საერთაშორისო დასახელება:

 

levodropropizine

მწარმოებელი: ოსოზ ინტერ ლაბორატორის კო შპს, ტაილანდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

0.6% სიროფი 60 მლ ფლაკონი #1

0.6% სიროფი 120მლ ფლაკონი # 1

ბროვინის შემადგენლობა:

-აქტიური ნივთიერება არის ლევოდროპროპიზინი

-სხვა ინგრედიენტებია: სუკროზა, მეთილის პარაბენი, პროპილის პარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დატრიუმის ჰიდროქსიდი, ალუბლის არომატი, წყალი

ჩვენებები:

ბროვინის თითო მლ სიროფი შეიცავს 6 მგ ლევოდროპროპიზინს და გამოიყენება მოზრდილებში და 2 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში ხველების სიმპტომატური მკურნალობის დროს.

მიღების წესები და დოზები:

მიიღეთ ბროვინი ექიმის დანიშნულების მიხედვით. შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უფროსები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები:

10 მლ (60 მგ ლევოდროპროპიზინის ექვივალენტური), დღეში სამჯერ, სულ მცირე ექვს საათიანი ინტერვალით.

2 წელს ზემოთ ბავშვები:

ბავშვებისათვის დოზა არის 1 მგ/კგ, დღეში სამჯერ, დღიური საერთო დოზით 3 მგ/კგ.

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღებებს შორის, ვინაიდან საკვების ზეგავლენა ჯერ დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც სხვა მედიკამეტებს ბროვინსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლებელია ყველა პაციენტში არ გამოვლინდეს.

კუჭნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მუცელში დისკომფორტი, ფაღარათი.

ცენტრალური ნერვული სისტემა: გამოფიტვა, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკვილი, დაბუჟება, დაქვეითებული ცნობიერება;

გულსისხლძარღვთა სისტემა: აჩქარებული გულისცემა

კანის გართულებები: წინასწარი განწყობილების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაბენს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის ალერგიული რექციები.

უკუჩვენება:

არ მიიღოთ ბროვინი :

-თუ თუ ხართ ალერგიული ლევოდროპროპიზინის ან ბროვინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

-თუ აღგენიშნებათ ლორწოს გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფა(ბრონქორეა)

-თუ მუკოცილიარული ფუნქცია შეზღუდული გაქვთ(კარტაგენერის სინდრომი, ცილიარული დისკინეზია).

-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის მწვავე გაუარესება.

-ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ ბროვინი

-თუ გაწუხებთ თირკმლის სერიოზული უკმარისობა (კრეატინინის კლერანსი(35 მლ/წთ)

-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გართულება. შესაძლებელია ექიმმა დაბალი დოზა დაგინიშნოთ.

-2 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებში. დღეისათვის არ არის მონაცემები თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ლევოდროპროპიზინი გამოყენება 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

- ეს არის ხველების სიმპტომატური საშუალება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გამომწვევი დაავადების დიაგნოზის დადგენამდე და რეკომენდირებულია ხანმოკლე პერიოდით გამოყენება(მაქსიმუმ 14 დღე)

- ხანდაზმულებ პაციენტებში დოზა და დოზებს შორის ინტერვალი კორექციას არ საჭიროებენ. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულებში სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან არსებობს ჩვენებები, რომ ასაკთან ერთად ფარმაკოდინამიური მგრძნობელობა იცვლება.

ორსულობა და ლაქტაცია:

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლევოდროპროპიზინი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

მანქანის მართვასა და მძღოლებთან დაკავშირებული მითითებანი

ლევოდროპროპიზინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება, რაც სატრანსპორტო საშუალებების თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ბროვინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ბროვინი შეიცავს სუკროზას. თუ თქვენი ორგანიზმი ვერ იტანს შაქარს მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:

გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება:

თუ დაგავიწყდათ ბროვინის მიღება, როგორც კი გაგახსენდებათ მიიღეთ რეკომენდირებული დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ინფორმაცია თუ ღებულობთ ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში სხვა მედიკამენტები, განსაკუთრებით კი რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.

- განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როდესაც პაციენტი ღებულობს სედატიურ საშუალებებს.

- ლევოდროპროპიზინის მეტაბოლიზირება ხდება ძირითადად ღვიძლში. გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა მედიკამეტებიც, რომელთა მეტაბოლიზირებაც ასევე ხდება ღვიძლში.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება გრილ, მშრალ ადგილას, არა უმეტეს 30ºC ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.

 

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია