დეტრალექსი _ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "სერვიეს"მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი.

საერთაშორისო დასახელება:

DIOSMIN

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დიოსმინი+ჰესპერედინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მიკრონიზირებული ფლავონოიდების ფრაქცია .....          500 მგ

მათ შორის: დიოსმინი (90%) ...............................         450 მგ

ჰესპერედინი (10%)  .......................................................50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, თეთრი სანთელი, გლიცეროლი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ყვითელი ფერის რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი(E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ვენომატონიზირებელი დ ანგიოპროტექტული მოქმედება. იგი ამცირებს ვენების ჭიმვადობას, ზრდის მათ ტონუსს და აქვეითებს ვენურ შეგუბებებს. დეტრალექსი ამცირებს კაპილარების განვლადობას და ზრდის მათ რეზისტენტობას. ამასთან ერთად იგი აუმჯობესებს როგორც მიკროცირკულაციას, აგრეთვე ლიმფურ დრენაჟს.

დეტრალექსის სისტემატური მიღებისას აღინიშნება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისათვის (როგორც ორგანული, ისე ფუნქციური გენეზის) დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის მეტაბოლიტებს წარმოადგენს სხვადასხვა ფენოლური მჟავები, რასაც ადასტურებს შარდში მათი არსებობა.

დიოსმინის T1/2 შეადგენს 11 სთ-ს.

დიოსმინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად ფეკალიებით, ხოლო მიღებული დოზის 14% გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები:

 

  • პრეპარატი გამოიყენება ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ვენების ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი.
  • ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები,
  • დეტრალექსი აგრეთვე გამოიყენება ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) სამკურნალოდ.

 

მიღების წესები და დოზირება:

ვენური უკმარისობის დროს პრეპარატი ინიშნება დღე-ღამეში 2 ტაბლეტის ოდენობით შუადღესა და საღამოს, ჭამის დროს.

ბუასილის მწვავე შეტევის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დღე-ღამეში 6 ტაბლეტის ოდენობით პირველი 4 დღის განმავლობაში. მომდევნო 3 დღის განმავლობაში კი - 4 ტაბლეტის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება უმნიშვნელო ცვლილებები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ და ნეიროვეგეტატური დარღვევები, რომლებიც არ საჭიროებენ პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

*ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია:

დეტრალექსით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება, რადგან აქტიური ნივთიერების გამოყოფა ქალის რძით არ არის შესწავლილი.

ექსპერიმენტულ კვლევებში არ არის დადგენილი მისი ტერატოგენული ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები:

ბუასილის გამწვავებისას დეტრალექსის მიღება ვერ ცვლის ანორექტალური უბნის დაავადების სპეციფიკურ მკურნალობას. პრეპარატი გამოიყენება მკურნალობის ხანმოკლე კურსის სახით. ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა ჩავატაროთ დამატებითი კვლევა და მოვახდინოთ მკურნალობის კორექცია.

პაციენტები, რომლებსაც  დარღვეული აქვთ ვენური სისხლმიმოქცევა, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ რომ თავი შეიკავონ დიდი ხნის განმავლობაში მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან. აგრეთვე საჭიროა სხეულის წონის დაკლება. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებმა უნდა ატარონ სპეციალური სამედიცინო დანიშნულების წინდები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას.

დეტრალექსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცეტრაციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დეტრალექსის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

 

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია