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვევით: 3 მგ სულფამეტოქსაზოლი და 6 მგ ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში 2-ად დაყოფილ დოზებად.

3 თვიდან - 5 თვემდე: 1.25 მლ ყოველ 12 საათში.

6 თვიდან - 5 წლამდე: 2.5 მლ ყოველ 12 საათში.

6 წლიდან - 12 წლამდე: 5 მლ ყოველ 12 საათში.

განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 50%-ით. პრეპარატის მიღების ზოგადი კურსი შეადგენს 2-5 დღეს.

პნევმონია, გამოწვეული Pneumocytis carinii-ით 10 მგ სულფამეტოქსაზოლი და 20 მგ ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის მასაზე, დღე-ღამეში 4 დაყოფილი დოზით, ყოველ 6 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.

შეყვანის მეთოდი:

სამკურნალო პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად, წინასწარი გაზავების შემდეგ, ნელი წვეთოვანი გადასხმით მომზადებული ხსნარი საგულდაგულოდ უნდა განზავდეს და სწრაფად იქნას შეყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი იქნა სითხის დალექვა ან ამღვრევის ნიშნები, ხსნარი აღარ გამოიყენება.

პრეპარატი ზავდება შემდეგი სქემით:

1 ამპულა (5 მლ) - 125 მლ გასახსნელი სითხე.

2 ამპულა (10 მლ) - 250 მლ გასახსნელი სითხე.

დასაშვებია შემდეგი სითხეების გამოყენება:

  • 5% და 10% გლუკოზის ხსნარი;
  • 0.9%-იანი NaCL ხსნარი;
  • რინგერის ხსნარი;
  • 0.45%  NaCLხსნარი, 2.5%-იანი გლუკოზის ხსნართან ერთად.

არ გამოიყენება სხვა გასახსნელ ხსნარებთან ერთად.

შენიშვნა: თუ პაციენტისთვის არ შეიძლება სითხის დიდი დოზით მიღება, დასაშვებია პრეპარატის უფრო მაღალი დოზის გამოყენება: 5 მლ 75 მლ, 5%-იან გლუკოზაზე.

გვერდითი მოვლენები:

ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

იშვიათად გვხვდება: კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა კანის და თვალის ლორწოვანის სინდრომი (სტივენ-ჯონსის სინდრომები), ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი);

ღვიძლში ცვლილებები, მათ შორის სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი; ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

უკუჩვენებები:

სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე ფორმის დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.

პრეპარატის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია