მწარმოებელი: BIOFARM,პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინისა და პერიფერიული სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 60 ც.
1 ტაბ.
გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი ....... 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, პოლიბივილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი, ჰოდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტის გარკვეული თვისებები დადგენილია ექსპერიმენტალურად და კლინიკური კვლევების საშუალებით. გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტი ახდენს ანტიჰიპოქსიურ მოქმედებას უჯრედებზე, განსაკუთრებით ნერვულ უჯრედზე (ბილობალიდ A), იცავს თავის ტვინს და ბადურას შეშუპებისგან. აგრეთვე ზრდის სისხლჩაქცევის რეზორბციას, თრგუნავს ასაკიდან გამომდინარე ქოლინერგულ და α2-ადრენორეცეპტორების რედუქციას; აუმჯობესებს სწავლის და დამახსოვრების უნარს.
გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი, PAF -ის დათრგუნვის გზით და უჯრედული მემბრანის ერითროციტების ელასტიურობის გაზრდით, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებას. ხსნის სისხლძარღვების სპაზმს და იწვევს მათ გაფართოებას. ამ თვისებების ერთ-ერთ ეფექტს წარმოადგენს სისხლის შედედების შემცირება და უჯრედის მიკროცირკულირების გაზრდა.
ეს თვისებები დადებითად მოქმედებენ გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზეც. გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტის კომპონენტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და გააჩნია ნეიროპროტექტორული ზემოქმედება.
მოქმედ ნივთიერებებს, რომლებსაც შეიცავს გინკგო ბილობას ფოთლებისგან დამზადებული ექსტრაქტი, გააჩნიათ დამცავი მოქმედება სხვადასხვა სახის ნეიროპათიების დროს, ახდენენ მამოძრავებელი ნერვების აქსონების რეგენერაციის სტიმულირებას (ბილობალიდ A), აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია გინკგო ბილობას შემცველი პრეპარატების მიღება ალცჰეიმერის დაავადების და გლაუკომის დროს.
ფარმაკოკინეტიკა:
გინკგოფლავონოგლიკოზიდების შეთვისება ადამიანის ორგანიზმში ხდება წვრილი ნაწლავის გზით, პრეპარატის შინაგანი, მაქსიმალური კონცენტრაციის, 50-300 მგ რაოდენობით მიღებისას, 2-3 სთ-ის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 საათს. ელიმინაცია 24 სთ-ის შემდეგ საბოლოოდ სრულდება. ტერპენოიდების ბიოშეღწევადობა ადამიანებში შეადგენს: A გინკოლიდისთვის - 100%-ს, B გინკოლიდისთვის 79-935-ს, ხოლო ბილობალიდისთვის 70%-ზე მეტს.
ჩვენებები:
გინკოფარი გამოიყენება ტვინის და პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და მასთან დაკავშირებული შემდეგი სიმპტომების დროს:
- აზროვნების კონცენტრაციის, მეხსიერების დარღვევა და დაქვეითება;
- თავბრუსხვევა და თავის ტკივილები;
- ყურებში შუილი;
- ქვედა კიდურებში სისხლმიმოქცევის დარღვევა (სიცივის შეგრძნება და ტკივილი სიარულის დროს);
- სმენის და მხედველობის დაქვეითება.
მიღების წესები და დოზირება:
გინკოფარი მიიღება შინაგანად თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ სითხის მიყოლებით.
თერაპია გრძელდება 10-12 კვირის განმავლობაში. გაუმჯობესების სიმპტომები, როგორც წესი, აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე კვირის ბოლოს.
ძირითადი მკურნალობის დასრულების შემდეგ ინიშნება: თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. გინკოფარი კარგი ამტანობით ხასიათდება და შესაძლებელია მისი გამოყენება ხანგრძლივად.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია წარმოიშვას დისპეფსიური მოვლენები. განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და კანის ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის ცნობილი გინკგობილობის ექსტრაქტის უარყოფით ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილებში. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება გინკოფარის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
გინკოფარი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მოძრავი მექანიზმებით მომსახურებაზე.
ჭარბი დოზირება:
ერთჯერადმა ან მრავალჯერადმა გადაჭარბებულმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილი და აზროვნების დაქვეითება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი არ გამოიყენება ერთდროულად ასპირინის ხანგრძლივი თერაპიის დროს; აგრეთვე ვარფარინთან და თიაზიდურ დიურეზულებთან ერთად.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.