საერთაშორისო დასახელება:
CHOLINE ALPHOSCERATE
მწარმოებელი: იტალფარმაკო, იტალია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები; ნოოტროპული პრეპარატები
შემადგანლობა და გამოშვების ფორმა:
400მგ კაფსულა N14
1000მგ/4მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა N3
საინექციო ხსნარის ერთი ამპულა (4 მლ) შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ქოლინის ალფოსცერატი – 1000 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: საინქეციო წყალი ქ.ს. 4 მლ-მდე.
ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ქოლინის ალფოსცერატი – 400 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: გაწმენდილი წყალი – 140 მგ, გლიცერინი – 50 მგ
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი 152 მგ, ეზიტოლი – 41 მგ, სორბიტანი – 33 მგ, ნატრიუმის ეთილ-p-ჰიდროქსიბენზოატის – 0,8 მგ, ატრიუმის პროპილ- p -ჰიდროქსიბენზოატის – 0,4 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) – 2,4 მგ, რკინის (III) მეტაჰიდროქსიდი (E172) – 1,1 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლიატილინი წარმოადგენს ახალ ორიგინალურ ნაერთს, რომელიც მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტიკების ჯგუფს და ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციონალური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.
მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება შემდეგს: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქოლინალფოსცერატი იშლება ფერმენტების მოქმედების გამო ქოლინად და გლიცეროფოსფატად: ქოლინი მონაწილეობს ნერვული აღგზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორის - აცეტილქოლინის (AX) ბიოსინთეზში –
გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. ამგვარად, გლიატილინი აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. გლიატილინი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულარული ფორმაციის სტრუქტურის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.
ფარმაკოდინამიკა:
ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი ახდენს დოზაზე დამოკიდებული აცეტილქოლინის გამოყოფის სტიმულირებას ნეიროტრანსმისიის ფიზიოლოგიურ პირობებში.
გლიატილინი, წარმოადგენს რა, ერთის მხრივ, ქოლინის დონორს, ზრდის აცეტილქოლინის სინთეზს, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს ნეიროტრანსმისიაზე, მეორეს მხრივ, წარმოადგენს გლიცეროფოსფატის დონორს, რომელიც მონაწილეობს ფოსფატიდილქოლინის სინთეზში (მემბრანული ფოსფოლიპიდი), შედეგად უმჯობესდება მემბრანული ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს სინაპტიკურ ტრანსმისიაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღებისას საშუალოდ აბსორბირდება შეყვანილი დოზის 88%. ნაერთების ელიმინაცია ხდება, ძირითადად, ფილტვებით – ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) სახით. პრეპარატის დაახლოებით 15% გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
ჩვენებები:
- თავის ქალა - ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი ძირითადად ტვინის ღეროს დაზიანების შემთხვევაში (გონების დაკარგვა, კომატოზური მდგომარეობა, კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკა, ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომები).
- დეგენერაციული ან ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგები ისეთი, როგორიცაა: აზროვნების უნარის პირველადი ან მეორადი დარღვევები ასაკოვნებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, დეზორიენტაცია.
- მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, ქცევის და ემოციური მდგომარეობის შეცვლა: ემოციური ცვალებადობა, გაღიზიანება, ინტერესის არქონა.
- ფსევდომელანქოლია ასაკოვნებში.
მიღების წესები და დოზები:
მწვავე მდგომარეობებისას გლიატილინი შეჰყავთ კუნთში, ან ვენაში (ნელა) 1,0 გ (1 ამპ.) დღეში.
ქრონიკული ცერებროვასკულარული უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატილინი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 კაფსულა), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 3-6 თვეს.
გვერდითი მოვლენები:
ქოლინის ალფოსცერატი, როგორც ბიოლოგიური კომპონენტების წინამორბედი, ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. შესაძლოა გულისრევა (რაც ალბათ დაკავშირებულია მეორად დოპამინერგულ აქტივაციასთან), რომლის კუპირებისათვის შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება.
უკუჩვენება:
დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
არ ახდენს ზემოქმედებას ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი
შენახვის პირობები:
შეინახეთ ტემპერატურაზე, რომელიც არ აღმატება 25° C
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა: ამპულები – 5 წელი. კაფსულები – 3 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით