მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ეუბიოტიკი, ვაგინალური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კაფსულები: შეფუთვაში 5 ც.

1 კაფს.

შეიცავს 4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს:

Lactobacillus acidophilus         18,0 მგ

Lactobacillus bifidus               10,0 მგ

იოგურტის კულტურა (Streptococcus thermophilus და Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus  ) - 40, მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

ვისებები:

პრეპარატი ახდენს ვაგინალური მიკროფლორის რეგულაციას. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, რომელიც განაპირობებს ვაგინალური pH-ის შემცირებას. მისი წყალობით რძემჟავა ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს არსულებს საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში, ხელს უშლიან პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესები და დოზირება:

გამოიყენება 1 კაფსულა დღეში ძილის წინ პრეპარატი შეყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. გინილაკის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა - 10 დღე.

პროფილაქტიკის მიზნით გინილაკი ინიშნება ციკლის მეორე ნახევრიდან 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

საშოს ლორწოვანი გარსის გავრცელებული, მწვავე ანთებითი (ჩირქოვანი) და ეროზიული დაზიანება.

ორსულობა და ლაქტაცია:

შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გინილაკი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-100C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია