XXსაერთაშორისო დასახელება:
comb.drug
მწარმოებელი: P.P.E. "GEMI", პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სედატიური, სპალმოლიზური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური გამოყენებისათვის : მუქი ფერის მინის ფლაკონში 35 მლ პოლიეთილენის მჭიდრო თავსახურითა და საწვეთურით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების ნარევის სპირტიან ექსტრაქტს (1:2), კატაბალახას ფესვები 25 წ.; მელისას ბალახი 25 წ.; ანგელოზას ფესვები 20 წ.; სვიის გირჩა 15 წ.; ლავანდას ყვავილები 15 წ.; (Extractum ethanol(1:2) comp. ex.; valeriane radix_ 25 წ.; Melissae herba _ 25 წ.; Angelicae radix _ 20 წ.; Lupul istrobili _ 15 წ.; Lavandulae flos _ 15 წ.;)
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დამამშვიდებელი წვეთები შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: ანგელიცინს - ანგელოზას ფესვების ფუროკუმარინების ჯგუფიდან, როზმარინის მჟავას, მელისას ბალახს ფენოლის მჟავას ჯგუფიდან, ვალეპოტრიატებს კატაბალახას ფესვების ირიდოიდური ტრიესტრების ჯგუფიდან, ლუპულინს (რომლებსაც შეიცას სვიის გირჩები), აგრეთვე ლავანდას ფესვების ეთერის ზეთს.
პრეპარატის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მისი შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. პრეპარატი ცნს-ზე ავლენს დამამშვედებელ მოქმედებას, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას. პრეპარატი რეკომენდებულია სტრესული მდგომარეობის, ფსიქო-ემოციური დაძაბულობის, ნევროზების, გაღიზიანებადობის, უძილობის დროს.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება. იგი აუმჯობესებს გულის მუშაობას ცნს-ის აგზნების დროს, გამოიყენება ნერვული აღგზნებადობის, აგრეთვე გულისცემის სიხშირის მომატების, გულის არითმიის, ნევროზული მდგომარეობით გამოწვეული მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის დროს.
მიღების წესები და დოზირება:
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2-5 მლ (1 ჩაის კოვზი) 1-3-ჯერ დღე-ღამეში;
14 წლის ასაკის ბავშვებში: 15-20 წვეთი 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისი აუტანლობა ანგელოზას ფესვებში ფუროკუმარინების შემცველობის გამო.
უკუჩვენებები:
*პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
*პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მწვავე გასტრიტისა და 12-გოჯა ნაწლავის ანთების დროს, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის ზოგადი აღგზნება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატში შემავალი კომპონენტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც მისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.
სატრანსპორტო საშუალებების, მექანიკური დანადგარების და ფსიქო-ფიზიკური შრომის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი შეიცავს 50-75% ეთანოლს, რის გამოც რეკომენდებული დოზის გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედებას.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს აპათია, ძილიანობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.