დ ე კ ო ლ ი

(150 მლ ფლაკონი)

DECOLI

(საკვები დანამატი)

შემადგენლობა:

დეკოლის ყოველი 5 მლ შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს:

- კამის თესლის ზეთი - 2.3 მგ

- ნატრიუმის ბიკარბონატი BP

- 52.5 მგ - სიმეტიკონი

- 0.8 მგ

(გარდა ამისა: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სტივია, ჯინჯერი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბიტი, გამოხდილი წყალი;)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: დეკოლი არის უსაფრთხო და ეფექტური, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კომბინირებული პროდუქტი, რომელიც ხასიათდება ანტაციდური, სპაზმოლიზური, და აირების წარმოქმნის საწინააღმეგო მოქმედებთ. სიმეტიკონი-ჰიდროფობული პოლიმერული ნივთიერებაა, დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რომელიც ამცირებსაირების წარმოქმნას ნაწლავებში და ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელს დამცავი ზედაპირით. კამის თესლის ზეთი - განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში, უპირატესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის იმ დაავადებების დროს, რომელთაც აღინიშნებათ სპაზმები, მეტეორიზმი, ტკივილი ნაწლავებში (კოლიტი, ნაწლავის კოლიკა). ნატრიუმისბი კარბონატი - არის ანტაციდი, იგი ანეიტრალებს კუჭის მჟავიანობას. კოჭა-იგივე ჯანჯაფილი- რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. იგი ეფექტურია მეტეორიზმის დროსაც.

გამოყენება და ჩევნებები:

- ჩვილებში დამხმარე უსაფრთხო, ბუნებრივი და ეფექტური საშუალება

-აირების მომეტებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობისთვის;

- მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი)

- გასტრო-ინტერსტიციული მწვავე ტკივილი (კოლიკა) ჩვილებსა და ახალშობილებში, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით; აირების ყლაპვა, კვებითი დარღვევები, ...

- ჩვილებში, კოლიკით და მეტეორიზმით გამოწვეული აღგზნებულობა, მოუსვენრობა, ჭირვეულობა და ნევროზულობა.

გთხოვთ, პროდუქტის გამოყენებამდე, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

- არ გამოიყენოთ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ მომეტებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

- არ გამოიყენოთ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის პრობლემები.

- არ გამოიყენოთ დეკოლი 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

- თუ ახალშობილს დეკოლის მიღების მიუხედავად აღენიშნება ჭირვეულობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დოზირება და მიღების რეჟიმი:

- 0-1 თვემდე

- 2.5 მლ (1/2 კოვზი)

- 1-6 თვემდე - 5 მლ (1 კოვზი)

- 6-12 თვემდე - 10 მლ (2 კოვზი)

ეს დოზები შეიძლება მიღებულ იქნას ყოველი კვების დროს ან კვების შემდეგ, დღის განმავლობაში 3 -4 ჯერ დღეში.

დოზის გადაჭარბება და გვერდითი მოვლენები: როგორც წესი, დეკოლი გადაიტანება კარგად და გვერდითი მოვლენები ჭარბი დოზებით მიღების შემთხვევებშიც არ გამოვლენია; რაიმე სახის გვერდითი მოვლინების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა: გამჭვირვალე, ძალიან ღია ჩალის ფერი სითხე, მინის ფლაკონი - შეიცავს 150 მლ პროდუქტს. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: დეკოლი ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30ºC -სა. გახსნის შემდეგ ინახება 1 თვით; ვარგისიანობა გაუხსნელად 3 წელია, რაც მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე;

არ გამოიყენოთ დეკოლი ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

პროდუქტის მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელია: Yeni Pharma Tibbi Malzeme ilac ve dis. Tic. Ltd. Istanbul – Turkey.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D PHARMA GEORGIA.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია