გამალეფსინის ერთი აბი შეიცავს 200მგ. კარბამაზეპინს.
და დამხმარე ნივთიერებების სახით:
ლაქტოზას 15მგ, სახამებელს 59.3მგ, პოლივინილპიროლიდონს 19.2მგ და მაგნიუმის სტეარატს 1.5მგ.
გამალეფსინი წარმოადგენს კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებას და არის პირველი რიგის შერჩევის პრეპარატი ბავშვთა კეთილთვისებიანი როლანდის ეპილეფსიის დროს. ანტიკონვულსიური მოქმედების გარდა ავლენს დადებით თერაპიულ ეფექტს ფსიქიური აშლილობის დროს (მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები). ახდენს Nა-ის არხების ბლოკირებას, ამუხრუჭებს ნეირომედიატორების სინთეზს, აქვეითებს კატექოლამინების მეტაბოლიზმს და გლუტამატის გამოყოფას. თრგუნავს სინაფსურ გადაცემას. ყველა სხვა ანტიეპილეპტურ საშუალებასთან შედარებით კარბამაზეპინი ყველაზე ნაკლებად არღვევს კოგნიტიურ ფუნქციას.
ეპილეფსია (პირველადი და მეორადი გენერალიზებული გულყრები ტონურ-კლონური კომპონენტებით; პარციალური კრუნჩხვები; ეპილეფსიის შერეული ფორმები);
- ნეირონული გენეზის ტკივილის სინდრომი; სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს,
- ესენციური გლოსო-ფარინგეალური ნევრალგია;
- დიაბეტური ნეიროპათია
- კრუნჩხვების პროფილაქტიკა, ჰიპერაგზნებადობა და ძილის დარღვევა ალკოჰოლური აბსტინენციის დროს;
- აფექტური და შიზო-აფექტური ფსიქოზების დროს (როგორც პროფილაქტიკური საშუალება);
- უშაქრო დიაბეტი (კომბინირებული თერაპიის სახით).
ეპილეფსია: მოზრდილებს კარბამაზეპინი ენიშნებათ 100-200 მგ. 1-2-ჯერ დღეში (საწყისი დოზა), ამ დოზას თანდათანობით ზრდიან 800-1200 მგ-მდე (იშვიათად 1600 მგ-მდე დღეში). ბავშვებს კარბამაზეპინი ენიშნებათ 100-200 მგ. 1-2 ჯერ დღეში (საწყისი დოზა), ამ დოზას თანდათანობით ზრდიან 400-800 მგ-მდე დღეში. კარბამაზეპინის დღიური დოზა მოზარდებისთვის შეადგენს 600-1000 მგ-ს დღეში.
სამწვერა ნერვის ნევრალგია: 200-400 მგ კარბამაზეპინი დღეში (საწყისი დოზა), რომელიც ტკივილების ინტენსივობის შესაბამისად იზრდება 600-800 მგ-მდე დღეში. ხანდაზმულებისათვის ნაჩვენებია უფრო მცირე დოზები.
მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები: 400-600 მგ კარბამაზეპინი დღეში, როგორც სამკურნალო ასევე პროფილაქტიკური მიზნით.
კარბამაზეპინით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები გვხვდება იშვიათად, აღინიშნება მკურნალობის საწყის ეტაპზე და რამოდენიმე დღის შემდეგ ქრება. ძირითადად ვლინდება მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ატაქსია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად - ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰეპატიტი, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, დერმატიტი, შეშუპებები, ლიმფადენოპათია, ინტერსტიციული ნეფრიტი, გალაქტორეა, არტერიული ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, გინეკომასტია..
მომატებული მგრძნობელობა კარბამაზეპინის ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, პროტრიპტილინი, ნორტრიპტილინი და სხვა) მიმართ; ღვიძლის, თირკმელებისა და გულის ფუნქციის დარღვევა, ნატრიუმის ცვლის მოშლა, გლაუკომა, პროსტატიტი. ძვლის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დაავადებები; გულის გამტარებლობის დარღვევა, მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს არა ნაკლებ 14 დღით ადრე, კარბამაზეპინით მკურნალობის დაწყებამდე).
კარბამაზეპინს არ იყენებენ ჩვეულებრივი ტკივილის მოსახსნელად. მას აგრეთვე არ იყენებენ ატიპიური და მცირე ეპილეფსიური გულყრების და მიოკლონუსის დროს. კარბამაზეპინს არ იყენებენ პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალგიის რემისიის პერიოდში. განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატს იღებენ ორსულობისა და ლაქტაციის დროს. კარბამაზეპინით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: რამოდენიმე ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის კომბინირებული გამოყენება ამცირებს თითოეული მათგანის მოქმედების ეფექტს (მაგ. ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი). ფენიტოინის, ვარფარინის, დოქსიციკლინის და თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად მცირდება კარბამაზეპინთან მათი ერთდროული დანიშვნით. კარბამაზეპინის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, იზონიაზიდთან, დექსტროპროპოქსიფენთან მისი კომბინაციის დროს. არ შეიძლება კარბამაზეპინის კომბინირება ნიტროფურანებთან (მაგ. ფურაზოლიდონთან).
გამოშვებიდან 3 წელი. პრეპარატის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება აკრძალულია. არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.