მწარმოებელი: DANSK DROGE A/S for nykomed austria Gmbh,
მოქმედი ნივთიერება: ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ზოგადმატონიზირებელი მოქმედების მქონე ფიტოპრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც.
1 ტაბ.
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი .......... 200 მგ
მათ შორის გინზენოზიდები ......... 8 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი, მაკროგოლი 400.
ელექსირი: 100 მლ და 25 მლ პლასტიკური ფლაკონები საზომი ჭიქით, მოთავსებული მუყაოს ყუთში.
15 მლ
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი ....... 2 მგ
მათ შორის გინზენოზიდები ...... 8 მგ
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, 96% ეთანოლი, თხევადი ძირტკბილას ექსტრაქტი, ფორთოხლის კონცენტრატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ცნს-ზე მასტიმულირებელი ზემოქმედების შედეგად ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი იწარმოება Radix Ginseng C. A. Meyer-იდან ძირითადი კომპონენტების მიღების სპეციალური ტექნოლოგის შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკა:
გერიმაქსის მოქმედება მისი შემადგენელი კომპონენტების მოქმედებათა ერთობლიობაა, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარება ამ პრეპარტზე შეუძლებელია.
ჩვენებები:
რეკომენდებულია სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალების სახით:
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის გაზრდა (მათ შორის გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, ფიზიკური გადაღლისას);
- სპორსტმენებში ფიზიკური ამტანობის გაზრდა;
- კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნევრასთენიური სინდრომისა (მათ შორის სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებისას) და ჰიპოტონური ტიპის ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს;
- ასთენიური მდგომარეობები გამოჯანმრთელობის პერიოდში მძიმე დაავადებებისა და ქირურგიული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციის დაჩქარების მიზნით;
- ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის გაზრდა.
მიღების წესები და დოზირება:
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 1 ტაბ. ან ელექსირის 15 მლ დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - დიარეა, გულისრევა, ღებინება.
ცნს-ის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - თავის ტკივილი, უძილობა, აგზნება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.
სხვა: იშვიათად - ალერგიული რეაქციები კანზე.
უკუჩვენებები:
- არტერიული ჰიპერტენზია;
- მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი;
- კრუნჩხვითი მდგომარეობანი;
- ასაკი 12 წლამდე;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
გერიმაქსი ჟენშენის გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში. სასწრაფოდ უნდა ეცნობოს ექიმს პრეპარატის მიღებისას წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების შესახებ.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გერიმაქსი ჟენშენი აძლიერებს ცნს-ის მასტიმულირებელი და ანალეპტიური მოქმედების (კოფეინი, ქაფური და სხვა) მქონე სამკურნალო საშუალებების ეფექტს.
გერიმაქსი ჟენშენის ერთდროული გამოყენება ცნს-ის დამთრგუნავ საშუალებებთან ერთად (მათ შორის ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები) ასუსტებს ამ უკანასკნელთა მოქმედებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.