ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება ანტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. პრეპარატის ციტოტოქსიკური მოქმედება განპირობებულია მისი თვისებით გამოიწვიოს დნმ-ის, რნმ-ის და ცილების სინთეზის ინჰიბირება.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის - რუბიდანოლის წარმოქმნით. ინტრავენურად შეყვანისას ის ნაწილდება ორგანიზმში, განსაკუთრებით თირკმელებში, ღვიძლში და გულში.
ჩვენებები
- მწვავე ლეიკოზი;
- მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია;
- მწვავე მიელოგენური ლეიკემია;
- ლიმფოგრანულემატოზი, საშვილოსნოს ქორიონეპითელომა, ნეირობლასტომია.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენურად, ვინაიდან იგი აღიზიანებს კანს კუნთებში ან კანქვეშ შეყვანისას. დოზირება ინდივიდუალურია, სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 40-60 მგ/კვ.მ. იგი ინიშნება 3-5 დღის განმავლობაში, ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ. კურსობრივი დოზა შეადგენს 600 მგ/კვ.მ.
10-15 მლ რეკონსტრუირებული ხსნარი 3-5 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ინტრავენურად. ექსტრავაზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.
გვერდითი მოვლენები
ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სტომატიტი, გულის უკმარისობა, არითმია, იშვიათად - მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ამენორეა, აზოოსპერმია, ალოპეცია, ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, ტკივილი შეყვანის ადგილას, ქსოვილის ნეკროზი (პრეპარატის შეყვანის ტექნიკური მხარის დარღვევისას).
უკუჩვენებები
* ლეიკოპენია (ლეიკოციტების რიცხვი 4000/კუბ.მმ ნაკლები), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვი 120000/კუბ.მმ);
* გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის ფაზაში;
* ღვიძლის და/ან თირკმლების გამოხატული უკმარისობა;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადაბის გამწვავება;
* ორსულობა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ ღვიძლის ან თირკმელების დარღვევისას (საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება). მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ღვიძლის, თირკმელების, გულის ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
♦ კარდიოტოქსიკური გამოვლენის სიხშირე მატულობს, თუ კურსობრივი დოზა სჭარბობს 400-500 მგ/კვ.მ მოზრდილებში და 300 მგ/კვმ ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით.
♦ გულის უკმარისობის ნიშნები შეიძლება განვითარდეს დაუნორუბუცინით მკურნალობის დამთავრებიდან რამოდენიმე თვის ან წლის შემდეგ (განსაკუთრებით ბავშვებში).
♦ მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- პრეპარატის კომბინირება შეიძლება ციკლოფოსფამიდთან, მეტოტრექსატთან, ვინკრისტინთან, პრედნიზოლონთან;
- დაუნორუბიცინის კომბინაციამ იმ პრეპარატებთან, რომელთაც გააჩნიათ მიელოტოქსიკური მოქმედება, შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტის გაზრდა.
- ციკლოფოსფამიდის ან დოქსირუბიცინთან კომბინირებისას იზრდება პრეპარატით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობა.
- დაუნორუბიცინის მეტოტრექსატთან კომბინირებისას იზრდება მისი ჰეპატოტოქსიკურობა.