ბიფიდუმბაქტერინი მშრალი, შიგნით მისაღები ამპულებში 

(Bifidumbacterinum Siccum)

INN: Bifidumbacterinum 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის კომპონენტი, მიკრობული პრეპარატი.
ATC კოდი: A07FA
შემადგენლობა და ფორმა: პრეპარატი წარმოადგენს ბიფიდობაქტერიების აქტიური შტამების (Bifidobacterium bifidum I, Bifidobacterium longum) ცოცხალი უჯრედების მასას, რომელიც ლიოფილურად არის გაშრობილი კულტივირების არეში, საქაროზა - ჟელატინა - რძის დამცავი არის დამატებით. ერთი დოზა პრეპარატი შეიცავს 107 ცოცხალ ბიფიდობაქტერიას, ერთ ამპულაში 5 დოზაა.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბიფიდუმბაქტერინი წარმოადგენს ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელ, იმუნომამოდულირებელ საშუალებას; გააჩნია ანტაგონისტური მოქმედება ფართო სპექტრის პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება იმ ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც დაავადებულნი არიან დაუდგენელი ეთიოლოგიის ხანგრძლივი ნაწლავური დისფუნქციით, აგრეთვე ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ინფექციების და ახალშობილებში სეფსისის კომპლექსური მკურნალობის დროს, მსხვილი და წვრილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ანთების (კოლიტები, ენტეროკოლიტები) შემთხვევაში, რომლებიც მიმდინარეობს დარღვეული მიკროფლორის ფონზე, ასევე ნაწლავების დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ანტიბაქტერიული, ჰორმონული, სხივური და სხვა თერაპიის შედეგად.
პრეპარატი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, როდესაც ისინი ადრეულ პერიოდში გადაჰყავთ ხელოვნურ ან დონორის რძით კვებაზე.
გვერდითი მოქმედება: არ აღინიშნება.
უკუჩვენებები: პრეპარატისადმი ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობიელობა.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ენიშნებათ ბავშვებს ლაქტოზური უკმარისობით.
ორსულობა და ლაქტაცია: შეზღუდვები არ არის.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება შიგნით. ამპულას ხსნიან 2-3 მლ თბილ გადადუღებულ წყალში და ანჯღრევენ არაგამჭვირვალე ჰომოგენური ნარევის წარმოქმნამდე. ნარევი გადააქვთ ჭიქაში და უმატებენ 2-3 ჩაის კოვზ წყალს. იგი მიიღება 20-30 წუთით ადრე ჭამამდე. ჩვილ ბავშვებში პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უშუალოდ ჭამის წინ.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3 დოზა 3-ჯერ დღეში; 6 თვის ზევით ასაკის ბავშვებში 5 დოზა 2-ჯერ დღეში. მოზრდილებში 5 დოზა 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირიდან 3 თვემდე ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებისას არა სასურველი ეფექტები არ აღინიშნება.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი
გამოშვების ფორმა: პრეპარატის 5 დოზა ამპულაში. 10 ამპულა შეფუთვაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +100C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა:biopharm@caucasus.net

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია