საერთაშორისო დასახელება:
ISOCONAZOLE
მწარმოებელი: Schering S. p A, იტალია
მოქმედი ნივთიერება: იზოკონაზოლის ნიტრატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკოზური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური სუპოზიტორიები: შეფუთვაში 1 ოვულა (2 ც. სათითურით).
1 სუპ.
იზოკონაზოლის ნიტრატი .............. 600 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკოზურ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში. ხასიათდება ფუნგისტატიკური მოქმედებით დერმატოფიტებზე. საფუარის მსგავს და ობის სოკოებზე. აქტიურია აგრეთვე ერითრაზმის და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
ჩვენებები:
ყველა სახის დერმატომიკოზები, მათ შორის ხელმეორედ ინფიცირებული: კანდიდოზი, ერითრაზმა, ვაგინალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოებით და/ან გრამდადებითი მიკროორგანიზმებით.
დოზირების რეჟიმი:
ოვულის შეყვანა ხდება ღრმად საშოში, სასურველია მწოლიარე მდგომარეობაში ღამით, ძილის წინ ერთხელ დღეში, ერთჯერადად. ამისათვის საჭიროა სპეციალური სათითურის გამოყენება, რომელიც თან ახლავს პრეპარატს.
პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებისას, არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება 10 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად - გაღიზიანება წვის და ქავილის შეგრძნება საშოში პირველი 12-24 სთ-ის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა იზოკონაზოლის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
იზოკონაზოლის შემცველი პრეპარატების ორსულობის დროს გამოყენების გამოცდილებამ არ გამოავლინა მისი მავნე გავლენა ნაყოფზე. ძალიან მცირე აბსორბციისა (5%-ზე ნაკლები) და თერაპიის ხანმოკლე კურსის გამო, შეიძლება გამოირიცხოს ბავშვზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების ალბათობა ლაქტაციის დროს.
პედიატრიაში გამოყენება: პრეპარატი არ ენიშნებათ ქალწულებს.
განსაკუთრებული მითითებები:
მენსტრუაციის დროს პრეპარატის გამოყენება რა არის რეკომენდებული. ვულვო-ვაგინალური მიკოზების დროს რეკომენდებულია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც.
ჭარბი დოზირება:
დღეისათვის ცნობები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.