საერთაშორისო დასახელება:

BORIC ACID

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.

მოქმედი ნივთიერება:

ბორის მჟავა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მაზი გარეგანი მოხმარებისთვის, ფხვნილი გარეგანი მოხმარებისთვის, ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის (სპირტიანი).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტისეპტიური საშუალება, ახდენს აგრეთვე ინსექტიციდურ მოქმედებას (მათ შორის, პედიკულოზის საწინააღმდეგოს). ახდენს ცილების კოაგულაციას (მათ შორის ფერმენტულის), მიკრობული უჯრედების, არღვევს უჯრედული გაარსის შეღწევადობას. 5% წყალხსნარი თრგუნავს ფაგოციტოზის პროცესს, 2-4% ხსნარი ამუხრუჭებს ბაქტერიის ზრდას და განვითარებას. ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე, გრანულაციურ ქსოვილზე. შეწოვისას ახდენს სისტემურ ტოქსიურ ეფექტს.

ჩვენებები:

კონიუნქტივიტი, ოტიტი, ეგზემა (მათ შორის, სველი), დერმატიტი, პიოდერმია, გამოყელვა, კოლპიტი, პედიკულეზი.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი.

–        კონიუნკტივიტის დროს კონიუნქტივიალურ პარკს რეცხავენ 2% წყლიანი ხსნარით. კანის დაავადებებისას ამუშავებენ დაზიანებულ ზედაპირს ან იყენებენ აბაზანებს 3% ხსნარს ეთანოლით.

–        მწვავე და ქრონიკული ოტიტის დროს აწვეთებენ 3–5 წვეთს ან ტურუნდის სახით შეყავთ გარეთ სასმენ მილში 2–3–ჯერ დღეში 0.5, 1, 2 და 3%. ხსნარი ეთანოლით.

–        კოლპიტისა და გამოყელვის დროს დაზიანებულ ნაწილს უსვამენ 10% ხსნარს გლივეროლით . პედიკულოზისასა ერთჯრადად 10–25 გ 5% მაზი დაიტანება თავის თმიან ნაწილზე, 20–30 წუთის შემდეგ ჩამოიბანება თბილი წყლით და ივარცხნება გულდასმით;

–        კანის სიმშრალისა და ნახეთქების დროს გამოიყენება საჭიროებისამებრ.

გვერდითი მოქმედება:

გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ეპითელის დესქვამაცია, თავის ტკივილი, გონების არევა, კრუნჩხვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, გულ–სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევა, ცნს–ის დათრგუნვა, ჰიპოთერმია, შოკი, კომა, ერითემატოზული გამონაყარი (შესაძლებელია 5–7 დღის შემდეგ ლეტალური გამოსავალი).

ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები (ხანგრძლივი გამოყენებისას):

გამოფიტვა, სტომატიტი, ეგზემა, ქსოვილების ადგილობრივი შეშუპება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ანემია, კრუნჩხვა, ალოპეცია.

მკურნალობა: სიმპტომატურია. სისხლის გადასხმა, ჰემო– და პერიტონეალური დიალიზი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;

* კანის მწვავე ანთებითი დაავადებები;

* ორსულობა, ბავშვთა ასაკი (1 წლამდე), ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით: სხეულის ვრცელი  დაზიანება.

განსაკუთრებული მითითებები:

მოერიდეთ ლორწოვანზე და სხეულის ვრცელ ზედაპირზე პრეპარატის მოხვედრას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია