გრიპ ჰოთი
Grip Hot

შემადგენლობა:
თითოეული 10 გრ-იანი პაკეტი შეიცავს:
500მგ. პარაცეტამოლს,
10მგ.ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს,
100 მგ ოქსალამინის ციტრატს,
2 მგ ქლორფენირამინის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები:
დამცავი გარსი-ლიმონმჟავა; საღებავი ნივთიერება-ყვითელი ქინოლინი; დასატკბობად- ლიმონის არომატიზატორი, საქარინი და შაქარი.

ფარმაკოლოგიური თავისებურებანი:

გაციების, სურდოს, ზედა სასუნთქი გზების არასპეციფიური ინფექციებისას სიმპტომური მოქმედება. გრიპჰოთის შუშხუნა გრანულების  თითოეული ერთდოზიანი პაკეტი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სიცხისდამწევი, ანტიჰისტამინური და დეკონგესტიური ეფექტით.

ფარმაკოდინამიკა:

პარაცეტამოლი: აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედება. პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით ამცირებს ტკივილის პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას.
ქლორფენირამინის მალეატი: აქვს ანტიჰისტამინური და ანტიმუსკარინული მოქმედება. ანტიმუსკარინული ეფექტი განაპირობებს ცხვირიდან გამონადენის შემცირებასა და სასუნთქი გზების გამტარობის გაუმჯობესებას, რითაც ხელს უწყობს ხველითი რეფლექსის ძირითად მიზეზების აღმოფხვრას.  H1 რეცეპტორების ინჰიბირება  ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადების დროს განაპირობებს დაავადების მიმდინარეობის სიმპტომების გაუმჯობესებას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: ფენილეფრინი სისხლძარღვების ძლიერ შემავიწროებელი პრეპარატია, რომელსაც გააჩნია პირდაპირი და უშუალო სიმპათომიმეტური მოქმედება. იგი წარმოადგენს პოსტსინაფსური α-ადრენორეცეპტორების აგონისტს. თერაპიული დოზით გამოყენებისას არ ავიწროებს სისხლძარღვებს. ორალური მიღების შედეგად ან ადგილობრივად-ლორწოვან გარსზე-ფენილეფრინის მოქმედება ავიწროებს
ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვებს, რის შედეგადაც მცირდება ცხვირიდან გამონადენი, ანუ ვლინდება პრეპარატის დეკონგესტიური მოქმედება.
ოქსალამინის ციტრატი: პერიფერიული მოქმედების სინთეზური ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა. სასუნთქი გზების აფერენტული ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის შემცირების გზით, ხელს უშლის ხველის ცენტრისკენ იმპულსების გადაცემას.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი: ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვლინდება 30წთ-ის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2სთ-ის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა 3-4სთ-ია. პარაცეტამოლის 90-95% მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა განავალთან ერთად.
ქლორფენირამინის მალეატი: ქლორფენირამინი კარგად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან, მოქმედებას ავლენს 15-60წთ-ში, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 3-6სთ-ის განმავლობაში. 24 სთ-ის განმავლობაში მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმლებით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: ორალური მიღებისას 15-20წთ-ის შემდეგ ვლინდება მისი მოქმედება და გრძელდება 4სთ-ის განმავლობაში. ფენილეფრინი აბსორბირდება და მეტაბოლიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თუმცა ნაწლავებიდან არასრულად შეიწოვება, პირის ღრუს ლორწოვანიდან ხორციელდება ფენილეფრინის სრული აბსორბცია. ბიოტრანსფორმირდება ნაწლავის კედელში და ღვიძლში: ძირითადი მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ნაწლავში, სადაც გარდაიქმნება ქინაქინის კონიუგატად და განიცდის ფერმენტ მონოამინოოქსიდაზის ზემოქმედებას. არამეტაბოლიზირებული ფენილეფრინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაწლავებით.

