მწარმოებელი: FERROSAN, დანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ნაწლავში ხსნადი კაფსულები: შეფუთვაში 3 ც.
1 კაფს.
Bifidobacterium longum ....... არანაკლები 107
Enterococcus faecium ........ არანაკლები 107
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო დექსტროზა, ლაქტულოზა, რძემჟავასაფუარი, გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას. ხასიათდება ანტაგონიზმით მრავალი პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.
საჭლის მომნელებელი ტრაქტის მიკრობიოცენოზის ნორმალიზების გზით ხორციელდება მოზრდილებსა და ბავშვებში საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების სტიმულირება, ფერხდება ნაწლავური პათოლოგიების გაჭიანურებული მიმდინარეობა,
მაღლდება ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობა.
ჩვენებები:
ნაწლავთა დისბაქტერიოზის (როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიზნით), დიარეს დროს, როგორც ბავშვებში (2 წლიდან), ასევე მოზრდილებში.
მიღების წესები და დოზირება:
2 წლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში 2-3 კაფსულა დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კაფსულამდე.
ეფექტი, როგორც წესი, არის პირველ დღესვე. მწვავე დიარეის შემთხვევაში მკურნალობამ შეიძლება შეადგინოს 2-3 დღე. სხვა შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება 10-21 დღე.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილის ზომები:
არ არის სასურველი აღნიშნული მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.