შემადგენლობა : ბორის მჟავა კრისტალური
მწარმოებელი : საქართველო , თბილისი , გოთუას 3, შ . პ . ს . “ეუბიოტიკები”
ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
ანტისეპტიკური საშუალება
ფორმა :
კრისტალური , ფხვნილი . გარეგანი გამოყენებისთვის
ჩვენება :
- ბორის მჟავას ფხვნილი გამოიყენება მოზრდილებში 2% წყალხსნარის სახით , კონიუქტივიტების , სველი ეგზემების და დერმატიტების დროს .
მომზადების წესი : 2 გ . ბორის მჟავას ფხვნილს შევავსებთ 100 მლ - მდე გამოხდილი წყლით
გვერდითი მოვლენები :
ხანგრძლივი გამოყენების ან ჭარბი დოზირებისას თირკმლის ფუნქციის მოშლა, ასევე ტოქსიკური რეაქციები : ღებინება , დიარეა , კანზე გამონაყარი , თავის ტკივილი , კრუნჩხვა, ზროვნების მოშლა .
უკუჩვენება :
არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში , ბავშვებში , თირკმლის ფუნქციის დარღვევისას . ბოლო დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო ბორის მჟავას ფხვნილის გამოყენება შეზღუდულია.
გამოშვების ფორმა :
ფხვნილი 10 გ . ფოლგის საეტიკეტო პაკეტში .
შენახვის პირობები :
სინათლისაგან დაცულ ადგილას , არა უმეტეს 250C
ვარგისიანობის ვადა :
5 წელი
გაცემის წესი : ურეცეპტოდ