ჩვენებები:
გრიპჰოთის შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი პაკეტი გამოიყენება გაციების, სურდოს, გრიპის და სხვა მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისათვის.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიღება არ არის სასურველი რომელიმე შემცველი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; ღვიძლის, თირკმლის და გულის ფუნქციების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში; მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების ერთდროული მიღების და მათი მოხსნის შემდგომი 14 დღის განმავლობაში.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის, მძიმე ფორმის ჰიპერტონიის, არითმიების, ცერებროვასკულური დარღვევების, შარდის ბუშტის გასავლის დახშობის მქონე ავადმყოფებს. პრეპარატი არ ენიშნებათ პირებს, რომლებიც ასრულებენ ზუსტ საქმიანობას და მძღოლებს. ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი ჩვენებისას.

გამოყენება ორსულებში:
(Сკატეგორია)
ორსულობისას პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომ აუცილებლობის გარეშე მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

გამოყენება ლაქტაციისას:
მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არის ცნობილი, ამიტომ ლაქტაციისას მისი გამოყენება არ არის სასურველი.

გამოყენება მოხუცებში:
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასაკოვან პირებში, მათი განსაკუთრებული მგრძნობელობის გამო ხველების საწინააღმდეგო და ვაზოპრესორული ეფექტების მიმართ.

გამოყენება ბავშვებში:

6 წლამდე არ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტები:

იშვიათად, მგრძნობიარე პირებს შესაძლებელია აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი, ნევროზულობა, პირის სიმშრალე, გამონაყარი, აგზნებადობა, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, ტაქიკარდია, შუილი ყურებში, ფოტოსენსიბილიზაცია, შარდვის გაძნელება. პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.
არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

1. ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში და ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ღვიძლზე შესაძლებელია გამოვლინდეს დამაზიანებელი მოქმედება.
2. ალკოჰოლი, ფენოთიაზინის ჯგუფი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ქლორფენირამინის დეპრესიულ მოქმედებას.
3. ანტიმუსკარინული ეფექტი ძლიერდება ატროპინის, ამანტადინის, ჰალოპერიდოლის, ფენოთიაზინების, პროკაინამიდის, ქინიდინის ერთდროული გამოყენებით.
4. მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ ქლორფენირამინის ანტიმუსკარინულ და დეპრესიულ ეფექტებს.
5. ქლორფენირამინს შეუძლია შენიღბოს ცისპლატინის, პარამონოსალიცილატების და ვანკომიცინის ოტოტოქსიური მოქმედება.
6. ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორები (ბარბიტურატები) აჩქარებენ პარაცეტამოლის პირველად მეტაბოლიზმს, და ამით ამცირებენ მის კლინიკურ ეფექტს.

მიღების წესი და დოზირება:
ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 2/3 ჭიქა ცხელ წყალში. მორევის შემდეგ პრეპარატი მიიღება ცხელი სახით. გრიპჰოთი მიიღება 6-საათიანი შუალედებით, დღეში  მაქსიმუმ 4 დოზა.

ჭარბი დოზირება და მისი მკურნალობა:
ადრეულ პერიოდში ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და ღებინების გამოწვევა. ბავშვებში ღებინების გამოწვევისას გასათვალისწინებელია ასპირაციის შესაძლებლობა. შეიძლება მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენება. სიმპტომების გამოვლენის გვიან პერიოდში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით ტარდება სიმპტომური მკურნალობა (ინტრავენურად გადასასხმელი ხსნარების შეყვანა, ოქსიგენაცია). ჰიპოტონიისას, შესაძლებელია ვაზოპრესორების დანიშვნა, მაგრამ არა  ადრენალინის, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო დააქვეითოს არტერიული წნევა. კონვულსიების განვითარების საშიშროების გამო, უკუნაჩვენებია ანალეფსიური საშუალებები.
პარაცეტამოლის სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს ორალური N-აცეტილცისტეინი.

შენახვის პირობები:

ინახება შეფუთული, ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე დაბლა), მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

გრიპჰოთის შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი პაკეტი, ყუთში მოთავსებულია 12 პაკეტი.
თარიღი და რეგისტრაციის ნომერი:
რეგისტრაციის მფლობელი: ასფარმა
წარმოების ადგილი: 
სტამბული.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია