ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

დერმატოლოგიური პრეპარატი

მწარმოებელი: Taro Pharmaceutical Industries Ltd,.

შემადგენლობა:

1 გრამი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ნეომიცინი ...........................................  2, 50 მგ;

ტრიამცინოლონის აცეტონიდი ............... 1, 00 მგ;

გრამიციდინი  ......................................  0, 25 მგ;

ნისტატინი  .......................................... 100,000 უ.

დამხმარე ნივთიერებები:

თეთრი ვაზელინი; თხევადი პარაფინი; კეტომაკროგოლური ცვილი; ლიმონმჟავა; ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი; პროპილენგლიკოლი; ეთილის სპირტი; მეთილის პარაბენზოატი; პროპილის პარაბენზოატი; არომატიზატორი; გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დერმაკომბინის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები განაპირობებენ პრეპარატის ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ მოქმედებას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ანთებითი სოკოვანი ინფექციების და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად და შეიზილება ფრთხილად. დოზირება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

უკუჩვენებები:

ვირუსული ინფექციები (ჰერპესი ან ჩუტყვავილა), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ასევე არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე:

- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

- იმუნური სისტემის ფუნქციური დარღვევების ან დიაბეტის დროს;

- 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითება:

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დაუშვებელია მისი კონტაქტი თვალთან და ლორწოვან გარსებთან (მაგ: პირის და ცხვირის). პრეპარატი არ გამოიყენება სხეულის ზედაპირის ფართო მონაკვეთზე ან ღია ჭრილობების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:

კანის გაწითლება, კანის ქავილი და სიმხურვალის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, კანის სიმშრალე და გამონაყარი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ქრება პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ მოკლე დროის მანძილზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია