საერთაშორისო დასახელება:

BOTULINUM A TOXIN

მწარმოებელი: ALLERGAN, აშშ-ირლანდია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიორელაქსანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

ბოტულოტოქსინ A-ს ჰემაგლუტინინის კომპლექსი   100სე

დამხმარე ნივთიერებები:

ადამიანის პლაზმის ცილები-ალბუმინები-0.5 მგ, ნატრიუმის ქლორიდი-0.9 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბოტოქსის მოლეკულა შედგება ერთმანეთთან დისულფიდური ხიდაკით დაკავშირებული მძიმე (მოლეკულური მასით 100 000 დალტონი) და მსუბუქი (მოლეკულური მასით 50 000 დალტონი) ჯაჭვისაგან.

მძიმე ჯაჭვი ხასიათდება სამიზნე ნეირონების ზედაპირზე განლაგებული სპეციფიკური რეცეპტორებისადმი მაღალი აფინურობის უნარით. მსუბუქი ჯაჭვი ხასიათდება Zn2+

დამოკიდებული პროტეაზული აქტივობით, რომელიც სპეციფიკურია სინაპტოსომებთან დაკავშირებული პროტეინის ციტოპლაზმური უბნების მიმართ, რომლის  მოლეკულური მასა შეადგენს 25 000 დალტონს (SNAP-25) და მონაწილეობს ეკზოციტოზის პროცესში.

ბოტულოტოქსინ A მოქმედების პირველ ეტაპს წარმოადგენს მისი სპეციფკური კავშირი პრესინაფსური მემბრანის მოლეკულასთან. აღნიშნული პროცესი მოიცავს 30 წთ-ს. მეორე ეტაპია - შეკავშირებული ტოქსინის ინტერნალიზაცია ენდოციტოზის შედეგად წარმოქმნილ ციტოზოლთან.

ინტერნალიზაციის შემდეგ მსუბუქი ჯაჭვი მოქმედებს როგორც Zn2+ დაკიდებული პროტეაზა, რომელიც შერჩევით შლის SNAP - 25-ს, რაც მესამე ეტაპზე მთავრდება ქოლინერგული ნეირონების პრესინაფსური ტერმინალებიდან აცეტილქოლონის გამონთავისუფლების ბლოკადით. აღნიშნული პროცესის საბოლო შედეგს წარმოადგენს მყარი ქემოდენერვაცია.

ბოტოქსის კუნთებში ინექცისი დროს ადგილი აქვს ორი სახის ეფექტს: ექსტრაფუზალური კუნთოვანი ბოჭკოების პირდაპირ ინჰიბირებას ალფა-მოტონეირონების ნერვ-კუნთოვანი სინაფსის დონეზე დათრგუნვით და გამა-მოტონეირონულ ქოლინერგულ სინაფსებში შეკავების შედეგად კუნთოვანი ძაფების აქტივობის დაქვეითებას.

გამა-აქტივობის დაქვეითება იწვევს ინტრაფუზალური კუნთოვანი ბოჭკოების მოდუნებას და ამცირებს 1α-აფერენტულ აქტივობას რასაც მოჰყვება კუნთოვანი დაჭიმვის შემცირება და აგრეთვე ალფა- და გამა-მოტონეირონების ეფერენტული აქტივობის დაქვეითება. კლინიკურად აღნიშნული მოვლენები ვლინდება ინექციის ადგილზე კუნთის მკვეთრად გამოხატული მოდუნებით და მასში ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირებით. კუნთებში დენერვაციის პროცესთან ერთად მიმდინარეობს რეინერვაციის პროცესი, რაც იწვევეს კუნთის შეკუმშვათა სიხშირის აღდგენას ინექციიდან 4-6 თვის შემდეგ.

