ფორმა, შეფუთვა, შემადგენლობა - კაფსულები, შეფუთვაში მოთავსებულია 28ც. 1კაფს. შეიცავს 305 მგ რკინის ფუმარატს.
დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა.
კაფსულა დამზადებულია ჟელატინისგან და შეიცავს ყვითელ ქინოლონს (E104), ინდიგოტინს (E132), ტიტანის დიოქსიდს (E171) და ერითროზინს (E127), როგორც ფერის მიმცემ საშუალებებს.
მწარმოებელი - THORNTON & ROSSLTD დიდი ბრიტანეთი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი აღადგენს ორგანიზში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა - გალფერი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, რადგან, პრეპარატში შემავალი ორვალენტიანი რკინა ადვილად აბსორბირდება, ხოლო ფუმარის მჟავა აძლიერებს მის შეწოვას. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 4 სთ-ში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 სთ.
ჩვენება - რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: რკინის დეფიციტის პრევენციისთვის მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, რკინის დეფიციტის სამკურნალოდ - თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში. შესაძლოა ექიმის მიერ ინდივიდუალური დოზის შერჩევა.
რკინის პრეპარატები მიიღება საკვების მიღებამდე. თუ პრეპარატმა გამოიწვია დისკომფორტის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასურველია მისი მიღება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.
გალფერის კაფსულების მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცველობაზე. რკინის დეფიციტის აღდგენის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში: გულისრევა, ღებინება, კუჭის მხრივ დისკომფორტი, ალერგიული რეაქციები, დიარეა ან ყაბზობა. ეს გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ თუ გამოვლინდა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. როგორც ყველა რკინის პრეპარატი, გალფერის კაფსულებით მკურნალობის დროს განავალი იღებს მუქ შეფერილობას, რაც არ საჭიროებს მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევას.
უკუჩვენება:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ალერგიული რეაქცია: გამონაყარი, ქავილი);
- რკინის ჭარბ აბსორბციასთან ან სისხლში რკინის ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- განმეორებით ჩატარებული სისხლის გადასხმა;
- კუჭის წყლული; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
- ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან;
- 12 წლამდე ასაკი;
პრეპარატის მიღება საჭიროა ექიმის კონსულტაციით: B12 ან ფოლის მჟავას დეფიციტის დროს 3 თვის ორსულებში.
განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდან ამ პრეპარატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ პერიოდში, შესაძლებელია გაცდენილი დოზის გახსენებისთანავე მიღება, ხოლო მომდევნო დღეს მისი მიღება ჩვეულებრივვი რეჟიმით.
აუცილებელია რეკომენდებული დოზის დაცვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული გალფერის მიღება ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებენ მის შეწოვას: ტეტრაციკლინის (ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი ან მინოციკლინი), ნეომიცინის ან ქლორამფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკები;
პენეცილამინი; ანტაციდები; ქოლესტირამინი.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანია 3 წელი.