საერთაშორისო დასახელება:
VALPROATE SODIUM
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ვალპროატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
პერორალურად მისაღები სიროფი: ფლაკონში 150 მლ დოზირების კოვზით.
100 მლ
ნატრიუმის ვალპროატი - 5.7642 (MNN)
აქტიური სუბსტანციის სახით.
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდრო ქსიბენზოატი, საქაროზა, 70% სორბიტის ხსნარი, გლიცერინი, ხელოვნური არომატიზატორი - ალუბალი, კონცენტრირებული მარიმლჟავა, მწვავე ნატრიუმის გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მოქმედების ფართო სპექტრის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ვალპროატი ახორციელებს მოქმედებას უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ცხოველებზე ფარმაკოლოგიურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ დეპაკინს გააჩნია ანტიკონვულსიური თვისებები, ექსპერიმენტურ ეპილეფსიის ფართო სპექტრით (გენერალიზირებული და ფოკალური ფორმების).
"დეპაკინმა" ადამიანებში აგრეთვე გამოავლინა ეპილეფსიის საწინააღმდეგო აქტიურობა ეპილეფსიის სხვადასხვა ტიპის დროს. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი, განპირობებულია მეტაბოლური გზებით გაემ-ის-ერგიკულ გაძლიერებასთან. რამდენიმე in vitro ექსპერიმენტში ნაჩვენებია, რომ ნატრიუმის ვალპროატი ასტიმულირებს HIV-1 ვირუსის რეპლიკაციას, მაგრამ ეს მოქმედება ვლინდებოდა ზომიერად, არამუდმივად, არ არის დაკავშირებული დოზირებასთან და არ გამოვლენილა ადამიანებში.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური და ინტრავენური შეყვანის დროს სისხლში ვალპროატის ბიომიღწევადობა დაახლოებით 100%-ია. განაწილების მოცულობა უპირატესად შეზღუდულია სისხლით და სწრფად ცვალებადი უჯრედგარე ნივთიერებით.
ვალპროატის კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში უახლოვდება მის თავისუფალ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
დეპაკინი აღწევს პლაცენტაში. მეძუძური დედების მიერ მიღებული დეპაკინი რძეში გადადის ძალიან დაბალი კონცენტრაციით (შრატში საერთო კონცენტრაციის 1-10%-მდე).
პერორალური მიღებისას პლაზმაში მისი მუდმივი კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა (3-4 დღე). წონასწორობის შინაგანი ფორმისას კონცენტრაცია შეიძლება მიღწეულ იქნას რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ იგი ნარჩუნდება ვენაში ინფუზიით.
ვალპროატი კარგად შეიწოვება პლაზმის ცილებთან ერთად. ცილებთან შეკავშირება არის დოზა-დამოკიდებული და ნაჯერი.
ვალპროატის მოლეკულა ექვემდებარება დიალიზს, მაგრამ გამოიდევნება მხოლოდ თავისუფალი ფორმით (დაახლოებით 10%).
ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან შედარებით ვალპროატი არ ზრდის არც საკუთარ და არც სხვა ნივთიერების დეგრადაციას, როგორიცაა: ესტროპროგესტაგენები. ეს დაკავშირებულია ფერმენტზე ინდუცირებული ეფექტის არარსებობით, ციტოქრომ P450 ჩათვლით.
ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 8-20 საათს შეადგენს. ბავშვებში იგი უფრო ხანმოკლეა.
ნატრიუმის ვალპროატი უპირატესად გამოიყოფა შარდით მეტაბოლიზმის შემდეგ გლუკურონის და ბეტა-დაჟანგვის სახით.
ჩვენებები:
გენერალიზებული და ფოკალური ეპილეფსიის მკურნალობა განსაკუთრებით გულყრის შემდეგი ტიპის დროს:
- მიოკლონური;
- ტონო-კლონური;
- ატონური;
- შერეული;
- აგრეთვე ფოკალური ეპილეფსიისას;
- მსუბუქი ან კომბინირებული გულყრა;
- მეორადი გენერალიზებული გულყრა;
- სპეციფიკური სინდრომი (ვესტის, ლენოქსი-გასტაუტის).
მიღების წესები და დოზირება:
საწყის დღიურ დოზას შეადგენს 10-15 მგ/კგ, შემდგომი დოზები თანდათან იზრდება ოპტიმალურამდე. ჩვეულებრივ ოპტიმალურ დოზას შეადგენს 20-30 მკ/მგ, მაგრამ თუკი გულყრა არ წყდება, დოზა შეიძლება ადეკვატურად გაიზარდოს: აუცილებელია იმ პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი, რომლებიც იღებენ 50 მგ/კგ მეტ დოზას.
