მწარმოებელი:

DANSK DROGE A/S NYKOMED AUSTRIA GmbH, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი მიკრო- და მაკროელემენტებით და ჟენშენის ფესვის ექსტრაქტით. ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

ჟენშენის სტანდარტიზებული ექსტრაქტი GGE®; მწვანე ჩაის ექსტრაქტი; 10 ვიტამინი; 7 მინერალი და მიკროელემენტი.

1 ტაბ*)

მაგნიუმი ....................................... 250 მგ 65
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი
(Panax Ginseng C. A. Meyer) ........
85 მგ
ვიტამინი C ................................... 60 მგ 85

მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი

(Camellia sinensis L) ....................

37.2 მგ
ნიკოტინამიდი ................................ 19 მგ 95
თუთია ......................................... 15მგ.125
რკინა .......................................... 10 მგ 65-100
ვიტამინი E ................................... 10 მგ 65
პანტოთენის მჟავა ............................ 6 მგ 120
მანგანუმი ..................................... 3.8 მგ 190
სპილენძი ..................................... 2.5 მგ 250
ვიტამინი B6 ................................. 2.2 მგ 110
ვიტამინი B2 ................................. 1.7 მგ 85
ვიტამინი B1 ................................. 1.5 მგ 90
ვიტამინი A .................................. 800 მკგ 80
ფოლიუმის მჟავა ............................ 200 მკგ 50
მოლიბდენი ................................. 45 მკგ 100
ქრომი ....................................... 40 მკგ 80
ვიტამინი B12 ............................... 2 მკგ 65

*) მოხმარების რეკომენდებული ნორმის %.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა E460, სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმ-კარბოქსიმეთილცელულოზა განივი ჩანაკერებით E 468, გლიცერინი E 422, მაგნიუმის სტეარატი E 470b, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E 464, რკინის ოქსიდი E 172, შელაკი E 904, ტალკი E 553b.

ერთი ტაბლეტის მასა 1170 მგ.

ჩვენებები:

როგორც საკვების - პანაქსოზიდების, კატექინების, ვიტამინების მაკრო- და მიკროელემენტების წყაროს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დღის პირველ ნახევარში.

გვერდითი მოვლენები:

ფილტვისმიერი სისხლდენა; ალერგიული რეაქციები; რეტინოპათია (სისხლში ჟანგბადის პარციალური დაჭიმულობის სწრაფი მატების დროს).

უკუჩვენებები:

  • პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა;
  • ორსულობა, ლაქტაცია;
  • ჰიპერტონიული დაავადება;
  • უძილობა;
  • მომატებული ნერვული აგზნებულობა.

გამოყენების დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ გამოიყენება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია