მწარმოებელი ფირმა: სს “ბიოფარმი”.
შემადგენლობა: პრეპარატი წარმოადგენს სიმბიოტიკს, პრობიოტიკურ და პრებიოტიკურ კომპლექსს.
თითოეული კაფსულა პრეპარატისა შეიცავს:
პრობიოტიკური კომპლექსი:
Bifidobacterium bifidum I,
Bifidobacterium longum,
Lactobacillus fermenti,
Lactobacillus plantarum,
Lactobacillus acidofilus,
E-Coli M17.
პრებიოტიკური კომპონენტი: ფრუქტოოლიგოსაქარიდი 50მგ
ფამაკოლოგიური თვისებები:
ბიფლორაკი არის კომპლექსური პრეპარატი. იგი წარმოადგენს ადამიანის ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის კომპონენტების-ბიფიდობაქტერიების, ლაქტობაქტერიების, და კოლიბაქტერიების ლიოფილურად გამშრალი ცოცხალი უჯრედების ნარევს. პრეპარატი მზადდება ჩამოთვლილი მიკრობების ანტიბიოტიკრეზისტენტული შტამებისაგან, რაც განაპირობებს მისი კომპონენტების მდგრადობას სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების მიმართ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფრუქტოოლიგოსაქარიდი უცვლელი სახით აღწევს წვრილ და მსხვილ ნაწლავში, სადაც იწვევს შეყვანილი მიკრობების გამრავლების სტიმულაციას. იგი წარმოადგენს საკვებ ნიადაგს პრობიოტიკებისათვის. აგრეთვე იწვევს ადამიანის იმუნური სისტემის პოტენცირებას.
მოქმედების მექანიზმი:
ბიფლორაკის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი მიკრობული უჯრედების ანტაგონისტური მოქმედებით ნაწლავების პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. პრეპარატის მიღების შედეგად მიღწეული მიკროფლორის ნორმალური დონე მიკრობიოცენოზში, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ეწინააღმდეგება ნაწლავური დაავადებების ქრონიკული ფორმების განვითარებას; აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.
ჩვენებები:
· სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბიოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
· მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები;
· ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიღების ფონზე განვითარებული ან მიკრობული გენეზის ნაწლავთა ფუნქციის დარღვევები;
· მწვავე ნაწლავური დაავადებები რეკონვალესცენციის პერიოდში
ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენტობის ამაღლება;.
· ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, როგორც მოსალოდნელი დისბიოზის საპროფილაქტიკო საშუალება.
რეკომენდებულია ვეგეტარიანელებისა და კვების განსაკუთრებულ რეჟიმზე მყოფი ადამიანებისათვის, რომელთა რაციონიდან ამოღებულია რძისა და ხორცის პროდუქტები.
რეკომენდებულია ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის, როგორც ნაყოფისა და ჩვილის ნაწლავური ფლორის მარეგულირებელი საშუალება.
მოხმარების წესი: მიიღება შიგნით, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მცირეწლოვან ბავშვებს პრეპარატს აძლევენ მცირე რაოდენობა წყალში გახსნილი სუსპენზიის სახით.
დოზირება: მოზრდილებს 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში, ან 2 კაფსულა დილით, 1 კაფსულა საღამოს;
ბავშვებს 2 –დან 12 წლამდე 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში, 2 წლამდე ბავშვებს 0.5 კაფსულა 2 –ჯერ დღეში.
მკურნალობის საშუალო კურსი: 7-15 დღე.
დასაშვებია მკურნალი ექიმის მითითებით კურსის გაგრძელება 1 თვემდე.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
2 წელი
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.