საოფლე ჯირკვლების (იღლიის, ხელის გულის, ტერფის) ლოკალიზაციის ადგილზე კანქვეშა ინექციის დროს ვითარდება პოსტგანგლიური სიმპათიკური ნერვების ბლოკადა და ადგილი აქვს ჰიპერჰიდროზის პროცესის შეწყვეტას მე-6-8 თვეზე. ბოტულოტოქსინ A სამკურნალო დოზებით ლოკალურად შეყვანის დროს იგი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და არ იწვევს არსებითი სისტემური ეფექტების განვითარებას. სავარაუდოდ მისი შეყვანის უბანში ადგილი აქვს მინიმალური პრესინაფსური უკუმიტაცების პროცესს და უკუ აქსონალურ ტრანსპორტს.

ბოტოქსით ხელმეორე ინექციის დროს ბოტულოტოქსინ A ჰემაგლუტინინის კომპლექსის მიმართ ანტისხეულები წარმოიქმნება პაციენტების 1-5%-ში. მათი წარმოქმნა დაკავშირებულია პრეპარატის მაღალ დოზებში შეყვანასთან (250 ერთ.-ზე მეტი), დროის მცირე მონაკვეთში მცირე დოზებით მკურნალობასთან. პრეპარატის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნის შემთხვევაში იყენებენ ბოტულოტოქსინის სხვა სეროლოგიურ ტიპებს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და მეტაბოლიზმი: ბოტულოტოქსინ A ჰემაგლუტინინის კომპლექსი სისტემურ სისხლმიმოქცევაში მოხვედრამდე რამოდენიმე ხნის განმავლობაში კონცენტრირდება მისი ინექციის ადგილზე. შემდგომში იგი შედარებით სუსტი მოლეკულური სტრუქტურების წარმოქმნით ძალიან სწრაფად მეტაბოლიზდება.

გამოყოფა: ბოტოქსი ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ძირითადად თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • ბლეფაროსპაზმი;
  • ჰემიფაციალური სპაზმი;
  • პარალიზური სიელმე;
  • ლოკალური კუნთოვანი სპაზმი მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკის ზემოთ (მათ შორის ბავშვთა ცერებრული დამბლა და სპასტიურობა).

მიღების წესები და დოზირება:

ბოტოქსის დოზები და ინექციის ადგილის წერტილები ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურია და განისაზღვრება კუნთის ჰიპერაქტივობის და ლოკალიზაციასთან მიმართებაში. ზოგიერთ შემთხვევებში ინიცირებადი კუნთის უფრო ზუსტი ლოკალიზაციისათვის იყენებენ ელექტრომიოგრაფულ კონტროლს.

ბოტოქსის მაქსიმალური სუმარული დოზა მოზრდილებში ერთ პროცედურაზე არ უნდა აღემატებოდეს 350 ერთეულს. სახის კუნთში ინექციის დროს საშუალო სუმარული დოზა შეადგენს 25-100 ერთ, კისრის კუნთებში - 100-200 ერთ. კიდურების კუნთებში - 50-300 ერთ. ტოქსიკურ დოზას შეადგენს 38-42 ერთ/კგ წონაზე.

2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ბოტოქსის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 ერთ/კგ წონაზე (არა უმეტეს 300 ერთ). ხელმეორე ინექციებს შორის ინტერვალი შეადგენს არა უმცირეს 2 თვეს.

საინექციო ხსნარის მომზადების წესი:

ლიოფილურ ფხვნილს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% სტერილურ ხსნარში (კონსერვანტების გარეშე) (1.0 მლ, 2.0 მლ ან 4.0 მლ) სასურველ კონცენტრაციამდე. ფხვნილის შერევა გამხსნელთან ხდება ფლაკონის მსუბუქი მოძრაობით გამჭვირვალე უფერო სითხის წარმოქმნამდე.

უხეში შენჯღრევა და ქაფის წარმოქმნა იწვევს ბოტოქსის დენატურაციას.

იმ შემთხვევაში როდესაც ვაკუუმის ქვეშ არ ხდება გამხსნელის შესვლა ფლაკონში, ასეთი ფლაკონი უნდა განადგურდეს.

გახსნილი პრეპარატის შენახვა შეიძლება მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 4 სთ-ის განმავლობაში მის გამოყენებამდე.