ბავშვებისათვის ჩვეულებრივ დოზას შეადგენს დაახლოებით 30 მგ/კგ დღეში. მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზას შეადგენს 20-30 მგ/კგ დღეში. სიროფის დანიშვნა შეიძლება 2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ღვიძლის დისფუნქციის იშვიათი შემთხვევები;
ტერატოგენური რისკი;
ნევროლოგიური დარღვევები: აზროვნების არევა, ვალპროატით მკურნალობის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აღწერილია სტუპორი ან ლეთარგია, კომა. ასეთი შემთხვევები გვხვდება კომპლექსური მკურნალობის დროს (განსაკუთრებით ფენობარბიტალთან) ან ვალპროატის დოზის უცაბედი გაზრდის დროს; ძალიან იშვიათად -გარდამავალი დემენციის შემთხვევები.
მკურნალობის დასაწყისში ზოგიერთ პაციენტებს უვითარდებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევები (გულისრევა, კუჭის ტკივილი), იგი თერაპიის შეწყვეტის გარეშე რჩება რამდენიმე დღეში;
- არსებობს საკმაოდ ხშირი ცნობები დროებითი და/ან დოზა დამოკიდებული გვერდითი მოვლენების შესახებ: თმის ცვენა, მსუბუქი პოსტურალური ტრემორი და ძილიანობა აღწერილია ფიბრინოგენის დონის შემცირების და სისხლდენის დროის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, ჩვეულერბივ მასთან დაკავშირებული კლინიკური სიმპტომების გარეშე და მაღალი დოზირების დროს (ნატრიუმის ვალპროატს ახასიათებს ინჰიბირებითი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციის მეორე სტადიაზე);
- ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტები ან პანციტოპენიის იშვიათი შემთხვევები;
- აღინიშნება პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.
- ხშირად გვხვდება იზოლირებული და ზომიერი ჰიპერამონიემია ღვიძლის ფუნქციურ სინჯების ცვლილებების გარეშე, რაც არ მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. ასევე აღწერილა ჰიპერამონიემია, დაკავშირებული ნევროლოგიურ სიმპტომებთან.
- არსებობს აგრეთვე ცნობები სხეულის წონის მომატების, ამენორეის და მენსტრუაციული ციკლის რეგულაციიის დარღვევის შესახებ.
- აღწერილია სმენის დაკარგვის იშვიათი შემთხვევები, როგორც შექცევადი ასე შეუქცევადი, მაგრამ ამის მიზეზები და დამოკიდებულება პრეპარატის მიღებისას არ არის დადგენილი.
- ვალპროატის მიღებისას აღინიშნება კანის რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალგვარი ერითემა. არსებობს ფანკონის შექცევადი სინდრომის მონაცემები, დაკავშირებული ვალპროატის მიღებასთან, მაგრამ მისი მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია.
უკუჩვენებები:
*მწვავე ჰეპატიტი;
*ქრონიკული ჰეპატიტი;
*მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ვალპროატის მიმართ;
*თირკმელების პორფირია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა:
გამოკვლევის საფუძველზე, (ეპილეფსიით დაავადებული დედების მკურნალობისა) რისკი, დაკავშირებული ორსულობისას ვალპროატის მიღებასთან, აღწერილია შემდეგი სახით:
ეპილეფსიასთან და ეპილეფსის საწინაღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებული რისკი
აღწერილია, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ქალებში ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას, თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების საერთო სიხშირე 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე საერთო პოპულაციის დროს (დაახლოებით 3%).
თუმცა თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების სიხშირე აღწერილი იყო კომბინირებული სამკურნალო თერაპიის გამოყენების შემთხვევის დროს. დღემდე ფორმალურად არ არის დადგენილი დაავადებისა და დედის მიერ მიღებული პრეპარატების შესაბამისი როლი. საკმაოდ ხშირია ტუჩის, თიაქარის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკის განვითარება.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის უცაბედმა შეწყვეტამ შეიძლება გაართულოს დედის მდგომარეობა და გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვა.
ნატრიუმის ვალპროატთან დაკავშირებული რისკი
ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში ვალპროატის მიღებისას ქალებში ნაყოფის განვითარების მანკის საერთო რისკი არანაკლებია სხვა ეპილეფსიის საწინაღმდეგო პრეპარატებთან შედარებით. აღწერილია სახის დისმორფიის შემთხვევები. ვლინდებოდა განვითარების მრავალჯერადი დეფექტის იშვიათი შემთხვევები განსაკუთრებით -კიდურების. ამგვარი დეფექტების სიხშირე დღემდე არ არის ზუსტად დაგდენილი. ამასთან ერთად, ნატრიუმის ვალპროატი იწვევს ნერვული ღეროს განვითარების დარღვევას: მიელომენინგოცელე, ზურგის ტვინის თიაქარი. ამგვარი გართულებების სიხშირე 1-2%.
