მწარმოებელი: IMUNOPREPARAT, რუსეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნოლოგიური პრეპარატი (ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატი)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აღწერილობა:
ბოტულიზმის საწინააღმდეგოდ A,B,E ტიპის შრატები წარმოადგენენ ბოტულიზმის ანატოქსინით ან შესაბამისი ტიპის ტოქსინით ჰიპერიმუნიზირებული ცხენის სისხლის შრატის ცილოვანი ფრაქციის შემადგენლობაში შემავალ სპეციფიკურ იმუნოგლობულინებს გაწმენდილს და კონცენტრირებულს პეპტიდური გადამუშავების ერთ-ერთი მეთოდით და მარილოვანი ფრაქციონირებით. პრეპარატი წარმოადგენს გამჭვირვალე, ან ოდნავ ოპალესცირებად უფერო ან მოყვითალო შეფერილობის უნალექო სითხეს.
შემადგენლობა:
შრატის ერთი ამპულა შეიცავს ერთ სამკურნალო დოზას, რომელიც A და B ტიპებისათვის შეადგენს 10000 სე, ხოლო E ტიპისათვის - 500 სე. პრეპარატის მოცულობა ამპულაში დამოკიდებულია შრატის აქტივობაზე.
გამოშვების ფორმა:
შრატებს უშვებენ A,B,E ტიპის ანატოქსინის შემცველი მონოვალენტური პრეპარატების სახით და ამპულირებული ფორმით.
ბოტულიზმის საწინააღმდეგო მონოვალენტურ შრატებს უშვებენ ამპულებში, ყოველი ტიპისათვის შემცველი სამკურნალო დოზით. ქაღალდის ყუთში არის 5 ამპულა ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატები და უცხო ცილის მიმართ მგრძნობელობის განსასაზღვრი 5 ამპულა განსაზავებელი 1:100 შრატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი შეიცავს ბოტულიზმის ტოქსინების შესაბამისი ტიპის გამანეიტრალებელ ანატოქსინებს.
ჩვენებები:
ბოტულიზმის საწინაამღდეგო შრატს იყენებენ, როგორც სამკურნალო აგრეთვე პროფილაქტიკური მიზნით.
მკურნალობის მიზნით შრატი შეყავთ მაქსიმალურად ადრეულ პერიოდში ბოტულიზმის პირველი სიმპტომების მანიფესტირებამდე. შრატის გაკეთებამდე ბოტულიზმის ტოქსინისა და მისი გამომწვევის გამსაკვლევად ავადმყოფს უღებენ 10 მლ მოცულობის სისხლს. შარდს, კუჭის გამორეცხვით-პირნაღებ მასას.
ბოტულიზმის უცნობი ტიპის ტოქსინით (გამომწვევით) გამოწვეული დაავადების მკურნალობის მიზნით, იყენებენ მონოვალენტური შრატების ნარევს, ხოლო ცნობილი ტიპის ტოქსინით (გამომწვევით) დაავადების მკურნალობის დროს - შესაბმისი ტიპის მონოვალენტურ შრატს.
კლინიკური სიმპტომების გამოხატულების ხარისხის მიუხედავად ვენაში წვეთობრივად შეჰყავთ პრეპარატის ერთი სამკურნალო დოზა, რომელსაც ხსნიან 200 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.85% სტერილურ იზოტონურ ხსნარში, (37±1)0C ტემპერატურამდე შემთბარს თბილი წყლის აბაზანაზე. შეყვანის სისწრაფე შეადგენს 60-90 წვეთს წუთში.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არ ხერხდება წვეთოვანი ინფუზია, ნებადართულია სამკურნალო დოზის ნელი შეყვანა შპრიცით შრატის წინასწარი გახსნის გარეშე.
შესაძლებელი ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, ვენაში შრატის ინფუზიის წინ შეყავთ 60-90 მგ პრედნიზოლონი. შრატი შეყავთ ერთჯერადად.
პროფილაქტიკის მიზნით შრატი უკეთდებათ იმ პირებს, რომლებმაც დაავადებულებთან ერთად მიიღეს პროდუქტი, რომელმაც შემდგომში გამოიწვია ბოტულიზმი. ამ დროს შეჰყავთ სამკურნალო დოზის ნახევარი (ამპულის ნახევარი), დაავადების გამომწვევი ტოქსინის ტიპის მსგავსი იგივე ტიპის შრატები.
იმ შემთხვევაში, როდესაც ტოქსინის ტიპი დადგენილი არ არის, იყენებენ მონოვალენტური შრატების ყველა ტიპს ნახევარი სამკურნალო დოზით. პრეპარატი შეყავთ კუნთებში. გამოყენების წინ ამპულას პრეპარატით გულდასმით ათვალიერებენ, პრეპარატი გამოყენებისათვის უვარგისია ამპულის მთლიანობის დარღვევის დროს, მისი მარკირების გარეშე, პრეპარატის ფიზიკური თვისებების ცვლილებების დროს (ფერის შეცვლა დაუშლელი ფირფიტების არსებობა), ვადის გასვლის შემდეგ, არასწორად შენახვის პირობებში.
