ფარმაკოლოგიური თვისებები

  • პრეპარატი წარმოადგენს საინჰალაციო, ინტრანაზალურად ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდს. იგი ხასიათდება ანთების, ქავილის, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატური ეფექტით. მისი ინჰალაციური გზით გამოყენების შემთხვევაში გამოხატული კლინიკური ეფექტი ვლინდება ჩვეულებრივ 5-7 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ.

ჩვენებები

  • პრეპარატი გამოიყენება ბრონქული ასთმის, ვაზომოტორული რინიტის, სეზონური და ალერგიული რინიტის სამკურნალოდ;
  • პოლიპექტომიის შემდეგ ცხვირის პოლიპების ზრდის პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე,
  • ატოპიური დერმატიტის, ფსორიაზის, ეგზემის დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი საინჰალაციო სახით მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში გამოიყენება დოზით 400-1600 მკგ დღეში 2-4 მიღებაზე. შემდგომში 200-400 მკგ 2-ჯერ დღეში. გამწვავების პერიოდში - 1600 მკგ დღეში.

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 50-200 მკგ 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა შეადგენს 400 მკგ დღეში.

ინჰალატორით შეისუნთქავენ 200-800 მკგ 2-4 მიღებაზე დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მკგ-ს.

ინტრანაზალური აეროზოლი გამოიყენება 2 შესხურებაზე (100 მკგ), ცხვირის თითოეულ ნესტოში დილას და საღამოს. კლინიკური ეფექტის მიღწევის შემთხვევაში დოზა შეიძლება შევამციროთ.

მალამო და კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი თერაპიის დროს - ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები

♦ ხახის, პირის, ღრუს, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს ვითარდება ბრონქოსპაზმი.

♦ მალამოსა და კრემის გამოყენება 4 კვირაზე მეტ ხანს დაუშვებელია.

♦  არ არის რეკომენდებული ოკლუზიური ნახვევის (განსაკუთრებით კრემით გაჟღენთილის) დიდი ხნით გამოყენება, ვინაიდან მისი აბსორბცია კანიდან, მალამოსთან შედარებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

♦ მალამოსა და კრემის თვალში მოხვედრა დაუშვებელია.

♦ ბავშვებში მალამო და კრემი  განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება, ხოლო ინტრანაზალური აეროზოლის ხმარება მათში არ არის რეკომენდებული.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია