ფარმაკოლოგიური თვისებები

ბისოპროლოლი წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორს, რომელიც თანაბრად არის აღჭურვილი ლიპოფილურ-ჰიდროფილური თვისებებით. ბისოპროლოლს გააჩნია სელექტიურობა ბეტა1-ადრენორეცეპტორების (კარდიოსელექციურობა) მიმართ, შინაგანი სიმპატომიმეტური აქტიურობის და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებების გარეშე.

იგი ამცირებს გულის კუმშვადობის სიხშირეს და მის ძალას, მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას, ანელებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს თირკმელების მიერ რენინის გამოყოფას და მის აქტივობას სისხლის პლაზმაში.

პრეპარატი სუსტად აბლოკირებს ბრონქებისა და სისხლძარღვების ბეტაადრენობლოკატორებს, ხასიათდება ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმული ეფექტებით.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება მისი 90%-ზე მეტი. საკვების მიღება არ მოქმედებს მის შეწოვაზე. ღვიძლში „პირველი გასვლისას“ მეტაბოლიზმს განიცდის პრეპარატის 10%. პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 30%-ს. ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები არ იცვლება სარწმუნოდ პლაზმის ცილების პათოფიზიოლოგიური მოდიფიკაციის დროს, მაგალითად, ალფა-1 გლიკოპროტეინის მომატებული დონის შემთხვევაში. ბისოპროლოლს გააჩნია საშუალო ლიპოფილობა, რის გამოც მას ახასიათებს განაწილების საშუალო მოცულობა პლაზმის ცილების დაბალი მაჩვენებელის დროს.

ბისოპროლოლი განიცდის ელიმინაციას 2 თანაბარი ეფექტური გზით (50% ღვიძლში გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად, ხოლო დანარჩენი 50% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით). ამიტომ ავადმყოფებში, სუსტი და ზომიერად გამოხატული თირკმელების ფუნქციის უკმარისობით არ არის აუცილებელია პრეპარატის დოზის კორეგირება. პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის გამოხატული უკმარისობით პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატოს 10 მგ-ს. ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-12 საათს. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ.

ჩვენებები

  • ესენციალური ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დააავადება/დაძაბვის სტენოკარდია.

დოზირების რეჟიმი

დასაწყისში პრეპარატს ნიშნავენ დაბალი დოზით, რომელსაც ზრდიან თანდათანობით. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, პულსის სიხშირის და თერაპიული ეფექტის შესაბამისად.

- ესენციული ჰიპერტონია:

ზომიერი ჰიპერტენზიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში (დისტოლური წნევა 105 მმ ვწყ.სვ-მდე). აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ-მდე. დოზის შემდეგი მომატება შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევაში.

- გულის იშემიური დაავადება: დაძაბვის სტენოკარდია: ამ დროს ინიშნება 5 მგ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ დღეში. დოზის შემდგომი გაზრდა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში.

- დოზირება ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის დროს:

ავადმყოფებში, ღვიძლის და თირკმელების სუსტად და ზომიერად გამოხატული უკმარისობით, როგორც წესი, არ არის აუცილებელი დოზის შერჩევა. ავადმყოფებშში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წუთში) და პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაზიანებით, პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

ტაბლეტები ინიშნება დილით უზმოზე, ან საუზმის დროს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის დროში შეზღუდული და დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და მის სიმძიმეზე.

- დაძაბვის სტენოკარდიის დროს პრეპარატის მოხსნა წარმოებს თანდათანობით (7-10 დღის განმავლობაში), ვინაიდან პრეპარატის უეცარი მოხსნა იწვევს დაავადების გამწვავებას.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ:

ხანდახან აღინიშნება დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესიული მდგომარეობა, დეზორიენტაცია, „კოშმარული“ სიზმრები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები.

მხედველობის მხრივ:

ხანდახან - კონიუნქტივიტი, შემცირებული ცრემლდენა (გასათვალისწინებელია, თუ ავადმყოფი იყენებს ლინზებს).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ორთოსტატული დისრეგულაცია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, ან გულის უკმარისობის გაძლიერება პერიფერიული შეშუპებით და ქოშინით. ავადმყოფებში პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევით აღინიშნება დაავადების გამწვავება.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ავადმყოფებში ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით (განსაკუთრებით სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებებით, ბრონქული ასთმა), აღინიშნება სუნთქვის ფუნქციის მოშლა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ანორექსია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა ან ფაღარათი, ტკივილი).

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:

კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, ცალკეულ შემთხვევაში სახსრების დაავადებები (ართროპათია), ერთი ან რამდენიმე სახსრის (მონო- ან -პოლიართრიტი) დაზიანებით.

