საერთაშორისო დასახელება:
dexpanthenol+chlorhexidine
მწარმოებელი: STADA
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი ანტისეპტიკური, მეტაბოლური და რეგენერაციული მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 გრ მალამო შეიცავს:
დექსპანთენოლი ............... 52.5 მგ,
ქლორჰექსიდინი ............... 8.02 მგ.
ჩვენებები:
- დაზიანებული კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- კანის ნახეთები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, ქვეწარმავლების ნაკბენები, ნაკაწრები, ნაწოლები;
- პოსტოპერაციული ჭრილობების დამუშავება;
- დაინფიცირებული კანის, დამწვრობის (მათ შორის მზის დამწვრობის) მკურნალობა;
- ინფიცირებული დერმატოზების (ეგზემა, ატოპიური დერმატიტის) მკურნალობა;
- ჩვილებში საფენით გამოწვეული დერმატიტებისას, ინფიცირების ნიშნით;
- მეძუძურ დედებში – სარძევე ჯირკვლის თავების ნახეთქების მკურნალობისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დექსპანთენოლი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც ორგანიზმში მეტაბოლიზდება პანტოთენის მჟავად, წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს და მონაწილეობს აცეტილირების პროცესში, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში, აცეტილქოლინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების და პორფირინების სინთეზში, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს.
დექსპანთენოლის მოქმედება: რეგენერაციული, მეტაბოლური და ანთების საწინააღმდეგო
ქლორჰექსიდინი ანტიმიკრობული საშუალებაა ანტისეპტიკური მოქმედებით. ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Staphylococcus spp., enterococcus spp., Pseudomonas aeruginosa, E.coli, Streptococcus spp., ასევე საფუარა სოკოებისა და დერმატოფიტების მიმართ.
ქლორჰექსიდინი ინარჩუნებს აქტივობას სისხლის, ჩირქისა და სხვა ორგანული სეკრტების გარემოში.
გამოყენების წესი:
მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე რამდენჯერმე, ჩვენების მიხედვით. მეძუძური დედები ისმევენ ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ. ჩვილები ყოველი პამპერსის გამოცვლის შემდგომ.