ამ მონაცემების თანახმად
თუ ქალი გეგმავს ორსულობას, საჭიროა ხელმეორედ შემოწმებულ იქნას ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩვენებები. რეკომენდებულია განხილული იქნეს საკითხი ფოლიატების დამატებით მიღების შესახებ.
ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებლი ვალპროატით მკურნალობის შეჩერება, თუ კი იგი ეფექტურია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მონოთერაპია, რომლის მინიმალური დღიური დოზა უნდა დაიყოს დღეში რამდენიმე მიღებაზე.
მიუხედავად ამისა, ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს სპეციალური პრენატალური გამოკვლევა სხვადასხვა მანკის, ნერვული ღეროს შეხორცების ანომალიის გამოვლენის მიზნით.
რისკი ახალშობილებში
აღწერილი იყო ჰემორაგიული სინდრომი იმ ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს. ეს ჰემორაგიული სინდრომი დაკავშირუბულია ჰიპოფიბრინოგენიასთან. ასევე აღწერილი იყო აფიბრინოგენემია, რომელიც იწვევს ფატალურ შედეგს. ეს ჰიპოფიბრინოგენემია შესაძლოა დაკავშირებული იყოს შედედების ფაქტორის დაქვეითებასთან. ამასთან აუცილებელია ამ სინდრომის გარჩევა ვიტამინ K-ზე დამოკიდებული ფაქტორთა დაქვეითებისაგან, გამოწვეული ფენობარბიტალით და ფერმენტების სხვა ინდუცირებით. ამიტომ ახალშობილებს უნდა ჩაუტარდეთ თროთმბოციტების რაოდენობის ანალიზი, პლაზმაში ფიბრინოგენის დონის დადგენა. კოაგულაციის ტესტები და კოაგულაციის ფაქტორების განსაზღვრა.
ლაქტაცია:
ვალპროატის ესკრეცია რძეში მცირეა და შეადგენს სისხლის შრატში დონის 1-დან 10%-მდე. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ ჩვილები, რომლებიც იღებდნენ დედის რძეს და რომლებსაც ნეონატალურ პერიოდში არ განვითარებიათ რომელიმე კლინიკური გამოვლინება.
განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის დისფუნქცია
წარმოქმნის პირობები: არსებობს განსაკუთრებით იშვიათი მონაცემები ღვიძლის დაავადების მძიმე და ფატალური შემთხვევების შესახებ. ეპილეფსიის მკურნალობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტებს შორის, რომლებიც იტარებენ კომპლექურ ეპილეფსიის საწინააღმდეგო თერაპიას, გაზრდილი რისკის ჯგუფს შეადგენენ ჩვილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები მძიმე ეპილეფსიით, განსაკუთრებით ეპილეფსიით, დაკავშირებული თავის ტვინის დაზიანებასთან, გონებრივი განვითარების შეკავებით და/ან გენეტიკური წარმოშობის თანაყოლილი მეტაბოლიტური ან დეგენერაციული დაავადებებით.
3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში ასეთი გართულების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება და თანდათანობით ქრება ასაკთან ერთდ. უმეტეს შემთხვევაში ღვიძლის გამოხატული რეაქციები შეიმჩნევა მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში.
შესაძლო ნიშნები: ადრეული დიაგნოსტიკა უპირატესად ეყრდნობა კლინიკურ გამოკვლევებს. არასპეციფიკური სიმპტომები, ჩვეულებრივ ვლინდება მოულოდნელად, ესენია ასთენია, ანორექსია, ძლიერი დაღლილობა, ძილიანობა, ხანდახან თანამდევი განმეორებითი ღებინება და მუცელში ტკივილი. რეკომენდებულია პაციენტის ინფორმირება, და თუ პაციენტი ბავშვია, მაშინ მისი ოჯახის წევრების, რომ ასეთი კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. კლინიკური გამოკვლევების გარდა, საჭიროა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების გამოკვლევა.