კანის მხრივ:

კანის ალერგიული რეაქციები (ერითემა, ქავილი, ალერგიული ეგზანთემა მზის სხივების ზემოქმედებისას), ოფლიანობა.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:

ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ:

ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის შესაძლო კლინიკური მანიფესტაცია, ხოლო არსებული დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება. ხანგრძლივი შიმშილი და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები იწვევს ჰიპოგლიკემიას, რომლის პირველი სიმპტომები (ტაქიკარდია, ოფლიანობა, ტრემორი) შეიძლება იყოს შენიღბული პრეპარატის მოქმედების ფონზე.

შესაძლებელია ლიპიდების დონის მომატება სისხლში (ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები). ავადმყოფებში ჰიპერთირეოზით, ბისოპროლოლი იწვევს თირეოტოქსიკოზის (ვენტრიკულური ტაქიკარდია, ტრემორი) მოვლენების შენიღბვას. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ტრანსამინაზების დონის  მომატება და ჰეპატიტის განვითარება.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობა;

* კარდიოგენური შოკი;

* მეორე ხარისხის ან სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* სინოატრიული ბლოკადა;

* ბრადიკარდია (მკურნალობამდე პულსი მოსვენების მდგომარეობაში 50 დარტყმაზე წთ-ში უფრო ნაკლები);

* ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ. ნაკლები);

* მეტაბოლური აციდოზი;

* ბრონქოპულმონური დაავადება (ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა);

* პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია;

* მაო-ს ინჰიბიტორების თანმხლები დანიშვნა (მაო B-ის ინჰიბიტორების გამოკლებით);

* ბავშვებში (თერაპიული გამოყენების მონაცემები არ მოიპოვება).

* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხის;

* კლინიკურად გამოხატულ ან ფარულად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი (შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემია, რომლის სიმპტომი არ მანიფესტირდება, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი);

* ხანგრძლივი შიმშილობა და მძიმე ფიზიკური ვარჯიშები (შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემია);

* ავადმყოფები ფეოქრომოციტომით (პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების დანიშვნის შემდეგ);

* პრინცმეტალის სტენოკარდია.

ორსულობა და ლაქტაცია

კლინიკური კვლევის მონაცემები არ მოიპოვება, რის გამოც ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა. ვინაიდან არსებობს ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის, და სუნთქვის დარღვევის განვითარების რისკი ახალშობილებში, პრეპარატის მკურნალობა უნდა შეწყდეს მშობიარობამდე 48-72 საათით ადრე. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება, ახალშობილი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ მშობიარობიდან 48-72 საათის განმავლობაში.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გადასვლის შესახებ დედის რძეში, მაგრამ ვინაიდან იგი აღმოჩენილია ექსპერიმენტული ცხოველების რძეში, ჩვილები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ, ან ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ცალკეულ შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორები ხელს უწყობენ ფსორიაზის განვითარებას, აუარესებენ ფსორიაზის მაგვარი ეგზანთემის მიმდინარეობას.

♦ ბეტა-ადრენობლოკატორები ზრდიან მგრძნობელობას ალერგენების მიმართ. ამძიმებენ ანაფილაქსიურ რეაქციებს. ავადმყოფებში მძიმე ალერგიული რეაქციით ანამნეზში და პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მადესენსიბილიზირებელი თერაპია, შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები.

♦ შესაძლებელია თმის ცვენა, სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში, სხეულის წონის დაკლება და მეხსიერების ხანმოკლე დარღვევა, ალერგიული რინიტი, პეირონის დაავადება.

♦ ავადმყოფებში ღვიძლის და თირკმელების დაავადებით აუცილებელია ყურადღება მიექცეს პრეპარატის დოზირებას.

♦ ავადმყოფებში ფსორიაზითა და ამ დაავადების არსებობით ანამნეზში, ბეტა-ადრენობლოკატორი ინიშნება სარგებლიანობის ან მოსალოდნელი რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

♦ ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და დაამძიმონ ანაფილაქსიური რეაქციების მიმდინარეობა. ამიტომ ავადმყოფებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები და ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მადესენსიბილიზირებელ თერაპიას, პრეპარატის დანიშვნა ხდება მკაცრი ჩვენებების მიხედვით. ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ბისოპროლოლს, არ ინიშნება ინტრავენურად კალციუმის ანტაგონისტები, მაგალითად, ვერაპამილი და დილთიაზემი, ან სხვა ანტიარითმული საშუალებები (დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი).

♦ ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მკურნალობის დასაწყისში, როდესაც პრეპარატის დოზას ზრდიან, იყენებენ სხვა საშუალებებს, ან ალკოჰოლს.

ჭარბი დოზირება

ინტოქსიკაციის სიმპტომები: მძიმე ჰიპოტონია, ბრადიკარდია გულის გაჩერებამდე, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი. შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, ღებინება, ცნობიერების დარღვევა, გენერალიზებული კრუნჩხვები.

