საერთაშორისო დასახელება:
GLUCAGON
მწარმოებელი: NOVO NORDISK
მოქმედი ნივთიერება: გლუკაგონის ჰიდროქლორიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდიაბეტური საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსანრის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან ერთად კომპლექტში
1 ფლ.
გლუკაგონის ჰიდროქლორიდი ........ 1 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი შეიცავს გენური ინჟინერიით მიღებულ ადამიანის გლუკაგონ–ცილოვან პეპტიდურ ჰორმონს, რომელიც არის ინსულინის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში.
გლუკაგონი აძლიერებს ღვიძლში გლიკოგენის დაშლას გლუკოზო–6–ფოსფატამდე (გლუკოგენოლიზი), რის შედეგადაც მატულობს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია.
გლუკაგონი არაეფექტურია იმ ავადმყოფთა სამკურნალოდ, რომელთა ღვიძლში გლოკოგენის მარაგი არ არის. ამ მიზეზით გლუკაგონი ნაკლებ ეფექტურია ან არაეფექტური ავადმყოფებისათვის უზმოზე ან ავადმყოფებისათვის თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით, ქრონიკული ჰიპოგლიკემიით ან ალკოჰოლით გამოწვეული ჰიპოგლიკემიისას.
ადრენალინისაგან განსხვავებით, გლუკაგონი კუნთის ფოსფორილაზაზე არ ახდენს გავლენას და ამიტომ არ თანამონაწილეობს ჩონჩხის კუნთების გლიკოგენით მდიდარი მარაგიდან ნახშირწყლების გადატანაში. გლიკოგენი ასტიმულირებს კატექოლამინების გამოყოფას.
ფეოქრომოციტომის დროს გლუკაგონი პროვოცირებას უკეთებს დიდი რაოდენობით კატექოლამინების გამოყოფას სიმსივნიდან, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას. გლუკაგონი აქვეითებს კუჭ–ნაწლავის გლუვი მუსკულატურის კუმშვის უნარს.
პრეპარატის მოქმედება იწყება ვენაში შეყვანიდან 1 წუთის შემდეგ, გრძელდება 5–20 წუთი დოზაზე და ორგანიზმზე დამოკიდებულების მიხედვთ.
მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს გლუკაგონის მოქმედება სისხლში გლუკოზის შემცველობაზე გრძელდება 10 წუთს.
ფარმაკოკინეტიკა:
მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე შეადგენს 10მლ/კგ/წთ.
გლუკაგონი მეტაბოლიზდება ფერმენტული გზით სისხლის პლაზმაში და ორგანოებში, რომელშიც იგი განაწილებულია.
მეტაბოლიზმის ძირითადი ადგილია – ღვიძლი და თირკმელები. გლუკაგონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3–6 წამს.
ჩვენებები:
- მძიმე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა(სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა);
- ჰიპოგლიკემია, გამოწვეული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ინსულინის ინექციის ან ტაბლეტირებული ჰიპოგლიკემიური პროდუქტების მიღების შემდეგ.
მიღების წესები:
საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ. (1ME) ლიოფილიზატს ხსნიან 1მლ გამხსნელში.
მიღებული ხსნარის შეყვანა შეიძლება კანქვეშ, კუნთში, ან ვენაში.
სამედიცინო პერსონალის მიერ შეიყვანება 1მგ (მოზრდილები და ბავშვები 25კგ–ზე მეტი წონით ან 6–8 წელზე უფროსი) ან 0.5 მგ (ბავშვები 25კგ–ზე ნაკლები ან 6–8 წელზე უმცროსი) კანქვეშ, კუნთში ან ვენაში.
ინექციიდან 10–წთ–ის განმავლობაში პაციენტი გონზე მოდის, მას შემდეგ რაც ცნობიერება დაუბრუნდება განმეორებითი ჰიპოგლიკემიის ასაცილებლად უნდა მიეცეს ნახშირწყლებით მდიდარი საჭმელი; თუ 10 წთ–ის განმავლობაში არ აღგდგება ცნობიერება, მაშინ აუცილებელია ვენაში გლუკოზის შეყვანა.
არასამედიცინი პერსონალის მიერ პრეპარატის შეყვანა:
წესები იგივეა, როგორც ზემოთ არის მითითებული, გლუკაგონის ინექცია კეთდება კანქვეშ ან თეძოს ზედა გარეთა კუნთში. გონზე მოსვლის შემდეგ უნდა მიეცეს შაქარი, განმეორებითი ჰიპოგლიკემიის ასაცილებლად.
მძიმე ფორმის ჰიპოგლიკემიისას აუცილებელია სამედიცინო დახმარება.
გვერდითი მოქმედება:
მძიმე გვერდითი მოქმედება იშვიათია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, განსაკუთრებით თუ 1მგ–ზე მეტი იქნა შეყვანილი ან სწრაფი შეყვანის შემდეგ (1 წუთზე ნაკლებ დროში).
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ტაქიკარდია, არტერიული წნევის ტრანზიტორული მომატება.
იმუნური სისტემის მხრივ: მაღალი მიმღებლომა ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
თუ ავადმყოფს აღენიშნა რომელიმე გვერდითი რეაქცია, მათ შორის ზემოთ აღნისნულისგან განსხვავებულიც, მაგრამ სავარაუდოდ ამ მედიკამენტისგან გამოწვეული, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, ჰიპოკალიემია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის გაზრდა.
მკურნალობა სიმპტომატურია. საჭიროა კალიუმის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექცია.
ფორსირებული დიიურეზისა და ჰემოდიალიზის გამოყენება ნაკლებ ეფექტურია.ღებინების შემთხვევაში საჭიროა რეჰიდრატაცია და კალიუმის დანაკარგის შევსება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ბეტა–ადრენობლოკატორის ფონზე პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ტაქიკარდია და არტერიული წნევის მომატება.
– ინსულინი: გლუკაგონი მოქმედებს ინსულინის საპირისპიროდ (ინსულინი გლუკაგონის ანტაგონისტია).
– ინდომეტაცინი: ერთდროული გამოყენებისას გლუკაგონმა შეიძლება სისხლში გლუკოზის შემცველობის მატების უნარი დაკარგოს და ჰიპოგლიკემიაც კო გამოიწვიოს.
– ვარფარინი: ერთდროული გამოყენებისა ანტიკოაგულანტი ვარფარინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.
შენახვის პირობები და ვადა:
2 წელი;
არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ.