საერთაშორისო დასახელება:

CITRIC ACID; POTASSIUM BICARBONATE; SODIUM CITRATE

მწარმოებელი: ESPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეფროლიტური საშუალება, შარდ-კენჭოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გრანულირებული ფხვნილი: შეფუთვაში პლასტიკური ჭიქა 200 გ ფხვნილით პოლიეთილენის პარკში 3 გრამიანი საზომი კოვზით.

საკონტროლო კალენდარით და ინდიკატორით.

100 გ

ლიმონის მჟავა უწყლო ...................      39.90 გ

ნატრიუმის ციტრატი უწყლო ..........      27.85 გ

კალიუმის ჰიდროკარბონატი ..........       32.25 გ

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 20 ც., შეფუთვაში 4 ტუბი საკონტროლო კალენდარით და ინდიკატორით.

1 აბ.

ლიმონის მჟავა უწყლო  ...........     1197.0 მგ

ნატრიუმის ციტრატი უწყლო ..      835.5 მგ

კალიუმის ჰიდროკარბონატი ..       967.5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გრანულატი შარდმჟავა ქვების გასახსნელად. მოქმედება დაფუძნებულია შარდის გატუტიანებაზე (შარდის pH 6.6–6.8 დროს მნიშვნელოვნად იზრდება შარდმჟავა მარილების გახსნა).

ჩვენებები:

  • შარდის გატუტიანება: ურატული ნეფროუროლითიაზი, ცისტინური ნეფროუროლითიაზი, თირკმლოვანი ტუბულარული აციდოზი;
  • ციტოსტატიკებით თერაპია და სამკურნალო საშუალებები, რომელიც ზრდის შარდმჟავას გამოყოფას;
  • ურატო–ოქსალური ნეფროუროლითიაზი (25% ოქსალატების შემცველობის დროს);
  • კანის პორფირია (სიმტომატური მკურნალობა).

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება შიგნით. მიღების წინ გრანულატს ხსნიან სითხეში.

საშუალო სადღეღამისო დოზა 6–18 გ. დღეღამურ დოზას თანაბრად ყოფენ დღის მაძილზე და ღებულობენ ჭამის შემდეგ.

ეფექტურობის კონტროლი (pH–ის განსაზღვრა შარდში) წარმოებს 3–ჯერ დღეში, ყოველი შემდეგი დოზის მიღების წინ. სწორად შერჩეულად ითვლება დოზა იმ შემთხვევაში თუ pH დღეღამის მანძილზე მერყეობს 6.2–7 ფარგლებში (ურატული ქვების გახსნისთვის); 7.5–8.5 (ცისტინური ქვებისთვის); 7.2–7.5 (პორფირიის მკურნალობისთვის); 7  – ციტოსტატიკებით მკურნალობისას.

თუ შარდის pH მითითებულზე დაბალია, დოზა უნდა გაიზარდოს; თუ მაღალია – მაშინ შემცირდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა – 4–6 თვე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* თირკმლის უკმარისობა;

* შარდგამომყოფი გზების ინფექცია, შარდოვანას დამშლელი ბაქტერიებით გამოწვეული;

* შარდის pH 7–ზე მეტი.

* მეტაბოლური ალკალოზი;

* მკაცრი უმარილო დიეტა;

* მძიმე არტერიული ჰიპერტენზია.

გვერდითი მოქმედება:

შეშუპება (Na+). მეტაბოლური ალკალოზი. დისპეფსია.

განსაკუთრებული მითითებები:

საშუალო სადღეღამისო დოზა (12გ.) შეიცავს 1.5მგ K+ და 0.9გ Na+ (გათვალისწინებული უნდა იყოს ავადმყოფის მიერ მარილის მოხმარება შეზღუდულად).

შესაძლებელია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის კომპენსირებისათვის გამოყენება, თუ ის არ მიმდინარეობს K+ –ის შეკავებით.

შეიძლება დაინიშნოს შაქრიანი დიაბეტის დროს;

ურატული ქვების დაშლისათვის არ შეიძლება დოზის გადაჭარბება, რადგან  pH–ის გაზრდა 7–ზე მეტად იწვევს ფოსფატის გამოლექვას შარდმჟავა კრისტალებზე, რაც ხელს უშლის მის შემდგომ დაშლას;

მკურნალობის დროს საჭიროა ცილებით და პურინებით მდიდარი საკვების მიღება, ასევე აუცილებელია სითხით დატვირთვა, არანაკლებ 1.5–2 ლ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია