გლუტათიონი
გლუთიონი 600მგ/4მლ 600მგ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10 და 4მლ გამხსნელი ამპულა №10
სავაჭრო სახელწოდება:
გლუთიონი (Gluthion) (გლუტათიონი).
600 მგ / 4 მლ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
შემადგენლობა:
600მგ/4მლ ფხვნილი და გამხსნელი ი/მ და ი/ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი.
1 ფლაკონი ფხვნილი შეიცავს: 600 მგ გლუტათიონს
მზა ხსნარი შეიცავს 150მგ/მლ გლუტათიონს.
ფარმაცევტული ფორმა:
ფხვნილი და გამხსნელი საინექციოს ხნსარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
გლუტათიონი არის ბუნებრივი ტრიპეპტიდი, რომელიც შედგება: გლუტამინის მჟავის, ცისტეინისა და გლიცინისაგან, რომლებიც მონაწილეობენ რამდენიმე ბიოლოგიურ პროცესში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დეტოქსიკაციურ რეაქციაში, იცავენ რა უჯრედებს ქსენობიოტიკების, ეკოლოგიური და უჯრედშიდა ოქსიდანტების, გამოსხივების მავნე ზეგავლენისაგან. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლუტათიონი თამაშობს ორგანიზმისთვის დამცავ როლს ისეთ პათოლოგიურ სიტოაციებში, რომლებიც იწვევენ უჯრედის დაზიანებას, ისეთი სიტუაციები, როგორიცაა ინტოქსიკაცია: ეთანოლის სპირტით, პარაცეტამოლით, სალიცილატებით, ფენობარბიტალით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ფოსფოროორგანული ინსექტიციდებით და ა.შ.
ორგანიზმში შეყვანის შემდეგ გლუთიონი აღადგენს ენდოგენურ გლუტათიონს. გლუთიონი, როგორც ტრიპეპტიდი, ერთვება გამა გლუტამინურ ციკლში და მონაწილეობს რნმ–ისა და პროტეინების სინთეზში. ახდენს ჰეპატოციტების პროლიფერაციისა და რეგენერაციის პროცესების სტიმულაციას. გლუთიონი –SH თიოლური ჯგუფების შემცველი ენზიმების აღდგენით აუმჯობესებს ღვიძლის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. პრეპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დეტოქსიკაციაში. ზრდის ქსენობიოტიკების მეტაბოლიტების ჰიდროფილურობას, მათ გამოყოფას ორგანიზმიდან. გლუთიონი აუმჯობესებს ნაღვლის მჟავების რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მათ დამაზიანებელ მოქმედებას ღვიძლზე. გლუთიონი ახდენს ცისპლატინითა და მისი წარმოებულებით ინდუცირებული ნეიროტოქსიურობის პროფილაქტიკას. გლუტათიონი ხელს უშლის პლატინის აკუმილირებას პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, განსაკუთრებით ზურგის ტვინის უკანა ნერვული ფესვებში, რაც საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას ქიმიოთერაპიული პრეპარატების მაღალი კუმულაციური დოზები.
კლინიკური მახასიათებლები:
თერაპიული ჩვენებები:
- ღვიძლის დისტროფია
- ქრონიკული ჰეპატიტი
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის ალკოჰოლური, ვირუსული, მედიკამენტოზური (ანტიბიოტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ანტივირუსული და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პერორალური კონტრაცეპტივები).
- ქიმიოთერაპიის დროს ნეიროტოქსიურობის პროფილაქტიკა -ცისპლატინით ან მონათესავე მედიკამენტებით მკურნალობის გამო.
დოზირება და მიღების წესი:
ქიმიოთერაპია:
გლუთიონის დღიური დოზა 1,5გ /მ2 (რაც შეესაბამება 2,5გ)- როგორც წესი რეკომენდებულია იმ პაციენტებისათვის რომელბიც ქიმიოთერაპიას გადიან ცისპლატინით ან მისი მონათესავე მედიკამენტებით. გლუთიონის შეყვანა ორგანიზმში ხდება ნელა. დოზირება ასევე დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის მასაზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე, ასევე ქიმიოთერაპიის დოზებსა და სქემაზე.
იმ შემთხვევაში თუ ხდება გლუტათიონისა და ქიმიოთერაპიული პრეპარატის ერთდროოული შეყვანა, გლუთიონის მიღება უნდა მოხდეს ქიმიოთერაპიის დაწყებამდე 15-30 წუთით ადრე. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში გლუთიონის შედარებით დაბალი დოზების მიღება დასაშვებია ი /ვ და ი /მ გზით.
სხვა დაავადებების დროს:
600-1200მგ (1-2 ამპულა) დაავადებების სიმძიმისა და მკურნალობის პერიოდიდან გამომდინარე.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა გლუთიონში შემავალი აქტიური ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
გლუთიონის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული ბავშვებში.
ყურადღება: პარენტერალური გამოყენების დროს დეტალურად უნდა იქნას შეფასებული მედიკამენტის ფერი და მასში გაუხსნელი ნაწილაკების არსებობა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნეთ ფერის შემღვრევა ან ნალექი.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მოქმედება სხვა მედიკამენტებთან :
გლუტათიონის ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებტან აღწერილი აარ არის.
რეკომენდირებულ დოზებში გლუთიონი არ უშლის ხელს ქიმიოთერაპიულ აგენტებს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ გლუტათიონი ფიზიოლოგიურად იმყოფება ორგანიზმის უჯრედებში და არ ახდენს მავნე ზეგვალენას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდზე.
არ მოქმედებს ემბრიონის / ნაყოფის ჩამოყალიბებაზე და არ იწვევს მშობიარობის დაჩქარებას.
ზემოქმედება ტრანსპორტის მართვის დროს:
გლუთიონი არ მოქმედებს ან უმნიშნელოდ მოქმედებს მექანიკური და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
გვერდითი ეფექტები:
ი /მ შეყვანის შემდეგ იშვიათად იყო დაფიქსირებული გამონაყარი კანზე, რომელიც მკურნალობის დასრულებისთანავე გაქრა.
ასევე შესაძლოა უმნიშვნელო ტკივილი ინექციის ადგილზე. როგორც ყველა ინტრავენური მედიკამენტების შემთხვევაში, შესაძლოა წარმოიქმნას ფებრილური რეაქციები, ინფექცია ინექციის ადგილას, ვენური თრომბოზი ან ფლებიტები.
იმ შემთხვევაში თუ ინტრავენური ინფუზიის დროს გამოვლინდა უკურეაქცია, დაუყონებლივ უნდა მოხდეს მედიკამენტის შეყვანის შეწყვეტა. გამოუყენებელი სითხე უნდა იქნას დაცული გამოსაკვლევად.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება დაფიქსირებული არ არის. იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა ჭარბი დოზირება, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სიმპტომური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა:
600მგ/4მლ 600მგ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10 და 4მლ გამხსნელი ამპულა №10
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე .
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა:
5 წელი
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის ფორმა:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი:
FARMA MEDITERRANIA S.L ესპანეთი
ლიცენზიის მფლობელი :
Laboratorio Farmaceutico C.T. S.r.l. იტალია