შეყვანის წინ შრატის შემცველ ამპულას ათბობენ წყალში 370C ტემპერატურამდე.
შრატის შემცველი ამპულის გახსნა, პრეპარატის შეყვანის პროცედურა და გახსნილი ამპულის შენახვა (არა უმეტეს 1 სთ) წარმოებს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის მკაცრი წესების დაცვით.
შრატის შეყვანა წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატის შეყვანის წინ, უცხო ცილის მიმართ მგრძნობელობის დასადგენად, როგორც წესი, ტარდება კანქვეშა სინჯი 1:100 განზავებული ცხენის შრატით, რომელიც იმყოფება პრეპარატთან ერთად კოლოფში.
ამპულები განზავებული 1:100 შრატით მარკირებულია წითელი ფერით, ხოლო ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატის შემცველი ამპულები - ლურჯი ფერით.
განზავებული შრატი შეჰყავთ 0.1 მლ-იანი დოზით კანში წინა მხრის მომხრელ ზედაპირზე.
სინჯი უარყოფითია, როდესაც შეყვანის ადგილზე 20 წთ-ის შემდეგ შეშუპების ან სიწითლის ზომა არა უმეტეს 1 სმ-ია.
სინჯი დადებითია, როდესაც შეშუპება ან სიწითლე შეადგენს 1 სმ-ს და მეტს.
კანის უარყოფით სინჯის შემთხვევაში, კანქვეშ შეყავთ 0.1 მლ განზავებული ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატები. ამ უკანასკნელებზე უარყოფითი რეაქციების დროს 3 წთ-ის შემდეგ ვენაში ან კუნთებში შეყავთ შრატის მთლიანი საწყისი დოზა.
განზავებული შრატით კანში დადებითი სინჯის დროს ან ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში კანქვეშა ინექციების დროს, ბოტულიზმის საწინააღმდეგო ცხენის შრატი შეყავთ მხოლოდ სამკურნალო მიზნით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და განსაკუთრებული სიფრთხილით: დასაწყისში 60 მგ პრედნიზოლონის და ანტიჰისტამინური პრეპარატების კუნთებში შეყვანის შემდეგ კანქვეშ შეყავთ კანში სინჯისათვის გათვალისწინებული განზავებული 1:100 ცხენის შრატი 20 წთ-იანი ინტერვალით 0.5 მლ, 2.0 მლ და 5.0 მლ დოზით. აღნიშნულ დოზებზე უარყოფითი რეაქციების შემთხვევაში კანქვეშ შეყავთ 0.1 მლ განუზავებელი ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატები. 30 წთ-ის შემდეგ რეაქციების არ არსებობის შემთხვევაში კუნთებში შეყავთ შრატის მთლიანი დოზა.
ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დოზის მიმართ დადებითი რეაქციის შემთხვევაში ვენაში შეჰყავთ 90-120 მგ პრედნიზოლონი და 5-10 წთ-ის შემდეგ კუნთებში შრატის მთლიანი სამკურნალო დოზა.
გვერდითი მოველენები:
პრეპარატის შეყვანის შედეგად განვითარებული რეაქციები:
ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატების შეყვანა ხანდახან მიმდინარეობს სხვადასხვა ალერგიული რეაქციების განვითარების თანხლებით:
- დაუყოვნებელი - ვითარდება პრეპარატის შეყვანიდან უეცრად ან რამოდენიმე სთ-ის განმავლობაში;
- დაყოვნებული - პრეპარატის შეყვანიდან მე-2 კვირის შემდეგ და უფრო გვიან;
- აღნიშნული რეაქციები ვლინდება შრატისმიერი დაავადების სიმპტომოკომპლექსით და იშვიათად, განსაკუთრებით კი მგრძნობიარე პაციენტებში ანაფილაქსიური შოკის განვითარებით.
უკუჩვენებები:
ბოტულიზმით დაავადებულ პაციენტებში ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატების შეყვანის წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს მხოლოდ ანაფილაქსიური შოკის განვითარება უცხო ცილის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
ანაფილაქსიური შოკის განვითარების საშიშროებასთან დაკავშირებით საჭიროა აცრილი პაციენტების სამედიცინო დაკვირვებით უზრუნველყოფა 30 წთ-ის განმავლობში აცრის დამთავრების შემდეგ.
აცრების ჩატარების ადგილები უზრუნველყოფილ უნდა იყოს შოკის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით.
შრატის შეყვანა რეგისტრირდება ავადმყოფის ისტორიაში დოზის აუცილებელი მითითებით შეყვანის მეთოდით და თარიღით, ავადმყოფის რეაქციით, სერიის ნომრით, ბოთლის საკონტროლო ნომრით პრეპარატის დამამზადებელი ინსტიტუტის დასახელებით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება (5±3)0C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 60% შესაბამისი ტენიანობით, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შრატი, რომელიც ექვემდებარება ერთჯერად გაყინვას და რომელიც არ იცვლის ფიზიკურ თვისებებს გამოყენებისათვის ვარგისია. ტრანსპორტირება წარმოებს ყველა დახურული ტიპის სატრანსპორტო საშალებით (5±3)0C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.