საერთაშორისო დასახელება:
METFORMIN
მწარმოებელი: MERCK / Lipha-Sante,საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: მეტფორმინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოგლიკემიური საშუალება. ბიგუანიდების ჯგუფიდან
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები შეფუთვაში 30 და 60 ც.
1 ტაბ.
მეტფორმინის ჰიდროქლორდი ........... 850 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry clear YS-1-7472.
ჩვენებები:
მეტფორმინი, რომელიც წარმოადგენს ბიგუანიდების ჯგუფის ანტიდიაბეტურ საშუალებას გამოიყენება მოზრდილებში შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო დამატებითი მკურნალობისათვის დიეტასთან ერთად.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ინსულინთან კომბინაცია.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალური გზით მისაღებად.
თითო ტაბლეტი საკვების მიღების დამთავრების დროს, დაუღეჭავად დღეში 2-ჯერ საუზმისა და ვახშმის შემდეგ. პრეპარატი მიიღება ყოველდღე. დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი ტაბლეტი გამოიყენება დაგეგმილ დროს.
დაუშვებელია დოზის გამოტოვების გამო პრეპარატის ორმაგი დოზის გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
გასტროინტესტინური ჩივილები (ღებინება, გულისრევა, ფაღარათი). აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქ ხასიათს ატარებს, გრძელდება პირველი 10 დღის განმავლობაში და მცირდება პრეპარატის საჭმელთან ერთად მიღების შემთხვევაში. 10 დღის შემდეგ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა მეტფორმინის ან პრეპატის სხვა ინგრედიენტების მიმართ;
*დიაბეტის მნიშვნელოვანი დეკომპენსაცია (კეტოაციდოზი);
*თირკმელების საშუალო სიმძიმის უკმარისობის შემთხვევაშიც (თირკმელების ფუნქციის დარღვევა კრეატინინის დონის მომატებით);
*ინფექციური დაავადებები (რესპირატორული და საშარდე გზების ინფექციები);
*2 დღის განმავლობაში ისეთი რენტგენოლოგიური გამოკვლევები, როდესაც გამოიყენებოდა იოდინიზირებული საკონტრასტო ნივთიერება (მაგ. ინტრავენური უროგრაფია, ანგიოგრაფია);
*გულის უკმარისობა, რესპირატორული უკმარისობა;
*ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის უკმარისობა;
*ხშირი ფაღარათი, ხშირი ღებინება;
*ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
*ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინსულინით. იმ შემთხვევაში, თუ მეტფორმინით მკურნალობის დროს დადგინდა ორსულობა, მკურნალობა უნდა შეიცვალოს. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს დაორსულების შესაბამისი სურვილის შესახებ.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
ღებინება, მუცლის ტკივილი და საერთო სისუსტე, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობის დროს.
დიაბეტის დეკომპენსაციის ნიშნები (დიაბეტური კეტოაციდოზი ან ლაქტოაციდოზი). ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ავადმყოფი ამ დროს საჭიროებს ლაბორატორიული ანალიზების პერიოდულ კონტროლს (კრეატინინის დონის განსაზღვრა) თირკმელების ფუნქციის ადექვატურობის დადგენის მიზნით, ვინაიდან პრეპარატი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
ზოგიერთმა დაავადებამ ან მედიკამენტმა (კორტიკოსტეროიდები, ზოგიერთი დიურეზული საშუალება, რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი, ამფ-ის ინჰიბიტორები) შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტის დეკომპენსაცია.
ავადმყოფმა უნდა შეატყობინოს ექიმს ნებისმიერი თანმხლები ინფექციური დაავადებების არსებობის შესახებ (გრიპი, რესპრატორული ან საშარდე გზების ინფექციური დაავადებები).
რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და განახლდეს პროცედურის შემდეგ 48 სთ-ის განმავლობაში.
ნებისმიერი სახის სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის დროს საჭიროა ექიმის ინფორმირება მეტფორმინით მკურნალობის შესახებ.
ამავე დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ალკოჰოლის მიღებას.
მონოთერაპიის სახით პრეპარატი იშვიათად იწვევს ჰიპოგლიკემიას და უსაფრთხოა სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს, თუმცა სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა.
ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერი თანმხლები მკურნალობის შესახებ, მაგ. კორტიკოსტეროიდების, ანტიჰიპერტენზიული საშუალების, ამფ-ის ინჰიბიტორების, დიურეზული საშუალებების, რიტოდროინის, სალბუტამოლის, ტერბუტალინის, იოდინიზირებული საკონტრასტო ნივთიერების და სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.