მწარმოებელი: FERROSAN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

გამოშვების ფორმა:

ფხვნილი: პაკეტებში, შეფუთვაში 21 ც.

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1პაკ. (1 ტაბ.)

Lactobacillus GG (LGG) ...............109კოე

Bifidobacterium lactis (BB-12) ......109 კოე

ვიტამინი B1 .........................  0.40 მგ

ვიტამინი B1 ........................... 0.50მგ

ბიფიფორმი ბავშვებისათვის შემადგენლობაში შემავალი Lactobacillus rhamnosus GG (LGG) და Bifidobacterium lactis (BB-12) აღადგენენ ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის ბალანსს, აუქმებენ რა ნაწლავების აშლილობების გამოვლინებას. გამოკვლევებისას დამტკიცდა Lactobacillus rhamnosus GG (LGG) ბაქტერიების უნარი გააძლიერონ იმუნიტეტი, აღადგინონ ბავშვის ორგანიზმის ნორმალური დაცვა.

რძისმჟავა ბაქტერიები Lactobacillus rhamnosus GG (LGG) და Bifidobacterium lactis (BB-12) ფართოდ გამოიყენება რძის პროდუქტების წარმოებაში და ბავშვთა კვებაში, რაც ამტკიცებს მათ უსაფრთხოებას. ვიტამინი B1 და B6 აუცილებელია ბავშვის ნორმალურ ზრდასა და განვითარებისათვის; ისინი ასევე წარმოადგენენ დამატებით ფაქტორს, რომელიც ახდენს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის ბალანსის ნორმალიზაციას.

ბიფიფორმი ბავშვებისათვის გამოშვებულია ფორთოხლისა და ჟოლოს არომატის მქონე ტაბლეტებისა და ფხვნილების სახით, რაც აადვილებს ბავშვებში მათ გამოყენებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა და საჭმლის მონელების სხვადასხვაგვარი დარღვევა საკმაოდ ხშირია უმცროსი ასაკის ბავშვებში. ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი განსაზღვრავს ნორმალურ საჭმლის მონელებასა და აგრეთვე განაპირობებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას ინფექციისაგან და ნაწლავის შიდა გარემოს არახელსაყრელი პირობებისაგან.

ერთიდან სამ წლამდე ხშირად ხდება ბავშვის ფიზიკური გააქტივება, კვების რაციონის შეცვლა. ამავე ასაკში საკმაოდ ხშირია რესპირატორული დაავადებები, ამ უკანასკნელის გამო მიღებული პრეპარატები იწვევენ ნაწლავის ბუნებრივი ბალანსის დარღვევას, რასაც საბოლოოდ მივყავართ ნაწლავისა და საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევასთან.

სასარგებლო ბაქტერიებს-პრობიოტიკებს, რომლებიც ახდენენ საჭმლის მონელების ნორმალიზაციას და კუჭ-ნაწლავის აშლილობის გამოვლინებების ლიკვიდაციას, ძალუძს ბავშვის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაცვა.

ბიოლოგიურად აქტიური საჭმლის დანამატი ბიფიფორმი ბავშვებისათვის წარმოადგენს სასარგებლო ბაქტერიებისა და ვიტამინების სასარგებლო კომბინაციას, რომელიც გამომუშავდა ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

ჩვენებები:

ბიფიფორმი ბავშვებისათვის გამოყენება უზრუნველყოფს საჭმლის გადამუშავების სისტემის დამატებით დაცვას ისეთ სიტუაციებში, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის აშლილობების მომატებულ რისკთთან, მათ შორის კვების რაციონის შეცვლისას, აგრეთვე ხანგრძლივი გადაადგილებების დროს გამოწვეული რისკ- ფაქტორებისას, ბიფიფორმის გამოყენება თავიდან გვაშორებს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევას და ხელს უწყობს ბავშვის ადაპტაციას სკოლამდელ ასაკში.

ბიფიფორმის ბავშვებისათვის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი ფუნქციის აღდგენას, გადატანილი ვირუსული ინფქეციების და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ პერიოდში. ნორმალური მიკროფლორის აღდგენა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლის თავიდან აცილებას.

მიღების წესი და დოზირება:

1–დან 3 წლამდე ბავშვებში -1 ფხვნილი 2-3– ჯერ დღეში.

3 წლის ზემოთ - 2 ფხვნილი 2-3– ჯერ დღეში.

ბიფიფორმი ბავშვებისათვის რეკომენდირებულია 5 და მეტი დღის განმავლობაში, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

უკუჩვენება:

ბად-ის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 18 თვე

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია