დესიგრა / Desigra
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: ჰერბალ პრეპარატი
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 550მგ კაფსულა №30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
Epimedium, Condonopsis Pilosula, Eucommia Ulmoides,Cuscuta Japonica, Angelica Sinensis, Schisandra Chinensis, Herba Cistanche,Rehmannia Glutinosa, Achirenthes Bidentata Blume, Atractylodes Macrosephala, Rosa Laevigata, Cinnamomum Cassia,Cornus officinalis,Dioscorea Opposita,Fructus Lycii, Astragalus Membranaceus, Poria Cocos, Glycyrrhiza Glabra,Radix Polygalae, Rubus Parvifolius,Semen Biotae Orientalis, Zizyphus Jujube Lam, Radix Polygoni Multiflori, Gingko Biloba, Radix Paeoniae Alba etc.
აღწერილობა:
კაფსულა: თეთრი ფერის კორპუსი ცისფერი ფერის თავსახურავით, მოყვითალო-მოყავისფრო ფხვნილით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადრენალინის, ნორადრენალინის, დოფამინისა და სეროტონინის დონის ამაღლებით იწვევს მამაკაცის სასქესო ჰორმონების ზრდას, პენისის კავერნოზულ სხეულში სისხლის მიწოდების გაძლიერებას, ერექციასა და განმეორებითი ერექციის წარმოშობას. ფერმენტ გუანილატციკლაზას გააქტივებით ციკლური გუანოზინმონო ფოსფატის (cGMP) რაოდენობა მატულობს, სწორი კუნთები დუნდება, კავერნები და არტერიები სისხლით ივსება. ვითარდება ერექცია. ფოსფოდიესთერაზული ენზიმის PDE5-ის ინჰიბირებით, cGMP-ის კონცენტრაცია იზრდება და პროცესი ხანგრძლივდება. ნეირომედიატორების რაოდენობა მატულობს, ხდება სექსუალური ცენტრის აგზნება.
ჩვენება
სხვადასხვა ეტიოლოგიის ერექციული დისფუნქცია, სხვადასხვა ეტიოლოგიის პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის სხვა დაავადებები.
მიღები სწესი და დოზირება
2 კაფსულა ერთჯერადად სექსუალურ აქტამდე 2 საათით ადრე.
თერაპიული კურსის პერიოდში 2 კაფსულა 1 ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში
პრეპარატის შემდგომი მიღებისას უნდა დავიცვათ 24 საათიანი ინტერვალი.
გამოიყენება 18-65 წლის ასაკის მამაკაცებში.
ჭარბი დოზირება
მკურნალობა სიმპტომურია.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება გულის დაავადებების და ჰიპერტენზიის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სიფრთხილით ინიშნება შარდმდენებთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25°C- მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისანობის ვადა
2 წელი
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება!
გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.