მიღებული საინექციო ხსნარის შეყვანა ხდება 27-30 კალიბრის სტერილური ნემსით. ინექციის შემდეგ შპრიცის და ნემსის განადგურება ხდება ბიოლოგიური ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებული მეთოდების გამოყენებით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: შემთხვევების 2-5%-ში მიკროჰემატომები (7 დღემდე), ტკივილი ინექციის ადგილზე (1 დღე-ღამის განმავლობაში).

სისტემური რეაქციები: ძირითადად ვითარდება პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენების დროს (200 ერ.-ზე მეტი), უმნიშვნელო ზოგადი სისუსტის სახით ერთი კვირის განმავლობაში.

ინექციის ახლოს კუნთოვან ჯგუფებში პრეპარატის განაწილებასთან დაკავშირებულია რეაქციები: დამოკიდებულია ინექციის შეყვანის ადგილზე.

ბლეფაროსპაზმის, ჰემიფაციალური სპაზმის მკურნალობის დროს ხშირად აღინიშნება - ფტოზი (15-20%), ცრემლდენა (0.5-1%) და გაღიზიანება (თვალების სიმშრალის და ფოტოფობიის ჩათვლით). იშვიათად - ექტროპიონი, კერატიტი, დიპლოპია, ენტროპიონი, ეკქიმოზი. სახის კუნთებში ინექციის ადგილზე - დისფაგია(2-5%).

როგორც წესი აღნიშნული გვერდითი მოვლენები არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას და რეგრესირდება ერთი თვის განმავლობაში ინექციის შემდეგ.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მისთენია, მიასთენური და მისი მსგავსი სინდრომები (მათ შორის ლამბერტ-იტონის სინდრომი).

ანთებითი პროცესი ინექციის ადგილზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ბოტოქსის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

ბოტოქსის ინექცია კეთდება სპეციალური მომზადების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმის მიერ.

ინექციის გაკეთება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში საპროცედურო კაბინეტში.

ინექციის შემდეგ გართულებები ძალიან იშვიათია და ისინი შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სტრუქტურების (ნერვების, სისხლძარღვების, ტრაქეის) ნემსით ტრამვის დროს პროცედურის არაკვალიფიციურად ჩატარების შემთხვევაში.

ანაფილაქსიის შემთხვევები აღწერილი არ არის. მიუხედავად ამისა საჭიროა ყველა საშუალების არსებობა ანაფილაქსური რეაქციის კუპირებისათვის.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

დღეისათვის არსებობს მონაცემები ბოტოქსის ეფექტურობის შესახებ მიოფაციალური სინდრომით, დაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილის მიმიკური კუნთების კონტრაქტურის, ტრიზმით, ბრუქსიზმით, სახის ჰიპერკინეტური ნაოჭების, კარდიის აქალაზიით, სწორი ნაწლავის სფინქტერის და შარდის ბუშტის სპაზმით, ლოკალური ჰიპერჰიდროზით დაავადებულ ავადმყოფებში.

ბოტულიზმის სპეციფიკური ანტიტოქსინი ეფექტურია 3 წთ-ის განმავლობაში ინექციის შემდეგ.

პრეპარატის მოქმედება იმ პირებში, რომელთა მუშაობა დაკავშირებულია ფსიქომოტორული რეაქციების მაღალი კონცენტრაციის საჭიროებასთან დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია საერთო სისუსტე, ინიცირებული კუნთების პარეზი.

მკურნალობა: საჭიროა ექიმის მიერ სიმპტომების დინამიკის სისტემატური კონტროლი საჭიროების შემთხვევაში - რეანიმაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბოტოქსის მოქმედება ძლიერდება ამინგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან, ერითრომიცინთან, ტეტრაციკლინთან, ლინკომიცინთან, პოლიმიქსინებთან მისი კომბინაციის დროს, აგრეთვე იმ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემის პროცესებს (მათ შორის კურარეს მსგავსი მიორელაქსანტები).

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 50C ტემპერატურაზე.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია