შემადგენლობა : ბორის მჟავა 3,0 გრ . ეთილის სპირტი 70 ° 100 მლ - მდე
მწარმოებელი : საქართველო , თბილისი , გოთუას ქ . 3. შ . პ . ს . ,,ეუბიოტიკები”
ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
ანტისეპტიკური საშუალება
ფორმა : ხსნარი , გარეგანი
ჩვენება :
- ანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატი , გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ოტიტების დროს .
უკუჩვენება :
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში , თირკმლის ფუნქციის დარღვევისას , ბავშვებში , პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
გვერდითი მოვლენები:
ხანგრძლივი გამოყენების ან ჭარბი დოზირებისას თირკმლის ფუნქციის მოშლა , ასევე ტოქსიკური რეაქციები : ღებინება , დიარეა , კანზე გამონაყარი , თავის ტკივილი , კრუნჩხვა, აზროვნების მოშლა .
მიღების წესი და დოზირება:
იწვეთებენ ყურში 3-5 წვეთს 2-3 ჯერ დღეში .
გამოშვების ფორმა:
ხსნარის სახით 10.0 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონებში .
ვარგისიანობის ვადა 2 წელი
შენახვის პირობები : სინათლისაგან დაცულ ადგილას . არა უმეტეს 25 °C
გაცემის წესი : რეცეპტის გარეშე