ინტოქსიკაციის მკურნალობა: ჭარბი დოზირების, ან პულსის მკვეთრი გაიშვიათების შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება.

მიღებული უნდა იქნას ზომები მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად (ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა), ასევე ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ მის შეწოვას (გააქტივებული ნახშირი, ღებინების გამომწვევი საშუალებები). ინტენსიური თერაპიის პირობებში წარმოებს სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი: წყლის და ელექტროლიტური ბალანსის, მეტაბოლური აციდოზის, სისხლში შაქრის, შარდის შემადგენლობის.

აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი კორექცია, ხანდახან მიმართავენ ხელოვნურ სუნთქვას.

ანტიდოტები:

ატროპინი: 0.5-2.0 მგ. ინტრავენურად.

გლუკაგონი: დასაწყისში 1-10 მგ ინტრავენურად, შემდგომში 2-2.5 მგ ყოველ საათში წვეთოვანი სახით.

სიმპოტომატური პრეპარატების დანიშვნა: დოპამინი, დობუტამინი, იზოპრენალინი, ორციპრენალინი, ადრენალინი, დამოკიდებულია სხეულის წონაზე და სასურველ ეფექტზე.

მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის დროს იყენებენ პეისმეიკერს. ბრონქოსპაზმის დროს ინიშნება ბეტა-2-სიმპატომიმეტური საშუალებები აეროზოლის სახით (ეფექტის არარსებობისას ისინი შეჰყავთ ინტრავენურად ან კეთდება ამინოფილინის ინტრავენური ინექცია).

გენერალიზებული კრუნჩხვების განვითარების დროს რეკომენდებულია ინტრავენურად დიაზეპამის ნელა შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით დიურეზული საშუალებით, ვაზოდილატატორებით ბარბიტურატებით, ფენოთიაზინებით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით.

- ბისოპროლოლის და კალციუმის ანტაგონისტების ერთდროული გამოყენება, მაგალითად ნიფედიპინის, იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ დაქვეითებას, რაც ცალკეულ შემთხვევაში ხელს უწყობს გულის უკმარისობის განვითარებას.

- ბისოპროლოლის ერთდროული გამოყენებისას კალციუმის ანტაგონისტებთან - ვერაპამილთან ან დილთიაზემთან, ან სხვა ანტიარითმულ საშუალებებთან (დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი) აუცილებელია მონიტორინგი, ვინაიდან შესაძლებელია ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, არითმიის და გულის უკმარისობის განვითარება.

- კალციუმის ანტაგონისტების (ვერაპამილი, დილთიაზემი) და სხვა ანტიარითმული საშუალებების (დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი) ინტრავენური გამოყენება ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ბისოპროლოლს, წინააღმდეგნაჩვენებია ინტენსიური თერაპიის გარდა.

- ბისოპროლოლის კარდიოდეპრესიული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიარითმული საშუალებებით.

- ბისოპროლოლის ერთდროულმა გამოყენებამ რეზერპინთან, ალფა-მეთილდოპასთან, გუანფაცინთან, კლონიდინთან, ან საგულე გლიკოზიდებთან შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გაიშვიათება ან გულის გამტარებლობის დათრგუნვა.

- კლონიდინის და ბისოპროლოლის უეცარი მოხსნა იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ამიტომ კლონიდინის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ბისოპროლოლის მოხსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

- ბისოპროლოლის და ნორადრენალინის, ადრენალინის ან სხვა სიმპათომიმეტური საშუალებების (რომლებიც შედიან ხველების საწინააღმდეგო, ცხვირის, თვალის წვეთების შემადგენლობაში) ერთდროულად დანიშვნა იწვევს არტერიული წნევის მომატებას.

- ჭვავის რქის წარმოებულის (ერგოტამინის) და ბისოპროლოლის ერთდროული მიღება ამძიმებს პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევას.

- მაო-ს ინჰიბიტორების და ბისოპროლოლის ერთდროული გამოყენება საგრძნობლად ზრდის არტერიულ წნევას.

ბისოპროლოლს შეუძლია გააძლიეროს, გაახანგრძლივოს, ან შეამციროს ინსულინის, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მოქმედების ეფექტი. მის ფონზე ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები (ტაქიკარდია, ოფლიანობა, ტრემორი) შეიძლება იყოს შენიღბული, ან ნაკლებად გამოხატული. აუცილებელია შაქრის დონის კონტროლი სისხლში.

- რიფამპიცინი ამცირებს პრეპარატის ანტიჰიპერტენზულ ეფექტს, ხოლო ციმეტიდინი და ჰიდრალაზინი აძლიერებენ მას.

- ზოგადი საანესთეზიო საშუალებები აძლიერებენ ბისოპროლოლის ანტიჰიპერტენზულ ეფექტს, რის გამოც ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული ბისოპროლოლის მიღების შესახებ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია