გელენკ კომპლექსი N60+20

Wolz-ის გელენკ კომპლექსი წარმოადგენს მაღალი ხარისხის საფუძვლებზე დამზადებულ ეფექტურ, პრეპარატს, რომელიც ზემოქმედებს სახსრებში პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის, ანთების პროცესზე და გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა ხუთი აუცილებელი ნატურალური კომპონენტის მიწოდების გზით.

შემადგენლობა

რეკომენდირებული დღეღამური დოზირებით ადამიანი იღებს:

500 მგ. ქონდროიტინი

1000 მგ. გლუკოზმინი

300 მგ. ომეგა-3

40 მგ. ვიტამინ C

22 მგ. ვიტამინ E

ქონდროიტინი ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავისა და პრეგლიკანების სინთეზსს, მონაწილეობს კოლაგენური ბოჭკოების შენებაში, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზებაში. გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე მონაწილეობას იღებს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენაში და შენებაში, იცავს მას დაშლისგან, აუმჯობესებს სახსრის კვებას და მოძრაობას.

გლუკოზამინი ააქტიურებს პროტეოგლიკანებს , ჰიალურონის, ქონდროიტინგოგირდმჟავას, გლუკოზამინოგლიკანებს და ასევე იმ ნივთიერებების სინთეზის პროცესს,რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხის და ხრტილოვანი ქსოვილისთვის. ის ავლენენ ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტს, ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების პროცესის სრულყოფილებას.

ქონდროიტინი და გლუკოზამინი ხელს უწყობს ტკივილის სინდრომის შემცირებას,სახსრის ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მათი კომბინაცია ეფექტს ქმნის უფრო გამოხატულად და პროლონგირებულად.

ვიტამინ C- მას გადამწყვეტი როლი აქვს კოლაგენის წარმოქმნის პროცესში, ეს უკანასკნელი კი მთავარი ცილოვანი კომპონენტია ხრტილისა და ძვლების. ორგანიზმს ვიტამინ C სჭირდება ხრტილების გლუვი ზედაპირის აღდგენისათვის, ასვე მყესების გასამაგრებლად.

ვიტამინ E მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს, აუმჯობესებს მათ კვებას, უზრუნველყოფს სისხლის გამდიდრებას ჟანგბადით და ამაგრებს სისხლძარღვების კედელს.

ომეგა-3 წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს რომლის საფუძველძეც ორგანიზმში იწარმოება ენდოგენური ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები. 

ჩვენებები

პრეპარატი რეკომენდებულია- როცა აღინიშნება სახსრის ხრტილის განლევა-გათხელება გამოწვწული ასაკით, ჭარბი წონით, ფიზიკური დატვირთვით, ოსტეოპოროზით, ანთებითი პროცესებით, ძვალ სახსართა სისტემის სხვადასხვა გენეზის დაზიანებით, ტრავმის, მოტეხილობის და სხვა მიზეზით გამოწვეული სახსრების პათოლოგიისას.

დოზირებამიღების წესები 

კოლოფში მოთავსებულია ორგვარი, განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე კაფსულები, რომელთა ფერიც განსხვავებულია. სრულყოფილი შედეგის მისაღებად ყოველდღიურად უნდა მივიღოთ ერთობლივი კომპლექსის 3 და  ომეგა3 –ის 1 კაფსულა საკმარისი რაოდენობის წყალთან ერეთად ჭამის შემდეგ.

სასურველი ეფექტისთვის რეკომენდებულია პრეპარატი მიღებული იქნეს 2-3 თვიანი კურსით.

მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება.

გვერდითი მოქმედება

ზოგადად პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმც ერთეულ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიუანება. ალერგიული რეაქცია მოსალოდნელია თუ აღინიშნება რომელიმე კომპონენტის მიომართ შეუთავსებლობა.

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციური დარღვევების  დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების არ არსებობის გამო არ არის სასურველი რომ დაინიშნოს.

ასევე არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დასაშვებია გამოყენებულ იქნეს არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან და გლუკოკორტიკოიდებთან ერთად კომპლექსურ მკურნალობის დროს.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

კაფსულები (60 კაფს.კომპლექსი +20 კაფს. ომეგა 3)

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე. წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

დამზადებულია გერმანიაში: Wolz Zell GmbH

პარტნიორი საქართველოში: prime lime

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია