საერთაშორისო დასახელება:
comb.drug
მწარმოებელი: LEK, სლოვენია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ბრონქო-მუნალი
კაფსულები: ბლისტერზე 10 ც.
1 კაფს.
ბაქტერიების ლიოფილიზირებული ლიზატი
(Streptococcus pneumoniae; Haemophilus influenzae;
Klebsiella pneumoniae; Klebsiella ozaenae;
Staphylococcus aureus; Streptococcus viridans;
Streptococcus pyogenes; Moraxella catarrhalis ) ............ 7 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილგალატი, ნატრიუმის გლუტამატი (უწყლო), მანიტოლი მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.
ბრონქო-მუნალი P
კაფსულები: ბლისტერზე 1 ც.
1 კაფს.
ბაქტერიების ლიოფილიზირებული ლიზატი
(Streptococcus pneumoniae; Haemophilus influenzae;
Klebsiella pneumoniae; Klebsiella ozaenae;
Staphylococcus aureus; Streptococcus viridans;
Streptococcus pyogenes; Moraxella catarrhalis ) ............35 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილგალატი, ნატრიუმის გლუტამატი (უწყლო), მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ბაქტერიული წარმოშობის კომბინირებულ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. იგი ააქტიურებს, როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ იმუნიტეტს. ამცირებს ინფექციების სიმძიმეს და სიხშირეს, და ამით ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობას.
ჩვენებები:
პრეპარატის ორივე ფორმა იმუნომოდულატორის სახით გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატს იყენებენ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მარეციდივირებელი ინფექციების დროს (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).
მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება ბრონქო-მუნალის კაფსულები 7.I0 მგ.
ბავშვებში 6 თვიდან 12 წლის ასაკამდე ინიშნება ბრონქო-მუნალი P.
პრეპარატის მიღება წარმოებს დილას უზმოზე.
ერთჯერადი (სადღეღამისო) დოზა შეადგენს 1 კაფსულას.
იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, საჭიროა კაფსულის შიგთავსის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, რძე ან წვენი).
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატს იღებენ ერთთვიანი კურსით მათ შორის 20 დღიანი ინტერვალით.
დაავადების მწვავე პერიოდში რეკომენდებულია 1 კაფსულა ბრონქო-მუნალის მიღება არა უმცირეს 10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის კომბინაცია ანტიბიოტიკებთან. მომდევნო 2 თვის განმავლობაში პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია 1 კაფსულის მიღება 10 დღის განმავლობაში, 20 დღიანი ინტერვალის დაცვით.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატით გამოწვეული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, დიარეა, ღებინება). სხეულის ტემპერატურის მომატება. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული სიმპტომები სუსტად არის გამოხატული პრეპარატის მიღების შეწყვეტა საჭირო არ არის. ზოგჯერ შესაძლებელია კანზე ალერგიული რეაქციების განვითარება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში ან იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.
უკუჩვენებები:
პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ამიტომ მისი მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. ცნობილი არ არის აგრეთვე გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ამ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
ნებისმიერი პერორალური ვაქცინების და ბრონქომუნალის მიღებებს შორის რეკომენდებულია 4 კვირიანი ინტერვალის გაკეთება.
პრეპარატის მიღება ეკრძალებათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით ბავშვებს ეკრძალებათ მოზრდილთა კაფსულების მიღება.
პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითების გამო, მისი დანიშვნა ნაწლავების მწვავე დაავადებების დროს რეკომენდული არ არის.
საჭიროა პრეპარატის შენახვა ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არ აუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.