მწარმოებელი: BITTNER
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰომეოპათური საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია პრეპარატში შემავალი კომპონენტებით.
ჩვენებები:
კომპლექსური მკურნალობა:
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ნაღველგამომტანი გზების დისკინეზია (ჰიპერ– და ჰიპომოტორული ტიპით).
დამხმარე მკურნალობა:
ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლისმიერი დისპეფსია, დუოდენო–გასტრალგიური რეფლუქსი, გასტროკარდიალური სინდრომი, დერმატოზი, დერმატიტი.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
შიგნით, 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 30წთ–ით ადრე ან ჭამიდან 1 სთ–ის შემდეგ.
მოზრდილები და მოზარდები – 10–20 წვეთი სუფთა სახით ან გახსნილი 1 სუფრის კოვზ სუფთა წყალში.
– 12 წლამდე ასაკი ბავშვებში: 5–7 წვეთი 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი; მწვავე შემთხვევაში მიღება შესაძლებელია ყოველ 0.5–1 სთ–ში მოზარდებში და მოზრდილებში – 8–10 წვეთი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 3–5 წვეთი, მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, შემდეგ მიღება გრძელდება 3–ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციისასა მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.