გულყვითალას ნაყენი
პარასამკურნალო საშუალება
შემადგენლობა:
გულყვითელას ყვავილები, ეთილის სპირტი 70%;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და ნაღველმდენი მოქმედება.
ჩვენება:
- ინფიცირებული ჭრილობები;
- დამწვრობა;
- პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები;
- ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
- ქოლეცისტიტი.
უკუჩვენება:
არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.
მიღების წესი და დოზირება:
პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად: 1 ჩაის კოვზი იხსნება 200მლ (ერთ ჩაის ჭიქა) წყალში;
გარეგანი გამოყენებისათვის: საფენების სახით 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება 200მლ (ერთ ჩაის ჭიქა) წყალში;
შიგნით მისაღებად (როგორც ნაღველმდენი საშუალება): 10-20 წვეთი ნაყენი იხსნება ცოტაოდენ წყალში და მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა:
50მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
შენახვის წესი:
სინათლისგან დაცულ, მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.