საერთაშორისო დასახელება:
MEGLUMINE
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS
მოქმედი ნივთიერება: მეგლუმინის ანტიმონატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიპროტოზოული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
მეგლუმინის ანტიმონატი ............ 0.3 გ 1.5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს.
ფარმაკოკინეტიკა:
კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.
ჩვენებები:
კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი.
მიღების წესები და დოზირება:
დღიური დოზა - 60 მგ/კგ წონაზე.
პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს -1/2, მესამე - 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა.
მკურნალობის კურსი - 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით).
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.
კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეული შემთხვევებში - სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები.
კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.
უკუჩვენებები:
*ფილტვების ტუბერკულოზი;
*ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევ;
*გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.