გამოვლინება: მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობიდან პირველი 6 თვის განმავლობაში აუცილებელია პერიოდულად შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. კლასიკურ ტესტებს შორის მეტად მნიშვნელოვანი სინჯებია, რომლებიც ავლენენ ღვიძლის ცილა-სინთეზურ ფუნქციას და განსაკუთრებით პროთრომბინის ინდექსს. პროთრომბინის ანომალურად დაბალი დონის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებების თანხლების ფონზე (ფიბრიგონის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება და სისხლის შედედების ფაქტორების, ბილირუბინისა და ტრანსამინაზის დონის ზრდა) დეპაკინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სიფრთხილის მიზნით შეწყდეს სალიცილატებით მკურნალობა, თუ იგი ჩართული იყო მკურნალობის სქემაში, რადგანაც ისინი იყენებენ მეტაბოლიზმის იგივე გზებს.
სიფრთხილის ზომები:
*აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის 6 თვის განმავლობაში, ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების კვლევა განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებთან საჭიროა ხაზგასმული იყოს, რომ დეპაკინი, როგორც სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას შეიძლება შემჩნეულ იქნას ღვიძლში ფერმენტების რაოდენობის მცირე ზრდა, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყების პერიოდში, იზოლირებული და დროებით, რომელიმე კლინიკური სიმპტომების არაარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია უფრო სრული ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება (კერძოდ, პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა) იმისთვის, რომ შემოწმებულ იქნას დოზირება და განმეორდეს ანალიზი პარამეტრის ცვლილების შესაბამისად.
*3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია დეპაკინის მიღება მონოთერაპიაში, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შეფასდეს დეპაკინით მკურნალობის პოტენციური სარგებლობა ღვიძლის დაავადების განვითარების რისკისა და პანკრეატიტის მიმართ.
*პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ან ქირურგიული ჩარევის წინ სისხლდენის ან სპონტანური ჰემატომების შემთხვევაში, რეკომენდებულია სისხლის ანალიზის ჩატარება (განისაზღვროს სისხლის ფორმულა, თრომბოციტების რაოდენობის გათვალისწინებით, სისხლდენის ხანგრძლივობა და კოაგულაცური ტესტები).
*თირკმელების უკმარისობის ფონზე შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირების აუცილებლობა, რადგანაც დოზირების დადგენაში პლაზმაში კონცენტრაციის მონიტორინგის შედეგებმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, აუცილებელია კლინიკური მონიტორინგის გათვალისწინება.
*თუმცა დეპაკინით მკურნალობის პროცესში, განსაკუთრებით იშვიათად აღინიშნებოდა იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა, დეპაკინით მკურნალობისას საჭიროა შედარებულ იქნას პრეპარატის დანიშვნის პოტენციული რისკი პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ სისტემური წითელი მგლურა.
*აბდომინილური სინდრომის მწვავე ტკივილის დროს რეკომენდებულია ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე გამოკვლეულ იქნეს შედედებული ამილაზის დონე, რადგანაც არსებობს ცნობები პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევის შესახებ. თუ არსებობს კარბამინალური ციკლის ფერმენტების დეფიციტზე ეჭვი, მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს მეტაბოლური გამოკვლევები, რადგან არსებობს ვალპროატით მკურნალობისას ჰიპერამონიემიის განვითარების რისკი.
პრეპარატის გავლენა ტრანსპორტით მართვის უნარზე და საქმიანობის შესრულებაზე, რომელიც ითხოვს მომატებულ ყურადღებას: პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს
ძილიანობის საფრთხეზე, განსაკუთრებით ანტიკონვულსირებული პოლითერაპიის შემთხვევაში ან ბენზოდიაზეპინის კომბინაციებთან.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოვლინებები ჩვეულებრივ მიმდინარეობს კომის სახით კუნთების ჰიპოტონიით. ჰიპორეფლექსით, მიოზით და სუნთქვის გაძნელებით.
ამასთან ერთად შეიძლება გვხვდებოდეს სხვადასხვა სიმპტომები: სისხლში პრეპარატის მაღალი კონცენტრაციისას აღწერილია კრუნჩხვითი შეტევები.
დოზის გადაჭარბებისას სტაციონარში გადაუდებელი დახმარება სიმპტომატურია; კუჭის ამორეცხვა, რომელიც ეფექტურია პრეპარატის მიღებიდან 10-12 საათის განმავლობაში, მუდმივი ყურადღება გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემაზე.
იშვიათი შემთხვევებში შეიძლება აუცილებლი გახდეს დიალიზი და სისხლის გადასხმა.
არსებობს ნალოქსონის წარმატებული გამოყენების ერთეული ცნობა. ძალზე მაღალ დოზის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. თუმცა, ჩვეულებრივ დოზის გადაჭარბებისას პროგნოზი სასიკეთოა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ნეიროლეფსიური, მაო-ს ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტები და ბენზოდიაზეპინები: დეპაკინს შეუძლია გამოიწვიოს სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების, -ნეიროლეპტიკების, მაო-ს ინჰიბიტორების, ანტიდეპრესანტებისა და ბენზოდიაზეპინების მოქმედების პოტენცირება, ამიტომ რეკომენდირებულია კლინიკური მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში - დოზის კორექცია.
