საერთაშორისო დასახელება:

GINKGO BILOBA; TROXERUTIN

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი; ვენომატონიზებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 40 გ

1 გ 1 ტუბი

გინკო ბილობას ექსტრაქტი  ..............   4 მგ 56 მგ

ტროქსერუტინი ................................ 30 მგ 1.2 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. ამცირებს კაპილარების განვლადობას, უზრუნველყოფს სისხლძარღვოვანი ტონუსის ოპტიმიზაციას, მეტაბოლიზმის პროდუქტების განდევნას, არეგულირებს კაპილარულ მოცულობას. ხელს უწყობს გლუკოზის მოხმარების გაზრდას, ლაქტატის გამოყოფას და აერობული გლიკოლიზის პროცესის აღდგენას ქსოვილებში; ლიკვიდაციას უკეთებს ქსოვილოვან შეშუპებას, პლაზმის პროტეინების ტრანსუდაციას და ფოსფოლიპაზა A2–ის ინჰიბირებით ლეიკოციტების, ლიპოოქსიგენაზის ინფილტრაციას, ახდენს თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორის ბლოკირებას.

ახასიათებს ანტიოქსიდანტური აქტივობა, იცავს ლიზოსომალურ მემბრანას. ჰიპოქსიის პირობებში უზრუნველყოფს ვენის კედლების ენდოთელიარული უჯრედების გამძლეობის მატებას;

თრგუნავს მიკრო ბოჭკოების კოლაგენის გახლეჩვას და აღადგენს გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ზრდის ერთროციტების მემბრანის გამძლეობას და აქვეითებს მათ აგრეგაციას. თრომბოციტების ჰიპერაგრეგაციისას ვენოზური თრომბების წარმოქმნის რისკს ამცირებს.

ჩვენებები:

  • სისხლჩაქცევები, ჰემატომა;
  • ინექციის ადგილის მტკივნეულობა;
  • ვარიკოზულად გაფართოებული ვენები;
  • ზედაპირული ფლებიტი;
  • ქვედა კიდურების კლინიკურად გამოვლენილი ვენური უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი მოხმარების.

კანზე დაიტანება ყოველდღე 2–3–ჯერ დღეში, მსუბუქად შეიზილება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

გელი არ გამოიყენება ლორწოვან გარსზე, კანის საფარველის მთლიანობის დაზიანებისას.

გელის გამოყენების შემდეგ დამუშავებული ადგილი მზეს მოარიდეთ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია