განსაკუთრებული მითითებები
♦ აუცილებელია ჰიპოკალციემიის, ძვლოვანი ქსოვილისა და მინერალური მეტაბოლიზმის ეფექტური მკურნალობა ბონვივათი მკურნალობის დაწყებამდე. კალციუმისა და D ვიტამინის ადექვატური მიღება აუცილებელია ყველა პაციენტში.
♦ ბიფოსფონატებთან ასოცირებული იყო დისფაგია, ეზოფაგიტი და საყლაპავის ან კუჭის წყლული. ამიტომ, პაციენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბონვივას მიღებისას და ზუსტად შეასრულონ დოზირებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები.
♦ ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ნიშნებს ან სიმპტომებს, რომლებიც შესაძლო ეზოფაგურ რეაქციებზე მიუთითებენ, პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ სამედიცინო დახმარებისათვის, თუ მათ განუვითარდებათ საყლაპავის გაღიზიანების სიმპტომები, როგორიცაა ახალი ან გამწვავებული დისფაგია, ტკივილი ყლაპვისას, ტკივილი მკერდუკანა არეში ან გულძმარვა.
♦ ვინაიდან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და ბიფოსფონატებთან ასოცირებულია გასტროინტესტინური ტრაქტის გაღიზიანება, სიფრთხილეა საჭირო ამ ორი ჯგუფის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.
ჭარბი დოზირება:
სპეციფიკური ინფორმაცია ბონვივას დოზის გადაჭარბების მკურნალობასთან დაკავშირებით არ არსებობს. პერორალური დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები კუჭნაწლავის სისტემის ზედა ნაწილის მხრივ, როგორიცაა კუჭის ფუნქციის დარღვევები, გულძმარვა, გასტრიტი ან წყლული. ბონვივას გასანეიტრალებლად მიზანშეწონილია რძის ან ანტაციდის გამოყენება. საყლაპავის გაღიზიანების შესაძლებლობის გამო არ შეიძლება ღებინების გამოწვევა და პაციენტი უნდა დარჩეს გამართულ მდგომარეობაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ურთიერთქმედებები საკვებთან. კალციუმის და სხვა მულტივალენტური კათიონების (როგორიცაა ალუმინი, მანგანუმი, რკინა) შემცველი პროდუქტები, მათ შორის რძე და საკვები სავარაუდოდ ზემოქმედებას იქონიებენ ბონვივას აბსორბციაზე. რაც დადასტურდა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში. ამიტომ, ამგვარი პროდუქტების, მათ შორის საკვების, მიღება უნდა მოხდეს წამლის მიღებიდან 60 წთ-ის შემდეგ.
ურთიერთქმედებები წამლებთან:
- სავარაუდოდ კალციუმის პრეპარატები, ანტაციდები და მულტივალენტური კათიონების (როგორიცაა ალუმინი, მანგანუმი, რკინა) შემცველი მედიკამენტები ზემოქმედებას იქონიებენ ბონვივას აბსორბციაზე. ამიტომ პაციენტებმა აღნიშნული სახის პრეპარატები უნდა მიიღონ ბონვივას მიღებიდან 60 წუთის შემდეგ.
- პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური კვლევებით არ იყო ნაჩვენები რაიმე სახის ურთიერთქმედებები ტამოქსიფენთან ან ჰორმონოთერაპიასთან (ესტროგენი). ურთიერთქმედება არ აღნიშნულა მელფალან/პრედნიზოლონთან ერთდროული გამოყენებისას მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში.
- ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში და პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში, რანიტიდინის ი/ვ გამოყენებამ განაპირობა იბანდრონატის ბიოშეღწევადობის გაზრდა 20%-ით, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო კუჭის მჟავიანობის შემცირებით, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მატება იბანდრონატის ბიოშეღწევადობის ნორმის დიაპაზონის ფარგლებშია, დოზის კორექცია არ არის საჭირო ბონვივას ერთდროული გამოყენებისას H2-ანტაგონისტებთან ან სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც ზრდიან კუჭის pH-ს.
- კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩანაცვლებითი ხასიათის ურთიერთქმედებები არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან იბანდრონატი არ თრგუნავს ღვიძლის P450 იზოფერმენტებს და, როგორც ნაჩვენები იყო, არ იწვევს ღვიძლის P450 ციტოქრომული სისტემის ინდუქციას ვირთხებში. გარდა ამისა პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალია თერაპევტული კონცენტრაციებისას, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იბანდრონატი ჩაანაცვლებს სხვა წამლებს. იბანდრონატის გამოყოფა ხდება მხოლოდ თირკმლებით და არ განიცდის რაიმე სახის ბიოტრანსფორმაციას. გამოყოფის გზა როგორც ჩანს, არ მოიცავს მჟავა ან ფუძე სატრანსპორტო სისტემებს, რომლებიც გამოიყენება სხვა წამლების გამოყოფისას.
- ერთწლიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ოსტეოპოროზის მქონე პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში (BM16549) კუჭნაწლავის ტრაქტის ზემო ნაწილის მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ასპირინს ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას და პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბონვივას 2.5 მგ ყოველდღიურად ან 150მგ ყოველთვიურად.
- BM16549 კვლევაში ჩართული 1500 პაციენტიდან 14% ღებულობდა ჰისტამინის (H2) ბლოკატორს ან პროტონის დგუშის ინჰიბიტორს. ამ პაციენტებში კუჭნაწლავის ტრაქტის ზემო ნაწილის მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო ბონვივას 150 მგ ყოველთვიური დოზირების და ბონვივას 2,5 მგ ყოველდღიური დოზირების ჯგუფებში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.