ფორმა, შეფუთვა შემადგენლობა - კაფსულები, შეფუთვაში არის 28ც კაფსულა.
1 კაფს. შეიცავს 305 მგ რკინის ფუმარატს და 350 მგ ფოლის მჟავას
დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა.
კაფსულა დამზადებულია ჟელატინისგან და შეიცავს ყვითელ ქინოლონს (E104), ინდიგოტინს (E132), ტიტანის დიოქსიდს (E171) და ერითროზინს (E127), როგორც ფერის მიმცემ საშუალებებს.
მწარმოებელი - THORNTON & ROSSLTD დიდი ბრიტანეთი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინის შემცველი ანტიანემიური კომბინირებული პრეპარატი.
ჩვენება - გალფერის FA კაფსულები გამოიყენება რკინის და ფოლის მჟავას დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ფეხმძიმობის მე-13 კვირიდან და მშობიარობიდან პირველი თვის განმავლობაში. ფეხმძიმობის პირველი 13 კვირის განმავლობაში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: კინის დეფიციტის პროფილაქტიკის და სამკურნალო მიზნით და ფოლის მჟავას დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკის მიზნით ორსულებში დღიური დოზა - 1 კაფსულა დღეში ფეხმძიმობის მე-13 კვირიდან და მშობიარობიდან პირველი თვის განმავლობაში. ამ დოზის შეცვლა ხდება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით. აუცილებელია დოზირების რეკომენდებული რეჟიმის ზუსტი დაცვა.
რკინის პრეპარატები მიიღება საკვების მიღებამდე. თუ პრეპარატმა გამოიწვია დისკომფორტის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასურველია მისი საკვებთან ერთად ან საკვების შემდეგ მიღება. ზოგიერთი საკვები ამცირებს ორგანიზმში რკინის შეწოვას. ამიტომ ექიმი გირჩევთ, რომელ საკვებთან ერთად არ არის სასურველი პრეპარატის მიღება.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში: გულისრევა, ღებინება, კუჭის მხრივ დისკომფორტი, ალერგიული რეაქციები, დიარეა ან ყაბზობა. ეს გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ თუ გამოვლინდა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. როგორც ყველა რკინის პრეპარატი გალფერის FA კაფსულებით მკურნალობის დროს განავალი იცვლის შეფერილობას, რაც არ საჭიროებს მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევას.
უკუჩვენება:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ალერგიული რეაქცია: გამონაყარი, ქავილი);
- 12 წლამდე ასაკი;
- B12 ვიტამინის დეფიციტი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: გალფერ FA -ს მიღება არ არის რეკომენდებული ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებენ მის შეწოვას: ტეტრაციკლინის (ოქსიტეტრაციკლინი, დიოქსიციკლინი ან მინოციკლინი) ჯგუფის ანტიბიოტიკები. მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ საჭმლის მონელებას.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანია 3 წელი.