ფენობარბიტალი: დეპაკინი აძლიერებს პლაზმაში ფენობარბიტალის კონცენტრაციას (ღვიძლში კატაბოლიზმის ინჰიბირების გამო) და შესაძლებელია გამოვლინდეს სედაციური თვისებები განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ რეკომენდებულია კომბინირებული მკურნალობის კლინიკური მონიტორინგი პირველი 15 დღის განმავლობაში და ფენობარბიტალის დოზის დაუყოვნებლივ შემცირება სედაციურობის თვისებების გამოვლენისას და აუცილებლობის შემთხვევაში სისხლში ფენობარბიტალის დონის განსაზღვრა.
პრიმიდონი: დეპაკინი ზრდის პრიმიდონის კონცენტრაციას მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებით (მაგალითად სედაციურობის). ეს გამოვლინება ქრება ხანგრძლივი მკურნალობის დროს. რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი; განსაკუთრებით კომბინირებლი მკურნალობის დაწყების პერიოდში აუცილებლობის შემთხვევაში დოზის ადაპტაციით.
ფენიტოინი: დეპაკინი ამცირებს სისხლში ფენიტოინის კონცენტრაციას, ამის გარდა დეპაკინი ზრდის ფენიტოინის თავისუფალი ფორმის რაოდენობას, შესაძლებელი ჭარბი დოზის ნიშნების გამოვლენით (ვალპროის მჟავა ხელს უშლის ფენიტოინს პლაზმაში ცილებთან დაკავშირებისაგან და ამცირებს მის კატაბოლიზმს ღვიძლში) ამიტომ რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი; პლაზმაში ფენიტოინის დონის განსაზღვრის მიზნით, საჭიროა თავისუფალი ფორმის შეფასება.
კარბამაზეპინი:
*ვალპროის მჟავას შეუძლია გამოიწვიის კარბამაზეპინის ტოქსიკური მოქმედების პოტენცირება. რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის საწყის ეტაპზე და აუცილებლობის შემთხვევაში დოზირების კორექცია.
ლამოტრიჟინი: ვალპროის მჟავას შეუძლია შეამციროს ლამოტრიჟინის მეტაბოლიზმი და გაზარდოს მისი ნახევარდაშლის ხანგრძლივობა, დოზირება საჭიროებს შეძლებისდაგვარ კორექციას (ლამოტრიჟინს დოზის შემცირება).
ზიდოვუდინი: ვალპროის მჟავას შეუძლია გაზარდოს პლაზმაში ზიდოვუდინის კონცენტრაცია, რაც იწვევს ზიდოვუდინის ტოქსიკოზის ზრდას. ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებსაც ახასიათებთ ფერმენტ-ინდუცირებადი მოქმედება (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი), ამცირებენ შრატში ვალპროატის კონცენტრაციას. კომბინირებული თერაპიის გამოყენების შემთხვევაში მიზანშეწონილია დოზების რეგულირება სისხლში პრეპარტის დონის გათვალისწინებით. მეორეს მხრივ ფელბატამის და ვალპროატის კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს შრატში ვალპროატის კონცენტრაცია.
საჭიროა ვალპროატის დოზის კონტროლი, მეფლოქსინი აძლიერებს ვალპროატის მჟავას მეტაბოლიზმს და შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ამიტომ კომბინირებული თერაპიის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეპილეფიურ გულყრებს.
ვალპროატსა და ცილებთან დაკავშირებული პრეპარატების (ასპირინის) ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში თავისუფალი ვალპროატის კონცენტრაციის ზრდა.
პროთრომბინის ინდექსის გულმოდგინე მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ვიტამინ K-ზე დამოკიდებულ ანტიაგულანტებზე, ერთდროული მიღების შემთხვევაში.
თავისუფალი ვალპროატის დონე შრატში შეიძლება გაიზარდოს (ღვიძლში მეტაბოლიზმის დაქვეითების შედეგად) ციმეტიდინის და ერითრომიცინის ერთდროული მიღების შემთხვევაში.
ვალპროატს ჩვეულებრივ არ ახასიათებს ფერმენტ - ინდუცირებითი მოქმედება, იგი არ ამცირებს ესტროპროგესტაგენური პრეპარატების ეფექტურობას იმ ქალებში, რომლებიც სარგებლობენ პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივებით.
შენხავის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.