მწარმოებელი :
ფარნაცევტული საწარმო “GEMI”
შემადგენლობა :
პრეპარატი შეიცავს მცენარეთა ნაკრების სპირტიან ექსტრაქტს (1 : 2): კატაბალახას ფესვები -25 წ .;
ბარამბოს ბალახი ......... 25 წ ;
ანგელოზას ფესვები ...... 20 წ .;
სვიის გირჩა ................. 15 წ .;
ლავანდას ყვავილები -15წ . (Etxractum ethanol(1:2) comp.ex.;Valerianae radix – 25 წ . ; Melissae herba-25 წ . ; Angelicae radix-20წ . ; Lupuli strobili-15 წ . ; Lavandulae flos-15 წ . .)
ფარმაკოლოგიური მოქმედება : დამამშვიდებელი წვეთების შემადგენლობაში შედის შემდეგი მოქმედი ნივთიერებები: ანგელიცინი - ანგელოზას ფესვების შემადგენლობაში შემავალი ფუროკუმარინების ჯგუფიდან , როზმარინის მჟავა - მელისას ბალახის შემადგენლობაში შემავალი ფენოლური მჟავების ჯგუფიდან, ვალეპოტრიატები - კატაბალახას ფესვებიდან, ლუპულინი - სვიის გირჩებიდან , ასევე ლავანდის ზეთი (Oleum Lavandulae)- ლავანდას ყავავილებიდან . მოცემული შემადგენლობის გამო პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახდენს მარეგულირებელ ეფექტს გულის მუშაობაზე, ასევე, კუჭის და ნაწლავების ფუნქციაზე, ხასიათდება სპაზმოლიზური აქტივობით. რეკომენდებულია სტრესული მდგომარეობების, ფსიქო - ემოციური დაძაბულობის, ნევროზების, გაღიზიანების და უძილობის დროს .
გამოყენების ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, გულის მუშაობის მარეგულირებელი საშუალება ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობის, გახშირებული გულისცემის, არითმიის და ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციის დროს , რომელიც დაკავშირებულია ნევროზულ მდგომარეობასთან .
უკუჩვენება:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა . არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება მწვავე გასტრიტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესის დროს , რომელთაც თან ახლავს ორგანიზმის ზოგადი აგზნება .
განსაკუთრებული მითითებები :
ალკოჰოლის შემცველობის გამო ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში .
ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ცალკეული კომპონენტების დედის რძეში გადასვლის შესახებ, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს .
ზეგავლენა ფსიქო - ფიზიკურ შესაძლებლობებზე:
პრეპარატი შეიცავს 50-57% ეთანოლს . რეკომენდებულზე მეტი დოზით პრეპარატის მიღება გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და სამანქანო მოწყობილობების მართვაზე .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
დღემდე გამოვლენილი არ არის
დოზირება და გამოყენების მეთოდები:
მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ: 2-5 მლ (1 ჩაის კოვზი ) 1-3- ჯერ დღეში .
ბავშვები 7- დან 14 წლამდე: 15-20 წვეთი 1-3 ჯერ დღეში .
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს აპათია და ძილიანობა .
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები , რაც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ ანგელოზას ფესვების ფუროკუმარინების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან .
შეფუთვა: მუქი ფერის, შუშის 35 გ ფლაკონები , პოლიეთილენის ხრახნიანი საწვეთურით .
ვარგისობის ვადა:
3 წელი . არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , 15°C-25°C ტემპერატურაზე .
გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.