საერთაშორისო დასახელება:
CLIOQUINOL; PREDNISOLONE
მწარმოებელი: GEDEON RICHTER
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდი+სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 5 გ
1 გ
კლიოქინოლი ........... 30 მგ
პრედნიზოლონი ....... 5 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიმიკრობული და ფუნგიციდური მოქმედების.
ჩვენებები:
დისჰიდროიზი, სხვადასხვა ეტიოლოგისს დერმატიტი, გართულებული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია, მეორადა ინფიცირებული ბაქტერიული ეგზემა, თითებშუა მიკოზი, ქავილი, ანოგენიტალური მიდამოს ეგზემა, კანის ზედაპირული ინფექცია.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, კანის ტუბერკულოზი, სიფილისი, წითელა, ვაქცინაციის სემდგომი კანის რეაქცია, პერიორალური დერმატიტი, კანის სიმსივნე და კიბოსწინარე დაავადებები.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქცია;
ხანგრძლივი მოხმარებისას და/ან კანის დიდ ფართზე დატანისას სიტემური გვერდითი ეფექტები, კანის ატროფია.
მიღების წესები და დოზირება:
გარეგანი; დაიტანება კანზე 1–3–ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითება:
შეიძლება შეღებოს თეთრეული.