D E D E P I
დ ე დ ე პ ი
10 მლ სიროფი შეიცავს
პასიფლორას ექსტრაქტი (Passiflora) – 140 მგ
კუნელის ექსტრაქტი (Crataegus) – 140 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი (Melisa officinalis) – 100 mg
მაგნიუმი - 42 მგ
ვიტამინი B 6 – 2 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი
მცენარეული წარმოშობის სედაციური და სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმის და ვიტამინი B 6 - ის დეფიციტის შევსებას.
ჩვენებები:
- ძილის დარღვევები, უძილობა, მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გამოღვიძება, რთულად ჩაძინება;
- დაძაბულობა, შფოთვა;
- ნევროზული მდგომარეობა, მომატებული აგზნებადობა, კბილების ამოჭრის პერიოდი;
- ბიოლოგიური რითმის დარღვევა (,,დღე-ღამური ციკლის ’’დარღვევა);
- ხშირი სტრესი, შიშები;
- მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი და კრუნჩხვის გადატანის შემდგომი პერიოდი;
- ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში;
- ფსიქომოტირული დარღვევევბი;
- ჰორმონული და ასაკობრივი დარღვევები;
- ქრონიკული დაღლილობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;
- მეხსიერების და ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები (ნაწლავური კოლიკა, მეტეორიზმი).
მიღების წესი და დოზირება:
დედეპი მიიღება ჭამის შემდეგ, მსუბუქი მდგომარეობის დროს 1-2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევების დროს 2-3-ჯერ დღეში ასაკობრივი დოზის შესაბამისად.
მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.
ასაკი |
ერთჯერადი დოზა |
მაქსიმალური დღიური დოზა |
ბავშვები 0 – 1 წელი |
2,0 მლ |
6 მლ |
1-3 წელი |
3,5 მლ |
10,5 მლ |
3 – 5 წელი |
5,0 მლ |
15 მლ |
5 – 8 წელი |
7,0 მლ |
21 მლ |
8 – 12 წელი |
10,0 მლ |
30 მლ |
ბავშვები 12 წლის ზემოთ |
15,0 მლ |
45 მლ |
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
გამოშვების ფორმა: დედეპი სიროფი 150 მლ, საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში. საკვები დანამატი / გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: თურქეთი / HAVAN ILAC
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3 D ფარმა