საერთაშორისო დასახელება:

GLICLAZIDE

მწარმოებელი: GMP,საქართველო

მოქმედი ნივთიერება: გლიკლაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

გლიკლაზიდი .............          80 მგ

ფარმაკოლოგიუირ თვისებები:

გლუკოტონი წარმოადგენს II თაობის პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებას (სულფანილშარდოვანას წარმოებული).

პრეპარატი ნახშირწყლების ცვლაზე ზემოქმედებასთან ერთად ზეგავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე და ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის გამომუშავებას.

ამასთან ერთად იგი აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ზრდის უჯრედშიდა ფერმენტების (მათ შორის გლიკოგენსინთეტაზას) აქტივობას, ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს.

გლუკოტონი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს (სულფანიშარდოვანას წარმოებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით);

ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აძლიერებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვების კედლების განვლადობას და ამცირებს მიკროთრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს;

ამავე დროს ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას არაპროლიფერაციულ სტადიაზე.

გლუკოტონის ხანგრძლივი მიღებისას დიაბეტური ნეფროპათიის დროს მცირდება პროტეინურია.

პრეპარატი არ იწვევეს წონის მატებას, რადგან, იგი უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეული პიკზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ერთჯერადად 80 მგ დოზის მიღების შემდეგ სისხლში მისი Cmax აღინიშნება დაახლოებით 4 სთ-ში. პლაზმის ცილებს იგი უკავშირდება 94.2%-ით. გლუკოტონი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის 8 მეტაბოლიტს. გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით მეტაბოლიტების სახით, ხოლო 1%-ზე ნაკლები - შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. მისი T1/2 შეადგენს 12 სთ-ს.

ჩვენებები:

ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (II ტიპის).

მიღების წესები და დოზირება:

დოზირება ხდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

საშუალო დღიური დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (დილას და საღამოს ჭამის დროს). დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით დღიურმა დოზამ შეიძლება შეადგინოს 1-4 ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა (როგორც წესი შექცევადი, რომელიც მცირდება პრეპარატის ჭამის დროს მიღებისას); ალერგიული რეაქციები - ქავალი, ერითემა, ჭინჭრის ციება; ერთეულ შემთხვევებში -თრომბოციტოპენია; აგრანულოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია (ჩვეულებრივ შექცევადი).

უკუჩვენებები:

*ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით იუვენილური);

*კეტოაციდოზი;

*მძიმე დამწვრობები და ინფექციები;

*დიაბეტური პრეკომა და კომა;

*ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები;

*ორსულობა, ლაქტაცია;

*სულფანილშარდოვანას წარმოებულებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

გულკოტონი ინიშნება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ დაბალკალორიულ დიეტასთან (ნახშირწყლების მცირე შემცველობით) ერთად.

ქირურგიული ჩარევებისა და დეკომპენსირებული დიაბეტის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ინსულინის პრეპარატების გამოყენების საკითხი.

იატროგენური ჰიპერგლიკემიის დროს საჭიროა გლუკოტონის დოზის თანდათანობითი გაზრდა და არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში მკურნალობაში ინსულინის დროებითი ჩართვა.

ზომიერი ჰიპოგლიკემიის (ოფლიანობის გაძლიერება, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, სისუსტე), ასევე ძლიერი ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის კორექცია. ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა რეკომენდებულია ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით და/ან დაბალკალორიული რეჟიმის მეშვეობით.

პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით და თანდათანობით. აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება გლუკოტონთან ერთად ალკოჰოლის მიღების აცეტილსალცილისმჟავას გამოყენების ან შიმშილის შემთხვევაში მოსალოდნელი ჰიპოგლიკემიის განვითარების შესახებ.

პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ გლუკოტონით, რეგულარულად და განსაკუთრებით მკურნალობის პირველ დღეებში, კონტროლი უნდა გაუწიონ გლუკოზის დონეს უზმოზე და ჭამის შემდეგ, ასვე საჭიროა სისხლში გლუკოზის დღიური დონის განსაზღვრა.

ჭარბი დოზირება:

გლუკოტონის დოზის გადაჭარბების (ძირითადი სიმპტომია ჰიპოგლიკემია) მძიმე შემთხვევაში - ცნობიერების დარღვევვის დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ გლუკოზის ჰიპერტონული ხსნარის (40%) ინტრავენური შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სულფანილადები, ფენილბუტაზონი, კლოფიბრატი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, სალიცილატები, ეთანოლის შემცველი პრეპარატები გლუკოტონთან ერთდროული დანიშვნისას აძლიერებენ მის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას.

მაო-ს ინჰიბიტორები, თეოფილინი, კოფეინი ზრდიან ჰიპოგლიკემიის განვითარები რისკს. ბეტა-ადრენობლოკატორები აფერხებენ გლუკოტონის მიერ გამოწვეული ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამომჟღავნებას.

გლუკოკორტიკოსტეროიდები (გარეგანი მოქმედების პრეპარატების ჩათვლით), დიურეზული საშუალებები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა, თიაზიდის წარმოებულები), ესტროგენები, პროგესტაესტროგენები, პროგესტაგენები, დიფენინი, რიფამპიცინი, ბარბიტურატები ამცირებენ გლუკოტონის აქტივობას.

გლუკოტონისა და მიკონაზოლის პრეპარატების ერთდროული დანიშვნა უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია